საკითხავისასარგებლოსურათები

ძველი ნივთები, რომლებიც ამ დრომდე ფუნქციონირებენ

53110f6bab3d
პოსტში შერჩეულია 10 უძველესი ტექნიკური და არა მარტო ტექნიკური საგნები, რომლებიც შემორჩა ჩვენს დრომდე და განაგრძობენ თავიანთი ფუნქციის შესრულებას.

1ad76cb0ef0c7
ეს  რობოტი-პირველი  ადამიანის  მსგავსი  რობოტი, დამზადებული  იყო მეორე  მსოფლიო  ომის  შემდეგ.  ავტოფარეხში  45  წლის  იზოლაციის  შემდეგ,  ახალი  ცხოვრება  დაუბრუნა   დიდი  ბრიტანეთის  სამეფო  ჯარის   გადამდგარმა  ოფიცერმა-ტონი  სეილმა.   19  წლის  ასაკში  მან  შეიძინა რობოტი მხოლოდ  $20  დოლარად და    50  წლის  ხანგრძლივი  მუშაობის შემდეგ  თავის  ავტოფარეხში    მან  საბოლოოდ  დაასრულა  შეკეთება  რობოტის.  ყველას  გასაკვირად, რობოტი ისევ  მუშაობს,  საკმარისია ბატარეების  შეცვლა  და  გაზეთვა.

2bdcbdb0f5b55
ეშვილეში,  შტატ  ოჰაიოში,  არის  მსოფლიოში  უძველესი  შუქნიშანი.  მისი  ავტორია-  ეშვილეს  ბინადარი,  სახელად  ტედი  ბორი.   შუქნიშანი მუშაობს   შეუწყვეტლივ   1932  წლიდან.   შუქნიშანი  წაღებულ  იქნა  ქალაქის  ქუჩიდან  1982  წელს  და  იმ  დროიდან  დღემდე  მდებარეობს  ქალაქის  მუზეუმში.

353110f6bab3d
მსოფლიოში  ყველაზე  ძველი  ნათურა  ანათებს   უკვე   111  წლის განმავლობაში.    მას  აქვს   საკუთარი  გულშემატკივართა  კლუბი – ფან კლუბიც  და  ვებ- საიტიც კი.    იგი  მდებარეობს    სახანძრო  სადგურზე  ლივერმორში, კალიფორნია.   ნათურა  მთელი  ამ  დროის  მანძილზე  გამორთული  იყო  მხოლოდ  ერთი  კვირა.

4dbec272569c1
ეს  ტელევიზორი, შესრულებული  (კონსტრუირებული)   მარკისონის  მიერ 1936 წელს  ,  წარმოადგენს  ყველაზე  ძველ  ტელევიზორს  მსოფლიოში.  იგი  შეძენილი  იყო  100   გირვანა  სტერლინგად,  მას  შემდეგ, როცა  დიდ  ბრიტანეთში  დაიწყო   ტელეგადაცემები.  ამჯამად  მისი  გასაყიდი  ფასი  შეადგენს  5000  გირვანქა  სტერლინგს.

51be636123165
კინგჰორნების  ოჯახმა   ეს  მაცივარი  შეიძინა  „დიდი   დეპრესიის“  წლებში,  მაგრამ  ვერ  წარმოიდგენდნენ,  რომ  მათი  შენაძენი  იქნებოდა   მუშა  მდგომარეობაში 77  წლის  მერეც.   მაცივარი  არასდროს  ყოფილა  რემონტში  და  მოცემულ  მომენტში  უკავია  დამსახურებული  ადგილი  როზმერ კინგჰორნის  სამზარეულოში,  რომელიც  მემკვიდრეობით  მიიღო  თავისი  დედინაცვალისაგან.

6c12a97720044
კინოთეატრი  SzcZecin,  მდებარეობს  პოლონეთში  და  ითვლება  ყველაზე  ძველ  კინოთეატრად.  იგი  გაიხსნა  1909  წელს  და  უკვე  მოასწრო  თავისი  100  წლისთავის  აღნიშვნა.

7d5e4cb2a65b4
ეს  ორთქლის  ძრავიანი  მანქანა  მსოფლიოში  ყველაზე  ძველი  მანქანაა,  რომელმაც  შეინარჩუნა  მუშა  მდგომარეობა. 2011  წელს  ის  4,6  მილიონ  დოლარად გაიყიდა აუქციონზე  ხერშიში,  შტატი-პენსილვანია.  ავტომობილი  შექმნილი  იყო  საფრანგეთში  1884  წელს.  ავტომობილი  De  Dion-Bouton  et Trepardoux  აშენდა   გრაფ                  დე  დიონასათვის;   დე  დიონა- კომპანიის  ერთ-ერთი  დამფუძნებელი.

86902b134732a
მსოფლიოში  ყველაზე  ძველი  მტვერსასრუტი,  დამზადებული  იყო  1904  წელს,   მაგრამ  ჯერ  კიდევ   ინარჩუნებს    სამუშაო მდგომარეობას.   მტვერსასრუტი  ეკუთვნის  ჰარი კოკს,  რომელიც  წააწყდა  მას  ნაგავსაყრელის  მიმდებარე  ტერიტორიაზე,  ქარხანასთან  ახლოს, სადაც  ის  მუშაობდა.

99abf5e8b0c75
მსოფლიოში  ყველაზე  ძველი  ფუნქციონირებული  სასტუმრო  მდებარეობს  იაპონიაში.  სასტუმრო   Hoshi  Ryokan  იღებს  სტუმრებს  1300 წლის  განმავლობაში  და  46-ჯერ  გადაეცა   თაობიდან  თაობას.   სასტუმროში  შედის  სპა,  რესტორანი,  ბაღი, თეატრი,  დარბაზი  და  კიდევ  სხვა  ნაგებობები.   ინტერიერი  შესრულებულია  ტრადიციულ იაპონურ  სტილში.

10176a2b7abeb0
იაპონიაში, Ikeda  Memorial  Hall-ში  მდებარეობს  ყველაზე  ძველი სამუშაო  კომპიუტერი  FACOM  128B.  იგი დაარსდა  1958 წელს  და  შეინარჩუნა  თავისი  ფუნქციონალურობა  ამ  დღემდე.   მან  მოახერხა  გადარჩენა  და შეენარჩუნებინა  მუშა  მდგომარეობა  უფრო  გაუმჯობესებულ და  მოდერნიზებულ კომპიუტერებთან   პაექრობაში.  მაგრამ   ისევ  იკავებს  თითქმის  მთელ  ოთახს და  მისი  სიმძლავრე  არ  აღემატება   ჩვეულებრივი   კალკულატორის   სიმძლავრეს.

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button