არქივი

სინათლე

6340a6b7dd56
დაახლოებით, 500.000 წლის წინათ კაცობრიობამ გასანათებლად ცეცხლის გამოყენება დაიწყო. დროთა განმავლობაში განათების სისტემები დაიხვეწა. დღეს დიდი ქალაქებისა და შენობების გაკაშკაშება მხოლოდ ერთი ჩამრთველის საშუალებით შეიძლება.

საუკუნეების წინათ ადამიანი გამნათებელ საშუალებად იყენებდა თვითნაკეთ ფარნებს: ქვის ჩაზნექილ ნაწილში ასამდნენ ცხოველის ცხიმს და უმაგრებდნენ ფითილს. ასეთი პრიმიტიული დარნების ნიმუშები თარიღდება, დაახლოებით, ძვ.წ. 80.000 წლით. ერაყში, მაგალითად, აღმოაჩინეს კერამიკული ლამფა, რომელიც ძვ.წ. 10.000 წელს ეკუთვნის.

ბიბლიიდან ვიტყობთ, რომ ძვ.წ X საუკუნეში სოლომონის ტაძარში გამოიყენებოდა ცხოველის ცხიმისგან დამზადებული სანთლები, შემდგომ პერიოდში სანთლები მხოლოდ ეკლესიაში ინთებოდა, შუა საუკუნეებიდან კი მან უფრო გავრცელებული სახე მიიღო და იხმარებოდა გამნათებელ საშუალებად.

05e2e9f1b888
^ჩვეულებრივი ვარვარის ნათურა, რომლის გამომგონებლად ითვლებიან ინგლისელი ჯოსეფ სვონი (1878 წ.) და ამერიკელი თომას ედისონი (1879 წ.). მართალია სვონმა დაასწრო ედისონს, მაგრამ საუკუნის გამოგონების ავტორად მაინც ედისონს მიიჩნევენ

არგანის ლამფები

განათების თანამედროვე ეპოქა იწყება მას შემდეგ, რაც 1784 წელს შვედმა მეცნიერმა ამი არგანმა დახვეწა ზეთის ლამფები. მის ლამფას ჰქონდა დაგრეხილი ფითილი და ისეთნაირად იყო მოწყობილი, რომ ჰაერი გვერდიდან შედიოდა და ცენტრში გროვდებოდა, რაც სინათლეს მეტად კაშკაშას ხდიდა და ჭვარტლიც ნაკლები იყო. საწვავად არგანი ნავთს იყენებდა, რაც აუმჯობესებდა ნათებას. თანამედროვე ლამფებშიც ნავთი გამოიყენება.

სანათი გაზის წარმატება

1798 წელს შოტლანდიელმა უილიამ მადროკმა პირველად გამოიყენა სანათი გაზი. მისი საშუალებით მან გაანათა პატარა გამოქვაბული, რომელიც კორნუოლში, მისი სახლის გვერდით მდებარეობდა. თერთმეტი წლის შემდეგ იმავე გაზით მან რედრუდში მდებარე საკუთარი სახლი გაანათა. მან სცადა ჩამოეყალიბებინა განათების სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა სანათი გაზის პრინციპებზე. 1807 წელს ლონდონის ქუჩა პელ-მელი პირველად განათდა სანათი გაზის საშუალებით. 1830 წლისათვის ფართოდ დაიწყეს სანათი გაზის გამოყენება ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მთავარ ქალაქებში

14a6bd4b3095
^ნეონური ნათურებით განათებული აშშ-ის ქალაქი ლას-ვეგასი. ნეონური მილი დრეკადია და ადვილად იცვლის ფორმას,ამიტომ მას ხშირად გამოიყენებენ სარეკლამო საქმეში. განათებული ნახატები და წარწერები ნეონური ნათურების დამსახურებაა და უამრავი ქალაქის მშვენებას წარმოადგენს.

ელექტროენერგიის ეპოქა

1809 წელს სერ ჰამფრი დევიმ პირველი ელექტრონათურა შექმნა. ეს იყო რკალური ნახშირის ნათურა. ორი ნახშირის ელექტროდი შეერთებული იყო ენერგიის წყაროსთან, ანუ ბატარეასთან. ნათურა ინთებოდა ელექტროდების ურთიერთშეხებით და მათ მომდევნო დაშორებით, დაახლოებით, 10 სმ-ის მანძილზე.

რკალური ნახშირის ნათურის ფართოდ გამოყენება დაიწყო 1831 წლიდან, მას შემდეგ, რაც გამოიგონეს ენერგიის ახალი წყაროები, ე.წ. გენერატორები. 1850-იან წლებში ლონდონში, პარიზში, ბერლინსა და ნიუ-იორკში გარეგანათებისათვის რკალური ელექტროლამფების გამოყენება დაიწყეს. 1862 წლიდან კი – პერმანენტული რკალური ლამფების.

11ab246ebe3b
^წყალქვეშა განათების ნათურები სითბოს გამოყოფენ, რასაც ჩვეულებრივი მინა ვერ უძლებს. ამ შემთხვევაში მინის კოლბის ნაცვლად ნათურას ამონტაჟებენ კვარცის ცილინდრში, რაც მეტად გამძლეა

თანამედროვე ელექტრონათურები

თანამედროვე ვარვარის ნათურა გარშემორტყმულია შუშის კოლბით, რომელშიც დამაგრებულია ვოლფრამის დახვეული ძაფი ე.წ. სპირალი. ელექტროდენი გადის სპირალში და აღწევს 2700°C რის შედეგადაც გამომუშავდება ძლიერი სინათლე.

წყარო: შემეცნებითი სამყარო

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button