ყველაზე ცნობილი გადახრილი კოშკები
თითქმის ყველა ჩვენთანგანს გაუგია გადახრილი პიზის კოშკის შესახებ იტალიაში, მაგრამ აღმოჩნდა , რომ ასეთი გადახრილი კოშკები საკმაოდ ბევრია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გთავაზობთ გაეცნოთ მათ შორის ათ ყველაზე ცნობილ კოშკს.
1
ბოლონიის ორი კოშკი, იტალია.
ქალაქის ოფიციალური პირები უშედეგოდ ცდილობენ თავიდან აიცილონ ორი კოშკის „Asineli “ და” Garisenda”-ს დაცემა. მიუხედავად იმისა, რომ Asineli ზომებით უფრო პატარაა, ვიდრე Garisenda, მისი გადახრა გაცილებით მეტია-3.22 მეტრი.
2
ბიგ-ბენი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.
Clock Tower-საათის კოშკი, ცნობილი როგორც ბიგ-ბენი გადახრილია ჩრდილო დასავლეთით 0,26 გრადუსით, რომელიც უდრის 43,5 სმ- ასე აცხადებენ ახლახანს შესწავლილი დოკუმენტები. უნდა აღინიშნოს, რომ 2003 წლიდან დახრილობა გაიზარდა 0,9 მილიმეტრამდე. მიზეზი კი გახდა ლონდონის მეტროს მიწისქვეშა სამუშაოები.
3
პიზის კოშკი, იტალია.
პიზის კოშკის გადახრა დაიწყო მშენებლობის დაწყებიდან რამდენიმე წლის მერე. ამის მიზეზი იყო კოშკის მშენებლობა რბილ თიხაზე. 1350 წელს მშენებლობა დასრულდა და უკვე ამ დროისათვის კოშკის დახრილობა შეადგენდა დაახლოებით 4,5 ფუტს ( 30,5 სმ ). 1990 წლისათვის დახრილობა გაიზარდა კიდევ 4 მეტრით. იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კოშკის დაცემა, ქალაქის მმართველმა პირებმა ტყვიის ზოდებზე მის გასამაგრებლად დახარჯეს დაახლოებით 2 მილიონი გირვანქა (გირვანქა ინგ= 453,6 გრამი).
ადრე სჯეროდათ, რომ ეს გადახრა არქიტექტურული ჩანაფიქრი იყო, მაგრამ მერე ცხადი გახდა, რომ კოშკი მშენებლობის პროცესში გადაიხარა.
4
. ეკლესია Oude Kerk, ნიდერლანდები.
Oude Kerk, რომელიც თარგმანში ნიშნავს „ ძველი ეკლესია“,- ეს არის ნიდერლანდების პროტესტანტული ეკლესია ქალაქ დელფტ-ის ცენტრში. სიმაღლე შეადგენს 75 მეტრს, ხოლო დახრილობა-1,98 სმ.
5
კოშკი ბურანა, იტალია.
ვენეციურ ბურანის კუნძულზე, მდებარეობს კოშკი ბურანა, ან კიდევ მას უწოდებენ წმინდა მარტინოს ეკლესიას. ობიექტი აშენდა მე -15 საუკუნეში და აქამდე არ დაცემულა (ჯერჯერობით). მხოლოდ იმიტომ, რომ ეყრდნობა და ესაზღვრება მეზობელ მიშენებას.
6
კოშკი Tiger Hill.
მდებარეობს ქალაქში- სუჩჟოი, პროვიცია სზიანსუ-ში. კოშკი აშენდა ჩვენი წელთაღრიცხვით 970-960 წლებში. კოშკის სიმაღლე შეადგენს 47 მეტრს.ლურჯი აგურით ნაგები შენობა 7 სართულიანია .კოშკის დახრილობაზე იმოქმედა ბუნების ძალებმა. დღეისათვის დახრილობა შეადგენს 2,32 მეტრს. და მთელი შენობა იწონის დაახლოებით 7 მილიონ კილოგრამს.
7
კოშკი Bedum , ნიდერლადები.
ეს კოშკი აგრეთვე არ ჩამოუვარდება პიზის კოშკს. თუ პიზის კოშკის სიმაღლეა 55,8 მეტრი და გადახრილობა შეადგენს დაახლოებით 4 მეტრს, მაშინ კოშკი Bedium სიმაღლით 35,7 მეტრი, გადახრილია 2,61 მეტრით.
8
ნევიანსკის კოშკი, რუსეთი.
კოშკის მშენებლობა ნევიანსკის ცენტრში დაფინანსებული იყო თვით პეტრე დიდის მიერ. აშენებული მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში, მისი დამფუძნებელი იყო ანკიფი დემიდოვი. კოშკი სიმაღლეში აღწევს 57,5 მეტრს. უკანასკნელმა აზომვებმა აჩვენეს, რომ კოშკის დახრილობა შეადგენს 2,20 მეტრს.
9
ეკლესია Frankenhausen-ის კოშკი, გერმანია.
კოშკი მდებარეობს ქალაქის გარეუბანში, დაუცველია მუდმივი ქარების ზემოქმედებისგან. ინჟინერებმა აღნიშნეს, რომ ყოველ წელს კოშკი იხრება 6 სმ-ით. შესაბამისად, დაცემის მომენტი შეიძლება დადგეს მომდევნო ათწლეულში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა გამოყოს 1,5 მილიონი დოლარი, იმისათვის რომ ეცადონ კოშკის სტაბილიზაციას.
10
ეკლესია Suurhusen, გერმანია.
ჩრდილო-დასავლეთ გერმანიის აღმოსავლეთ ფრისლანდიის რეგიონში მდებარეობს შუა საუკუნეების ნაგებობა -ეკლესია Suurhusen. 2010 წლამდე , გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მონაცემებით ეს ტაძარი ითვლებოდა ყველაზე დახრილ კოშკად მსოფლიოში. მოგვიანებით ეს რეკორდი გადაწონა კოშკმა Capital Gate აბუ-დაბიში. Suurhesen-ის შპალის (მწვერვალის) დაქანება ცნობილ პიზის კოშკზე 1,22 გრადუსით მეტია.