საკითხავისასარგებლოსურათები

სიცოცხლე ოკეანეში

ocean turtle

დედამიწის ზედაპირის ორ მესამედზე მეტს ზღვები და ოკეანეები ფარავს. ოკეანეში აურაცხელი სახეობის
ცოცხალი არსება ბინადრობს. უმრავლესობა ნაპირთან ახლოს ცხოვრობს, ზოგი კი ოკეანის ყველაზე ღრმა
ადგილებს ირჩევს საცხოვრებლად.

fish

ჩვენს პლანეტაზე თევზების 20 000-ზე მეტი სახეობა არსებობს: ძალიან პატარა არსებებით დაწყებული,ავტობუსისხელა ვეშაპებით დამთავრებული. ყველა სახეობის თევზი
ლაყუჩების საშუალებით ტუმპავს წყალში არსებულ ჟანგბადს.

სამყაროს ყველაზე შხამიანი არსებები ოკეანეში ცხოვრობენ. ზოგი მათგანი, მაგალითად, ზღვის ლოქორა, შხამს მტაცებლებისგან თავის დასაცავად იყენებს, ზოგი კი – მსხვერპლის მოსანადირებლად.

85 6meduza1

აი, ვეშაპები კი სამყაროს უდიდესი ცხოველები არიან. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად თევზებს ჰგვანან,
ძუძუმწოვრები არიან. ისინი წყალქვეშ იკვებებიან და მრავლდებიან, მაგრამ ჰაერის ჩასასუნთქად წყლის
ზედაპირზე ამოდიან.ზედა მხარეს აქვთ სასუნთქი ხვრელი, რომლის საშუალებითაც
შეუძლიათ ისე ისუნთქონ, რომ სხეული და თავი წყლიდან არ ამოყონ.

orca spyhopping noaa

FreelancerMarketplace 3181

კუები პირველი ქვეწარმავლები არიან, რომლებმაც პირველად 200 მილიონი წლის წინ დაიპყრეს ზღვები. ისინი ძლიერი წინა და შედარებით მომცრო უკანა ფარფლებით შესანიშნავად არიან შეგუებულები წყალში ცხოვრებას, ხოლო გუმბათისებური ბაქნის საშუალებით ადვილად მოძრაობენ ხმელეთზე. აქტიური ცხოვრების პერიოდში რამდენიმე წუთში ერთხელ აუცილებლად ამოციან წყლის ზედაპირზე ჰაერის ჩასასუნთქად, ხოლო დასვენების დროს ორ საათზე მეტხანსაც შეუძლიათ წყალქვეშ ყოფნა.

turtle picture

tumblr m4t8m0ui7X1qg9lty

ოკეანის ბინადართა მეოთხედზე მეტი მარჯნის რიფებში ცხოვრობს. მარჯნის რიფები მიმოფანტულია ყველგან.
ისინი უამრავ ცხოველს უზრუნველყოფენ საკვებითა და თავშესაფრით.

არსებობს მარჯნის რიფების პოლიპების ორი სახეობა: მყარი და რბილი. რბილ მარჯნებს ჩონჩხი სხეულში აქვთ, ხოლო მყარებს-სხეულის გარედან. მყარი მარჯნები საცეცებს მხოლოდ ღამით აჩენენ, დღის განმავლობაში კი სხეულში მალავენ.

156korali1

47183741 coral reef 466

crinoids soft corals and reef fish on coral reef

მარჯნის რიფებში უამრავი ნაპრალი და ყურეა, სადაც ცხოველს შეუძლია დამალვა და სახლის მოწყობა. რვაფეხა
თითქოს ძალიან დიდია საიმისოდ, რომ მარჯნის რიფებში დაიმალოს, მაგრამ მას უძვლო სხეული აქვს და
შეუძლია, ვიწრო ნაპრალშიც კი გაძვრეს. ყვითელი თევზები, ანთიები , მარჯნის რიფებში დიდ გუნდებად ცხოვრობენ და პაწაწინა ცხოველებით, პლანქტონებით იკვებებიან.

three yellow fish at the great barrier reef

თევზისთვის აუცილებელია სისუფთავე, მაგრამ მას არ შეუძლია საკუთარი თავის გასუფთავება. მარჯნის
რიფებში პატარა თევზი, ტუჩოსანა, დიდი თევზების სხეულიდან პარაზიტებსა და მკვდარ კანს ჭამს.
ტუჩოსნები სხვა თევზებს ზიგზაგისებური მოძრაობით იზიდავენ. ზოლიანი კრევეტებიც წმენდენ სხვა
ცხოველებს. ისინი თავიანთი გრძელი, წვეტიანი საცეცებით საკვებს პირდაპირ თევზის კბილებიდან იღებენ.
მარჯნის რიფებში ბევრი ისეთი თევზი ბინადრობს, რომელიც სხვაგან არსად გვხვდება. ისინი აქ კარგად იკვებებიან და შესანიშნავად არიან დაცულები მტაცებლებისგან.

ocean treasures

თუმცა ღია ოკეანეში ცხოვრება საკმაოდ რთულია. აქ მტაცებლებისგან დამალვა თითქმის შეუძლებელია
ამიტომ პატარა თევზები, თავის გადასარჩენად, უზარმაზარ გუნდებად ცხოვრობენ.

მტაცებელს საკვებისთვის ხშირად ძალიან შორს უწევთ წასვლა. ღია ზღვაში საკვების მოსაპოველბად უდიდესი
სისწრაფე და მოქნილობაა საჭირო.

Group+of+Fishes+ +Amazing+Waterworld+Photos+%25289%2529

ზვიგენები ძალიან სწრაფები არიან. აქვთ ძლიერი კუდი, რომ წყლის წინააღმდეგობა დასძლიონ. ისეთი დიდი
ზვიგენები როგორიცაა ოკეანის თეთრფარფლიანი ზვიგენი, შედარებით ზანტები არიან, მაგრამ
შეუძლიათ მოულოდნელად მიეპარონ მსხვერპლს და ელვისებური სისწრაფით დაესხან თავს.

Caribbean reef shark

ოკეანეში ოცზე მეტი სახეობის დელფინი ბინადრობს. დელფინები ძუძუმწოვრები არიან და ჰაერს თავზე არსებული ორი სასუნთქი ხვრელით ჩაისუნთქავენ წყლის ზედაპირიდან. დელფინის ცხოვრებაში ყველაზე სახიფათო დაბადების მომენტია. ახალშობილი დელფინი რაც შეიძლება სწრაფად უნდა ამოვიდეს წყლის ზედაპირზე, რომ ჰაერი ჩაისუნთქოს.

delfino 1

delfino

სულ ეს იყო:)

მსგავსი ამბები

Back to top button