გართობაუცნაური

ძაღლის ენის გაგება შესაძლებელია

Image Hosted by ImageShack.us
რამოდენიმე იაპონელმა მეცნიერმა, დიდი ხნის მუშაობის შემდეგ, საბოლოოდ განახორციელეს დასახული მიზანი და შექმნეს, როგორც თავად ამას უწოდებენ ”ყეფვის აპარატი” ანუ ორენოვანი აპარატი, რომელიც შედგება ორი ნაწილისგან, პირველი ნაწილი არის მიკროფონი, რომელიც მოთავსებულია ძაღლის კისერზე სპეციალური სამაგრით და მეორე ეს არის გადამცემი ელ.სი.დი ეკრანით, რომელიც ადამიანისთვის არის განკუთვნილი. აპარატს რომელიც ძაღლის ყელზეა მოთავსებული ევალება გადასცეს ინფორმაცია, ეგრედ წოდებულ ”რაციას” რომელსაც თავის მხრივ ევალება გაშიფროს ცხოველის ყეფვისა თუ წკმუტუნის მნიშვნელობა. საქმე ის არის, რომ ამ აპარატს რამდენიმე სახის ინფორმაციის აღქმა შეუძლლია ესენია: ბედნიერი, მოწყენილი, სადარაჯოზე, მოფერების მთხოვნელი, იმედგაცრუებული და მაჩხუბარი. ყველა ამ განწყობასთან ერთად მეცნიერებმა აპარატს განწყობის შესაბამისი ფრაზებიც დაამატეს, მაგალითად, როდესაც იგი სადარაჯოზეა და დაგიყეფავთ აპარატი შეგეკითხებათ: ”ჩემი მეგობარი ხარ, თუ ჩემი მტერი?” ძალიან საინტერესო გამოგონებაა.

Image Hosted by ImageShack.us

Image Hosted by ImageShack.us

მსგავსი ამბები

Back to top button