საკითხავისასარგებლოუცნაური

მუმიები

32db909d7fa4

მუმიებს ძველ ეგვიპტეში ამზადებდნენ. ის წარმოადგენს მიცვალებული ადამიანის (ზოგ შემთხვევაში ცხოველის) სპეციალურ საფენებში გახვეულ სხეულს გარკვეული პროცედურების ჩატარების შემდეგ.

ეგვიპტური ლეგენდის თანახმად პირველი მუმია ეგვიპტელმა ქალღმერთმა- ისისმა დაამზადა.
სანამ ამ ლეგენდას მოგითხრობთ, მინდა გარკვეული წარმოდგენა შეგიქმნათ მასში “მონაწილე” პერსონაჟებზე. (ყველა ეს პერსონაჟი ეგვიპტელთა ღმერთები არიან)

c6d0c9f270d5

ოსირისი- ზედა და ქვედა ეგვიპტის მბრძანებელი. მან დიდხანს იმეფა სანამ მოკლავდნენ. ეგვიპტელთა წარმოდგენით, ახლა ის მიწისქვეშეთის მეფეა.

420651a7ab4e

ისისი- ოსირისის მეუღლე. ის დიდ გრძნეულად არის მიჩნეული.

f2768e78aabd

სეთი- ოსირისის ბოროტი ძმა.

7cf3ef4afbe8

ჰორი- ოსირისის და ისისის(იგივე იზიდა) შვილი.

ლეგენდა გვიამბობს, რომ სეთი, რომელიც მისი ძმის დაუძინებელი მტერი იყო ოსირისი მოკლა, მისი სხეული ნაწილებად დაჩეხა და თოთხმეტ სხვადასხვა, საიდუმლო ადგილას დამალა.
ისისმა იპოვა ქმრის დაჩეხილი სხეულის ნაწილები, რომლისგანაც პირველი მუმია გააკეთა, შემდეგ საიდუმლოდ დამარხა და ყოვლისშემძლე ჯადოსნური ლოცვებით დაიცვა.
სეთი ეგვიპტის ტახტს დაეპატრონა და მრავალ წელს მეფობდა, სანამ ჰორმა, შევარდენისთავიანმა ჭაბუკმა შური იძია მამის მკვლელზე. სეთის შემდეგ ეგვვიპტის ტახტი ჰორმა დაიკავა. ის სამართლიანად მეფობდა, ამიტომ მის საპატივცემულოდ ძალიან ბევრი ტაძარი აშენდა.

მუმიფიკაცია

073a7acf2db7

2d1b12da8080

მუმიფიკაცია ოთხ საფეხურად იყოფა:
1) ორგანოების ამოღება
პირველად მიცვალებულის ორგანოებს და ტვინს იღებდნენ სხეულიდან. ტვინს აგდებდნენ, დანარჩენ ორგანოებს კი კანობებში ცალ-ცალკე ინახავდნენ.

2) გამოშრობა
შემდეგ გვამს ფარავდნენ სპეციალური მარილი “ნიტრონით” და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გამოსაშრობად ტოვებდნენ, რათა შემდგომში არ გახრწნილიყო.

3) შეხვევა
მესამე ეტაპი მოიცავდა გვამის ათასობით იარდის (დაახლოებით 0.9144 მეტრი) სიგრძის დოლაბანდით შეხვევას. შეხვევა სხეულს იცავდა. სახვევებში სამკაულებსა თუ ჯადოსნურ ამულეტებს ატანდნენ.

4) დაკრძალვა
ბოლოს მუმიას დიდ ნაჭერში ახვევდნენ და ხშირად მკვდართა წიგნის პაპირუსს ატანდნენ, რათა გარდაცვლილის სხეულს გაცოცხლება, ხოლო სამშვინელს, ანუ “ბა”-ს, მოძრაობა გაადვილებოდა.

ადრეული მუმიები

732a0f80d99f

თავდაპირველად მუმიებს არ აბალზამირებდნენ. სიკვდილის შემდეგ ადამიანს უდაბნოს ცხელ, მშრალ ქვიშაში მარხავდნენ, რომელიც სხეულს საკმაოდ კარგად ინახავდა. საზოგადოების განვითარებასთან ერთად მდიდრებს სამარხებში კრძალავდნენ, სადაც ქვიშა არ იყო, ამიტომ სხეულის დაბალზამირების ხერხები კარგად განვითარდა.

სულთა სამყარო

569ae046adec

ადამიანის სულის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილები იყო კა და ბა. სიკვდილის შემდეგ სასიცოცხლოდ ორივეს სჭირდებოდა სხეული. ამიტომ ზრუნავდნენ ეგვიპტელები ასე სხეულის შესანარჩუნებლად. კა სულის ორეული იყო და ადამიანივით გამოიყურებოდა. მას შეეძლო სხეულის დატოვება, მაგრამ გამოსაკვებად და დასასვენებლად სხეულს უბრუნდებოდა. ბა ადამიანის სასიცოცხლო ძალა იყო, რომელსაც სხეული სჭირდებოდა, რათა ზედ ჩიტივით “ჩამომჯდარიყო”. იყო აკიც, რომელიც ზემოთ მიისწრაფოდა, რათა ვარსკვლავებს შერწყმოდა. მნიშვნელოვანი იყო ადამიანის სახელიც- სახელის გარეშე, თითქოს, არც არსებობდი.

დაკრძალვა

9526ffb580fd

გარდაცვლილი დიდებულის სხეული ნილოსის მარცხენა ნაპირზე გადაჰქონდათ. იქ მუმიფიცირებამდე განწმენდის რიტუალს უტარებდენ. შემდეგ კუბოში ჩაასვენებდნენ და სამარხში მიასვენებდნენ. ნათესავებსა და მეგობრებს ყველაფერი მიჰქონდათ, რაც მიცვალებულს საიქიოში დასჭირდებოდა, ხოლო პროფესიონალი მოტირლები გზადაგზა მოთქვამდნენ

ენის ახსნა

სამარხში მუმიას წამოაყენებდნენ და ქურუმი “ანის ახსნის” ცერემონიას უტარებდა.ხელ-ფეხზე, თვალებზე, ყურებზე, ცხვირსა და ტუჩებზე შეხებით ქურუმები სხვადასხვა გრძნობას “ათავისუფლებდნენ”, რათა მათ საიქიოშიც ემოქმედათ. შემდეგ კუბოს სამარხში დგამდნენ, იქვე საკვებს, ავეჯსა და სხვა საჭირო ნივთებს უტოვებდნენ და სამარხს ლუქავდნენ. საიქიოში მიმავალ ადამიანსა და მის ბას გრძელი და საშიში გზა ელოდათ. ჯერ ურჩხულების მიერ დაცული ჭიშკრები უნდა გაევლოთ, რათა სამსჯავრომდე მიეღწიათ.
იქ ადამიანს ცოდვათა გრძელი ნუსხა უნდა წარმოეთქვა 42 მსაჯულის წინაშე და დაეფიცა, რომ არც ერთი მათგანი არ ჩაუდენია. ამის მერე ღმერთი ანუბისი მის გულს აიღებდა და სასწორზე დადებდა, რომლის მეორე მხარეს მაატის, ანუ ჭეშმარიტების ბუმბული იყო. აქვე თოთი იდგა განაჩენის დასაწერად.
პატიოსანი ადამიანის გულს ბუმბულის წონა ექნებოდა და იგი კვლავ გააგრძელებდა გზას, რათა საიქიოში ოსირისსა და თავის ნათესავებს შეხვედროდა. თუ გული ცოდვებით იყო დამძმებული, მას ნიანგისთავა ურჩხული, ამუტი შეჭამდა. (სამწუხაროდ, “ენის ახსნის” სურათების მოძებნა დამავიწყდა და ეხლა გამახსენდა რო დაუსურათებელი არის :X)

კანოპები

cc76741013f3

ce0d9fc38877

როდესაც ადამიანს მუმიფიცირებას უკეთებდნენ, შიდა ორგანოებს აცლიდნენ და კანოპებში დებდნენ, რომლებსაც სხვადასხვა ღმერთები იცავდნენ.

1)ტურის კანოპა
ტურისთავიანი ღმერთი დუამტეფი იცავდა გარდაცვლილის კუჭს.

2)ადამიანის კანოპა
ღვიძლს ათავსებდნენ ღმერთი იმსეთის კანოპეში, რომელსაც ადამიანის თავი ჰქონდა.

3)ბაბუინის კანოპა
ფილტვები ინახებოდა ბაბუინისთავიანი ღმერთის, ჰაპისის კანოპეში.

4)შევარდენის კანოპა
შევარდენისთავიანი ღმერთი ქებეხსნუეფი იცავდა გარდაცვლილის ნაწლავებს.

***
დღეისთვის სულ ეს იყო:) ეს ჩემი პირველი პოსტია და იმედი მაქვს მოგეწონათ:)♥

წყარო: ენციკლოპედიები და წიგნები ეგვიპტოლოგიაზე + ჩემი თავი :დ

თეგები

Babi

"ვცხოვრობ ტკბილად" :DD

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close