არქივი

უბრალოდ სათვალე :)

35f840a4181b
უმეტესობისთვის სათვალე ლამაზი აქსესუარია, რომლითაც თავს ვიწონებთ ხოლმე ზაფხულობით. ეს მოდური აქსესუარი არა მარტო ხაზს უსვამს  სტილს და იმიჯს, ის კარგი დამცავი საშუალებაა და აუცილებელიც კია  ჯანმრთელობისათვის. ულტრაიისფერი სხივები აზიანებს  თვალებს,  გარდა ამისა, მზის სინათლეში თვალები გეძაბებათ და იძულებული ხართ მოჭუტული თვალებით იაროთ, რაც ზადმეტ ნაოჭებს აჩენს თვალების გარშემო. ამიტომ, მხედველობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად აუცილებელია მზის სათვალე შეიძინოთ.
რა თქმა უნდა მზის სათვალის გარდა არსებობს სათვალეები, რომლებიც ადამიანებს ცუდი მხედველობის გამოსწორებაში ეხმარება.
მოკლედ, ეს აქსესუარი ბევრისთვის აუცილებელია, ზოგისთვის საჭირო, ზოგისთვის სასურველი… ალბათ, ძალიან ცოტაა ისეთი ვისაც სათვალესთან შეხება არც არასდროს ჰქონია და დაჭირვებია და თანაც არ მონდომებია.
ჩვენ შევეჩვიეთ სათვალის და მისი მაღაზიების არსებობას. სათვალიანი ხალხის ყურებას და ა.შ.
თუმცა, წარმოიდგინეთ რა საშინელ მდგომარეობაში ჩავარდებოდით თქვენ თუ ოპტიკური საათის საჭიროების შემთხვევაში უბრალოდ ვერ შეიძენდით მას.
ასეთი მდგომარეობა იყო ათასწლეულების მანძილზე, თურმე იყვნენ მეცნიერები ვინც მუშაობა დაქვეითებული მხედველობის გამო შეწყვიტა, ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ სათვალე არ არსებობდა.

თურმე ანტიკური ხანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილოსოფოსი სენეკა იძულებული იყო ხელში წყლით სავსე შუშის სფერო  დაეჭირა და ისე ეკითხა ტექსტი.
სენეკას წინამორბედი ციცერონი კი მუდმივად წუწუნებდა ცუდ მხედველობაზე.
წარმოიდგინეთ, რა ძნელი იყო ამ ფილოსოფოსებისათვის, როდესაც ისინი “სიბრძნის  ასაკს” აღწევდნენ: როცა მათ ყველაზე ძალიან სჭირდებოდათ კარგი მხედველობა, ზუსტად მაშინ თვალსა და ხელს შუა ეცლებოდათ სინათლე. სათვალიის გამოგონებას თავისი ეფექტურობით ვერ შეედრება ვერც კომპიუტერი, ვერც მობილური და ვერც სხვა თანამედროვე მიღწევა.
სათვალის არარსებობა ადამიანის შემოქმედებით პოტენციალს მკვეთრად ზღუდავდა, ეს კი ათასწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა.
840sunglasses
მზის სათვალეს უფრო დიდი ისტორია გააჩნია ვიდრე ოპტიკურს. ყოველ შემთხვევაში, ნერონის თანამედროვე  ერთ-ერთი ფილოსოფოსი მოგვითხრობს, თუ როგორ იყენებდა ნერონი ზურმუხტის ქვებს, როგორც მზისგან დამცავ საშუალებას გლადიატორების ბრძოლების ყურებისას.
თორმეტიოდე საუკუნის შემდეგ მოგზაური მარკო პოლო აღწერს დაახლოებით ამგვარ მზის სათვალეებს, რომლებსაც ჩინელი იმპერატორები იყენებდნენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ნერონისგან განსხვავებით, ჩინელი იმპერატორები  უფრო ასკეტურები იყვნენ, რადგან ზურმუხტის ქვის მაგივრად გაპრიალებულ კვერცხს იყენებდნენ.
ფილოსოფოსების ბედი სათვალის ბედთან დიდხანს იქნება განუყრელად დაკავშირებული. თუ ანტიკურ ხანაში ფილოსოფოსები სათვალის გამოგონებაზე ოცნებობდნენ, გამოგონების შემდეგ ხშირად მისი სრულყოფით იყვნენ დაკავებულნი.
Old Man with Glasses
როჯერ ბეკონი მთის ბროლისა და მინერალ ბერილის საშუალებით ცდილობდა სათვალეების დამზადებას. ლუპა, რომელსაც კაცობრიობა იცნობდა, ბერილისგან იყო დამზადებული. სავარაუდოდ აქედან მოდის გერმანული სიტყვა “ბერილე” ანუ სათვალე.
ფილოსოფოსმა ბარუხ სპინოზამ კი შემოსავლის წყაროდ სათვალის ლინზების გაპრიალება აქცია.
Glasses Spectacles web
როგორც ბევრი სხვა შუა საუკუნეების გამოგონება, სათვალეც დასაბამს ჩრდილო იტალიაში იღებს. დღეს
ისტორიკოსებს შორის არ წყდება კამათი, არიან თუ არა სალვინო დ’არმატე და ალესანდრო სპინა სათვალის
ჭეშმარიტი გამომგონებლები.
უფრო საინტერესოა ის ფაქტი, როგორ უჭირდა თანამედროვე სათვალის ფორმას მოდაში შემოსვლა.
1730 წელს ლონდონელი სათვალის ოსტატი ედვარდ სკარლეტი იყო პირველი, ვინც სათვალეს დღევანდელი ფორმა მისცა ანუ ყურზე ჩამოსაცმელი რკალები გაუკეტა.
თუმცა ევროპელებს ძალზე გაუჭირდათ ამ სიახლესთან შეგუება.
მე-19 საუკუნეში მოუხერხებელი მონოკლი და ლორნეტი უფრო პოპულარული გახლდათ, ვიდრე თანამედროვე ფორმის სათვალე.
g3
თუმცა, როგორ უკვე გითხარით სათვალე დღესდღეისობით ძალიან პოპულარულია ყველა ასაკის, სქესის და
ეროვნების ადამიანებში. ის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად აქსესუარად არის მიჩნეული.

http://www.youtube.com/watch?v=XczcPwSTR_Q&feature=related
აი, ესენი კი სათვალეების ცნობილი კოლექციებია. როგორც ხედავთ, მათ საკმაოდ დიდი ადგილი უკავიათ ჩვენ ცხოვრებაში.

მსგავსი ამბები

Back to top button