ამ პოსტში წარმოგიდგენთ რამდენიმე უცნაურ შადრევანს , რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო
შადრევანი 1.
Metalmorphosis -სარკისებრი შადრევანი, რომელიც შექმნა ჩეხმა სკულპტორმა-დავიდ ჩერნმა. ფანტანი მდებარეობს შტატ ჩრდილო კაროლინის ულამაზეს ქალაქ შარლოტაში,ვაითჰოლის ტექნოლოგიურ პარკში
სკულპტურა 14 ტონას იწონის და დამზადებულია უჟანგავი ფოლადისაგან. შადრევანი აღჭურვილია მოძრავი წრის ფორმის პლატფორმებით, რომლებიც ჯამში იძლევიან საუცხოო იერს.
შადრევანი 2.
ეს შადრევანი მიუძღვნეს განავალს.მართალია ჩიკაგოს მოსახლეობა წუწუნებს, თუმცა ტურისტებს ძალიან მოსწონთ
შადრევანი 3.
ჩელიაბინსკის მოსახლეობის მორიგი შედევრი :სტაფილოს წვენის შადრევანი. შეგილიათ ჭიქაც წაიღოთ და დალიოთ :)
შადრევანი 4.
სისხლის შადრევანი: რუმინეთმა გადაწყვიტა ჰემოფილიის პრობლემებთან დაკავშირებით მიეპყრო ადგილობრივთა ყურადღება:2000 მოქალაქე იტანჯება ამ დაავადებით და მათ თანადგომის ნიშნად ქალაქ ბუხარესტის ცენტრში შადრევანიდან მოდის წითლად შეღებილი წყალი
შადრევანი 5.
მომღერალი და მოცეკვავე შადრევანი, რომელიც ბურჯ დუბაის ამშვენებს არის დღესდღეობით ყველაზე ძვირიანი ფანტანი მთელ მსოფლიოში. მისი პარამეტრები ნებისმიერ აღაფრთოვანებს: სიგრძე-300 მეტრი, წყლის ატყროცნის მაქსიმალური სიმაღლე 150 მეტრი. მას შეუძლია ერთდრეოულად 90 ტონა წყალი აიტყროცნოს ჰაერში. ამასთანავე, იგი მორთულია 6 ათასი ნათურით და 25 ფერადი პროექტორით