არქივი

ბრძოლა ხელოვნური ხორცისთვის

7d16b2759a39
მეცნიერები მთელ მსოფლიოში წლების განმავლობაში მუშაობდნენ ხორცის შემცვლელი პროდუქტის გამოგონებაზე.   სოიოსგან ან  ღეროვანი უჯრედებისაგან სინთეზირებული, რეალური გემოს მატარებელი პროდუქტი, შეცვლიდა სამყაროს. მაგრამ არც მილიონიანი ჯილდო აღმოჩნდა საკმარისი, რომ ეს მომხდარიყო. კონკურსი ხელოვნური ხორცის შექმნაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ უნდა დასრულებულიყო, გააგრძელეს 2013 წლამდე. რაშია პრობლემა?

„ხელოვნური“ ხორცის თემა „აღიძრა“ ვეგეტარიანელების ხორცის გემოს შეგრძნების მანიად ქცეული სურვილიდან. ყველა, დღესდღეობით არსებული, თუნდაც ულტრადახვეწილი, ხორცის შემცვლელი ძალზე შორს არის „ორიგინალისგან“. მაგრამ  რამდენიმე მიზეზი გვაძლევს იმის საბაბს, რომ დავიჯეროთ – არსებული მდგომარეობა მალე შეიცვლება.

რამდენიმე ძალზე არსასიამოვნო და მოძველებული ვარიანტი უკვე იყო. თავიდან, კლონირებული ხორცი, შემდეგ კი აიპონელმა მეცნიერმა მიცუიკი იკედამ (Mitsuyuki Ikeda)  გამოიგონა ხელოვნური ხორცის წარმოება კანალიზაციის ნარჩენებისგან… კომენტარი, როგორც იტყვიან, ზედმეტია…..

როდესაც უკვე ხელოვნური ხორცის შექმნის იმედი ამოწურვის პირას იყო,–ბიოლოგიური ინჟინერიის პროფესორმა მისურის უნივერსიტეტიდან  ფუ ჰანგ ჰსიეფმა (Fu-Hung Hsieh) სიახლე შემოიტანა ამ პროცესში. თითქმის ათწლიანი კვლევების შემდეგ, 2010 წელს, ფუ ჰანგ ჰსიეფმა  და მისმა კოლეგებმა შექმნეს პროდუქტი, რომელიც დღესდღეობით აღიარებულია  საუკეთესო ხორცის შემცვლელად და არა  გემოს გამო.  საქმე იმაშია, რომ ეს სოიოს ფარში ნამდვილის მსგავსად, სულაც არ  იშლება ცხელ ტაფაზე. ასევე „ფსევდოქათამი“ არ „დნება“ მომზადებისას, ნამდვილის მსგავსად. ყოველ შემთხვევაში, ჰსიეფის ხელში.

ჰსიეფის რეცეპტი, რომელშიც შედის სოიოს ცილა, ბარდას ცილა და სტაფილოს ბოჭკო, გასულ წელს შეიძინა მერილენდის კომპანიამ „ხორცის გარეშე“. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ის გეგმავს ქათმის ხორცის შემცვლელი პროდუქტის შემოტანას ბაზარზე 2013 წელს, მანამდე კი ის შეგიძლიათ შეიძინოთ მხოლოდ კალიფორნიის რამდენიმე მაღაზიაში.

რაც შეეხება გემოს, New York Times –ის საკვები პროდუქტების მიმომხილველი მარკ ბიტმანი (Mark Bittman) ძალზე დადებითად აფასებს ამ პროდუქტს და წერს, რომ მას ვერ გაარჩევთ ჩვეულებრივი, ბუნებრივი ქათმის ხორცისგან.

ამ დროს ევროპაში, კვების პროდუქტების კომპანიები და მეცნიერები ესპანეთიდან ნიდერლანდამდე ერთობლივად მუშაობენ პროექტზე „ხორცის მსგავსი“, რომლის მიზანია შესთავაზოს მომხმარებელს უკეთესი ხორცის შემცვლელი პროდუქტი. სტენდფორდის, ბიოქიმიის პროფესორმა პატრიკ ბრაუნმა (Patrick Brown) ვანკუვერში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  მისი ხორცის შემცვლელი პროდუქტი ერთდროულად გემრიელი და მარგებელიცაა.

მიუხედავად მეცნიერების „თავდადებული“ შრომისა და მიღწეული შედეგისა, ყოველთვის აღმოჩნდება მომხმარებელთა გარკვეული  რაოდენობა, რომლებიც აუცილებლად იგრძნობენ განსხვავებას ნამდვილ და „ხელოვნურ“ ხორცს შორის, რამდენი სტატიაც არ უნდა წაიკითხონ ნებისმიერ სასახელო და განთქმულ გაზეთში.

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციამ PETA 2008 წელს დააწესა ერთმილიონიანი პრიზი იმისთვის, ვინც შექმნიდა და 2012 წლის 30 ივნისითვის ბაზარზე გამოიტანდა ხორცის შემცვლელ პროდუქტს. დადგენილი ბოლო ვადის გასვლამდე ერთი კვირით ადრე მან გადაწია ვადა 2013 წლამდე.  ანდრას ფორგაკსი (Andras Forgacs) ჯგუფიდან „თანამედროვე ველი“ არის პირევლი ჩრდილო ამერიკელი მეცნიერი, რომელმაც შექმნა ქსოვილ–ინჟინირებული ხორცის პროდუქტი.  თებერვალში Los Angeles Times–ი იუწყებოდა, რომ ანონიმურმა ინვესტორმა  დააბანდა  300 000 დოლარზე მეტი სხვა პროექტში, რომელსაც მაასტრიხტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი მარკ პოსტი (Mark Post)

პოსტი და მისი გუნდი იღებენ ღორის ღეროვან უჯრედებს, ათავსებენ მათ  ძროხის ემბრიონალურ შრატში, სადაც ეს უჯრედები აგრძელებენ ზრდას. შემდეგ მეცნიერები აშენებენ კუნთების ქსოვილს მექანიკური ძაბვითა და ელექტროშოკით, რაც ზრდის მის მოცულობას ასობით პროცენტით. ჯგუფი ამბობს, რომ  „ჰამბურგერი“ ოქტომბრისვის იქნება მზად.

თვით აზრმაც კი  ლაბორატორიულ პირობებში ხორცის წარმოებაზე შეიძლება ბევრს „დააგდებინოს“ ჩანგალი, სანამ დაიწყებს „ხელოვნური“ კოტლეტის დაგემოვნებას. მაგრამ,  ვინც პირველი ზიზღის გრძნობის გადალახვას შეძლებს, იგემებს ყველა უპირატესობას! წარმოიდგინეთ  თევზის  სულფანატებით გაჟღენთილი სტეიკი, ხორცის გემოთი. ან განვითარებადი, ღატაკი ქვეყნების ბავშვები, რომლებსაც ექნებათ საშუალება მიიღონ ხორცის ცილა. ამასთან, პოსტის თქმით, ხორცის წარმოებაზე დაიხარჯება 40 % ნაკლები ენერგია, არსებულთან შედარებით.

ენერგიის შემცირების შესაძლებლობა არაფერს ნიშნავს მათთვის, ვინც უბრალოდ ვერ შეელევა  ნამდვილ ხორცის   პროდუქტებს. მართალია, ადამიანი, უმეტეს შემთხევევაში თავისაუფალია თავის სურვილში მიირთვას ის, რაც სურს. მაგრამ თანამედროვე კვლევებმა აჩვენეს, რომ ხორცის ჭამა აღარ არის, როგორც ოდესღაც,  ადამიანის  მხოლოდ პირადი არჩევანის საქმე. უმეტესობა ხორცის პროდუქტებისა დამზადებულია გენოინჟინერიის გამოყენებით, დაბალი ხარისხის და გარემოს დამაზიანებელი ფაქტორების ქვეშ. ამიტომ ხორცის ჭამა თუ არ ჭამა ფილოსოფიური საკითხის რანგიდან უკვე გადავიდა წმინდა ჯანმრთელობის დაცვის საკითხების რანგში. ხორცის იმიტაციის ტექნოლოგიის შემუშავება წაადგება ყველას, რადგან რეალურად, ჩაიხედეთ გულში, ვის არ უყვარს ჩიზბურგერი?

წყარო: http://markup.ge

მსგავსი ამბები

Back to top button