საკითხავისასარგებლოსურათები

ტოპ 10 ყველაზე სასარგებლო პროდუქტი

212eb1844570
გერმანულმა ჟურნალმა Focus-ma გამოაქვეყნა 10 პროდუქტის სია, რომლებიც, გერმანელი მეცნიერების აზრით, ყველაზე სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

1cbc3097a23f8

სოიო.    იგი  შეიცავს  უამრავ  ლეციტინს და  B  ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც  აუმჯობესებენ   აზრობრივ შესაძლებლობებს  და    აძლიერებენ   ნერვულ სისტემას .  სოიო ცნობილია  ,  როგორც  შეუცვლელი  ცილის  წყარო,  რომელსაც  შეუძლია   შეცვალოს  ცხოველური  ცილები.

2c84236955010

ბანანი.   ბანანი მდიდარია ნახშირწყლებით.  იგი  შეიცავს  სხვადასხვა    ნივთიერებებს, რომელიც  ხელს  უშლის   სისხლში  შაქრის  სწრაფ მოხვედრას.  ხოლო  მაგნიუმის  რაოდენობა  ერთ  ბანანში  შეადგენს  ორგანიზმის  ყოველდღიური  მოთხოვნის   ერთ მეექვსედ ნაწილს.

3645d247a9507

ვაშლი.    ვაშლის  კანი  შეიცავს  დიდი  რაოდენობით  კვერცეტინ-ანტიოქსიდანტს , რომელიც  საუკეთესოდ  მოქმედებს  ფილტვებზე, ამცირებს  ქოშინს   და ფილტვებს  თამბაქოს  კვამლისა და  ჰაერში  არსებული მავნე  მინარევებისგან იცავს.    მკვლევარები  თვლიან,  რომ  მას შეუძლია   ორგანიზმში  მოხვედრილი მავნე  ნივთიერებების (  ტყვია და  დარიშხანი) დროებით  შეჩერება და  მერე გამოდევნა  ორგანიზმიდან.

დღეში  ერთ  ვაშლს  ვინც  მიირთმევს, ნაკლები  შანსია  განვითარდეს  ალცჰაიმერის  დაავადება.

უზმოზე  ერთი ფინჯანი  ყავის  ნაცვლად  თუ  ვაშლს  მიიღებთ,  ტვინი და  ორგანიზმი  უფრო  სწრაფად  გამოფხიზლდება  და ტონუსში  იქნება.

მასში არსებული დიდი რაოდენობით რკინა სისხლნაკლებობისგან დაგიცავთ. 8-ჯერ უფრო მეტ იოდს შეიცავს ვიდრე ბანანი და 14-ჯერ უფრო მეტს ვიდრე ფორთოხალი. გარდა ამისა ვაშლი განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ადამიანისთვის რომელსაც მაღალი წნევა აწუხებს, ვინაიდან მას ორგანიზმიდან ზემეტი სითხე და მარილი გამოაქვს.

43d16203e7d1c

მწვანე  ჩაი.   მწვანე  ჩაის  სასწაული  თვისებები დამოკიდებულია   კატეხინას  შემადგენლობაზე.  ეს  ბიო-აქტიური  ნივთიერება  ხელს  უშლის  ათეროსკლეროზის  განვითარებას  და  იცავს  პროსტატის  კიბოთი  დაავადებისაგან.

5212eb1844570

სტაფილო.      სტაფილოში  ბეტა-კეროტინის  შემცველობა  ანეიტრალიზებს  თავისუფალ  რადიკალებს,  რომლებიც  ანადგურებენ  გენის  სტრუქტურას  და  იწვევს  კიბოს.    გარდა  ამისა,  სტაფილოს  აქვს  დადებითი  გავლენა კანის  სტრუქტურაზე  და  აგრეთვე  მხედველობაზეც.

67eca4a93b004

რძე.    რძეს  ტყუილად  კი  არ  მიაკუთვნებენ  ძირითად  კვების  პროდუქტს.  იგი  შეიცავს    ღირებულ  ცილებს,  ადვილად  მოსანელებელ   ცხიმებს  და  სასარგებლო შაქარს  – ლაქტოზას.  რძე  მდიდარია   აგრეთვე  კალციუმით.

78d900b7ede3a

ნიორი.   ნიორი  შეუცვლელია  გაცივების  მკურნალობის  დროს.

გარდა  ამისა,  ნიორის  გამოყენება  ამცირებს   კუჭის,  ნაწლავების   სიმსივნის  რისკს  და  აუმჯობესებს  საჭმლის  მომნელებელი  სისტემის  მუშაობას.

8aef16c8b04ad

წიწაკა.  მწარე   პიკანტური წიწაკა  აუმჯობესებს   მეტაბოლიზმს-ნივთიერებათა  ცვლას , რაც  ხელს  უწყობს  წონის  დაკლებას.

კაპსაცინი, განპირობებული  წიწაკის  მწარე  გემოთი,  ხელს  უწყობს  კუჭის  წვენის  გამომუშავებას  და  ხელს  უშლის  მავნე  ბაქტერიების  გამრავლებას  კუჭ-ნაწლავში.

9065ec5768a5f

ვინც  ზრუნავს  თავის  გულზე,  უნდა  ჭამოს  რაც  შეიძლება  მეტი  თევზი,  ხორცის  ნაცვლად.    სამი  „თევზის“   სადილი   კვირაში  ან  30 გრ  თევზი  დღეში   ამცირებს   გულის   შეტევის  რისკს  50%-ით.

109344ec645827

მარწყვი.     რომ   მიაწოდოს  ორგანიზმს  C  ვიტამინი, არ  არის  აუცილებელი   მივიღოთ  რაც  შეიძლება  მეტი  ლიმონი:   მარწყვი  შეიცავს   გაცილებით  მეტ C  ვიტამინს.   მარწყვი  კარგია  არა  მხოლოდ  ამით- არამედ  მასში  რკინის  მაღალი  შემცველობა  ზრდის  ორგანმიზმის  იმუნიტეტს.

 
ოღონდ, მეცნიერები გვირჩევენ ყველაფერი ზომიერად მივიღოთ-ასე უფრო მოგებული დარჩება ჩვენი სხეული.

პს. ესე თქვეს გერმანელმა მეცნიერებმა და გთხოვთ, მურთაზული კომენტარებისგან თავი შეიკავოთ :)

თეგები

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close