არქივი

ჯონსტაუნის ტრაგედია

c57d9b6c415f
70-იან წლებში ამერიკის შეერთებული შტატები შეძრა ერთმა ისტორიამ,რომელიც მინდა მოგიყვეთ.უამრავი სექტა არსებობდა და არსებობს დღესაც.თუმცა ყოველ მათგანში ასე ტრაგიკულად არ სრულდება ისტორია როგორც ჯონსტაუნის სექტაში. ძირითადად სექტის წინამძღოლი არის ფანატიკოსი,აქვს აკვიატებული იდეები,ზოგჯერ არა ერთი,მაგალითად, ჩარლი მენსონს ეგონა,რომ “ბითლზები” მხოლოდ მისთვის ქმნიდა მუსიკას და თავს მოვალედ თვლიდა ქვეყანა გაეწმინდა მდიდრებისაგან.თან ამას ისე ოსტატურად აკეთებდა,რომ პირადად თვითონ არ უწევდა ადამიანის მოკვლა.თუმცა ჩარლი მენსონის ქმედებები თამაშია ჯიმ ჯონსის დანაშაულთან შედარებით.
ჯეიმს უორენ ჯონსი,იგივე ჯიმ ჯონსი დაიბადა 1931 წელს ქალაქ კრიტში,ინდიანას შტატში.იგი რელიგიისადმი ინტერესს ბავშვობიდან ამჟღავნებდა,თუმცა დედამისს სულების უფრო სჯეროდა.მისი რწმენის ჩამოყალიბებაში ასევე დიდი როლი ითამაშა მისმა მეზობლებმა,რომლებიც სექტა “ორმოცდაათიანელების” მიმდევრები იყვნენ.
a8396e50298b
ჯიმ ჯონსი.ის ატარებდა სათვალეს მაშინაც კი,როცა ამის აუცილებლობა არ იყო.

1955 წლის 4 აპრილს ჯიმ ჯონსმა ჩამოაყალიბა “ქრისტეს სახელობის ტაძარი”,სადაც მიმდევრების კანის ფერს მნიშვნელობა არ ექცეოდა.ერთი წლის შემდეგ კი სახელი გადაარქვა და “ხალხის ტაძარი” უწოდა.ადამიანებს ბევრი რამ იზიდავდა ამ სექტაში,მაგალითად,უფასო სასადილო,უფასო სამედიცინო გამოკვლევა,უფასო იურიდიული დახმარება,სხვადასხვა სოციალური პროგრამები,ბავშვთა სახლები, მოხუცთა თავშესაფარი და პენსია.
ჯიმ ჯონსი როდესაც გახდა სექტის წინამძღოლი იყო დაოჯახებული.საკუთარ შვილებთან ერთად მას ჰყავდა რამოდენიმე აყვანილი ბავშვი.ის მათ “ცისარტყელას ოჯახს” ეძახდა,რადგან ოჯახის წევრები ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ,როგორც ეთნიკურად,ასევე რასობრივად.
1977 წლისათვის ჯონსი და მისი მიმდევრები გადაბარგდნენ სამხრეთ ამერიკაში,კერძოდ გაიანაში.ამის მიზეზი გახდა სექტის მიმდევართა ოჯახის წევრების გაუთავებელი ჩივილი სასამართლოში.ჯონსს ბრალს სდებდნენ ხალხის ზომბირებაში,ნარკოტიკების მოხმარებასა და სექტანტებთან გასაღებაში.ჯიმ ჯონსმა და მისმა დიდმა “ოჯახმა” უკვე 900 მიაღწია,მათ დააარსეს მთელი ქალაქი სახელად-ჯონსტაუნი.თუმცა კლიმატის გამოცვლამ სექტის ლიდერზე ცუდად იმოქმედა.მან დაიწყო ფენობარბიტალის მიღება,იგივე ლუმინალი-იწვევს მგრძნობელობის მომატებას.პრეპარატის მიღების შემდეგ ჯონსს დაეწყო პერიოდულად მეტყველების დაქვეითება,გაუჩნდა გარკვეული მანიები,მაგრამ ამან სულაც არ იმოქმედა მის მიმდევრებზე.ცნობილია ასევე ფაქტიც,რომ ჯონსტაუნში მრავლად იყო შეიარაღებული ხალხიც,რომლებიც ხშირად აღვიძებდა მოსახლეობას ღამღამობით მხოლოდ იმიტომ,რომ მოესმინათ ჯონსის გამოსვლები.იგი შესანიშნავი ორატორი იყო.ასევე ამტკიცებდა,რომ შეეძლო განეკურნა მძიმე ავადმყოფიც კი და დაჯილდოებული იყო ექსტრასესნსული ნიჭით.ბევრი მიმდევარი მას “მამას” უწოდებდა და მთელ თავის ქონებას ჯიმზე აფორმებდა.
dfecbfd089d1
29d280024d0b
1978 წლის 17 ნოემბერს კონგრესმენი ლეო რაიანი,რამოდენიმე ჟურნალისტი და ზოგიერთი სექტის მიმდევართა ოჯახის წევრი ეწვია ჯონსტაუნს.რამოდენიმე დღის განმავლობაში ისინი ეცნობოდნენ იქ მაცხოვრებელთა ყოფას.სტუმართა საპატივსაცემოდ მოაწყვეს კონცერტი,თითქოს თითოეული მიმდევარი ყველაფრით კმაყოფილი ჩანდა,თუმცა სექტის ორმა წევრამ მოახერხა ეცნობებინა რაიანისთვის,რომ სურდათ ჯონსტაუნის დატოვება და შტატებში დაბრუნება.წამსვლელთა რიცხვი საბოლოოდ 16-მდე გაიზარდა.ჯონსი რათქმა უნდა გაბრაზდა,თუმცა პირადად არაფერი მოუმოქმედია.სენატორს თავს დაესხა ერთერთი სექტანტი დონ სლაი,თუმცა სერიოზული ზიანი ვერ მიაყენა.სულ ცოტა ხანში გამოჩნდა ბოლო მსურველიც,რომელსაც უნდოდა შტატებში დაბრუნება,ეს იყო ლარი ლეიტონი,სენატორმა არ მოუსმინა იმათ,ვინც აფრთხილებდა,რომ ლეიტონი არ იყო სანდო.მან თვითფრინავში ასვლისთანავე გაუხსნა ცეცხლი მგზავრებს.მათ მოახერხეს ლეიტონის განაიარაღება,თუმცა 3 ადამიანი დაიჭრა.
dfa6636ceb07
ლარი ლეიტონი
მაგრამ გამოჩნდა სხვა შეიარაღებული ხალხი,მათ მოახერხეს მოეკლათ 5 ადამიანი:სენატორი ლეო რაიანი,3 ჟურნალისტი და 1 ყოფილი სექტანტი.ერთერთი ჟურნალისტი ბობ ბრაუნი იყო “ენბისის” ოპერატორი,ის თავდასხმას იღებდა კამერაზე,სანამ არ მოკლეს.
იმავე საღამოს ჯიმ ჯონსმა ჩაატარა მორიგი საერთო კრება,სადაც მომხდარის შესახებ მოუყვა მის მიმდევრებს.ასევე აღიარა,რომ დღეიდან ძველებურად ვეღარ იცხოვრებდნენ და ერთადერთი გამოსავალი იყო რევოლუციური მასობრივი თვითმკვლელობა.სერიოზულად მხოლოდ კრისტინ მილერი შეეწინააღმდეგა,თუმცა ამას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.ჯონსის ბრძანებით მოამზადეს დიდი “ბაკი”,რომელიც გაავსეს ციანიდიანი და ვალიუმიანი ყურძნის წვენით.პირველად დაალევინეს ბავშვებს.ჯონსი არწმუნებდა,რომ არც აგონია ექნებოდათ,არც კონვულსია,შემდეგ სიცოცხლეში უმტკივნეულოდ გადავიდოდნენ.უფროსებმა,მას შემდეგ რაც ნახეს თუ როგორ იღუპებოდა მათი შვილები ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიიღეს იგივე სასმელი.ოფიციალური ვერსიით ყველა თავისი ნებით არ სვამდა საწამლავს,შესაძლოა ბევრი აიძულეს კიდეც.
02bd1667bdb8
fdf6c821b81de05281b9111c
საბოლოოდ დაიღუპა 918 ადამიანი,აქედან 270 ბავშვი.ჯიმ ჯონსი და ენ მური აღმოაჩინეს მკვდრები,ოღონდ არა ციანიდით და ვალიუმით,არამედ იარაღით.ცნობილია ასევე,რომ ერთერთმა სექტის წევრმა ვინმე ამოსმა ყელი გამოჭრა საკუთარ 3 შვილს და შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ზუსტად ვერ გეტყვით რა გახდა იმის მიზეზი რომ თითქმის 1000 ადამიანი უსიტყვოდ დაემორჩილა ერთი კაცის ნებას,რომელსაც ფსიქიკა შერყეული ჰქონდა.ჯიმ ჯონსი ხომ ამტკიცებდა,რომ იესოს,ბუდასა და ლენინის რეინკარნაცია იყო.ზოგიერთის აზრით ადგილი ჰქონდა ხანგრძლივ მასობრივ ჰიპნოზს,ზოგიც თვლის,რომ ჯონსის მიმდევრებს შორის სუსტი ნებისყოფის ადამიანები იყვნენ,რომლებსაც სურდათ ვინმეს ძლიერი ხელი ეგრძნოთ.ადოლფ ჰიტლერის არ იყოს: “თუ შენ დიდსა და საკმაოდ დამაჯერებელ ტყულს მეტყვი, ეს უკვე რწმენაა.”და ხალხსაც სჯეროდა ჯონსის.სჯეროდათ სიკვდილამდე.
Три дня в Джонстауне: Трагедия культа Джима Джонса
ეს არის ფილმი დოკუმენტური მასალებით ჯონსტაუნის ცხოვრების შესახებ.სპეციალურად მოვძებნე რუსული გახმოვანებით რომ უფრო გაგიადვილდეთ ყურება.
Tako Shvelidze | Create your badge
100000418073249.2767.1347202050

tako85tako

ნერვებს ნუ მომიშლით და ყველაფერი კარგად გექნებათ:))))

მსგავსი ამბები

Back to top button