საკითხავისასარგებლოუცნაური

სტივენ ჰოუკინგი


გამოჩენილი ამერიკელი ფიზიკოს-თეორიტიკოსი სტივენ ჰოუკინგი დაიბადა 1942 წელს. დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი ფიზიკის და მათემატიკის სპეციალობით. აქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.სტუდენტობის პერიოდში დაავადდა ადამიანის საყრდენ სამოძრაო დამბლის მძიმე ფორმით.კემბრიჯის  უნივერსიტეტში ღებულობს გრავიტაციული პროფესორის თანამდებობას და ხდება უმაღლესი კატეგორიის მათემატიკის პროფესორი. 1974 წელს გახდა სამეფო საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წევრი.


სტივენ ჰოუკინგის შრომები ეძღვნება კოსმოლოგიას.

სტივენ ჰოუკინგი ცნობილია, როგორ ა. აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის განმავითარებელი. მან შეიმუშავა მრავალი კონცეფცია კოსმოლოგიის სხვადასხვა სფეროში. განსაკუთრებით ინტერესს იწვევს ,,შავი ხვრელის”  ბუნების და თვისებების მისებური ახსნა. აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ სავარაუდო ,,დიდი აფეთქება”, საიდანაც იწყება სამყაროს განვითარება, მოხდა გრავიტაციულ ,,წერტილში”, სადაც მატერია იყო უაღრესად შეკუმშული, ხოლო დრო და სივრცე – გაღუნული.ანალოგიურად, სამყაროს მატერიის შთანთქმა უნდა ხდებოდეს  წერტილებში – შავ ხვრელებში,ან კიდევაც უნდა შეწყვიტოს არსებობა თავის საწყის, “დიდი შეკუმშვის” მდგომარეობაში დაბრუნების შემდეგ.

ამ კონცეფციის პრობლემა იყო ის, რომ ასეთი “წერტილების”  არსებობა ეწინააღმდეგებოდა ფარდობითობის ზოგად თეორიას. მაშინ ჰოუკინგი შეეცადა განევითარებინა ეს ატომური სამყაროს თეორია, ფართომაშტაბიანი სამყაროს გრავიტაციის თეორიით. ასეთი სინთეზის აუცილებლობა ნათელი გახდა მას შემდეგ, რაც ჰოუკინგმა 1971 წელს წამოაყენა იდეა დიდი აფეთქებისთანავე მცირე შავი ხვრელების გაჩენის შესახებ. ითვლებოდა, რომ შავი ხვრელი შთანთქავს აბსოლიტურად ყველაფერს, სინათლესაც კი და მისი თვისებები ბოლომდე გაუგებარი იყო.

1974 წელს ჰოუკინგმა დაუშვა, რომ შავმა ხვრელმა შეიძლება გამოასხივოს რაღაც ენერგიაც.ეს ხდება, როცა ნაწილაკთა წყვილები იყოფა : შავი ხვრელი შთანთქავს უარყოფითად დამუხტულ ნაწილაკებს, ხოლო დადებითად დამუხტულებს ასხივებს ენერგიის სახით.

ს.ჰოუკინგმა შავი ხვრელის ბუნების გაგებისათვის დაუშვა , რომ ისინი ბრუნავენ სინათლის სიჩქარის ტოლი სიჩქარით, ამიტომ ხდება უწყვეტად ხვრელის მიერ მცირე , წერტილოვანი ხვრელების გამოტყორცნა და შთანთქმა. მან დაუშვა , რომ დიდი აფეთქებისთანავე შეიქმნა დიდი სიმკვრივის კოსმოსური სიმი, რომელიც ქმნის კოსმოსურ , გრავიტაციულ ბადეს. გრავიტაცია ღუნავს სინათლეს , ანუ სივრცესა და დროს , რაც მეტია გრავიტაცია, მით მეტია მათი გაღუნვა. აქედან დასკვნა, გრავიტაციის მართვისათვის მოსახერხებელია სინათლის გამოყენება.

ს.ჰოუკინგს აქვს ადამიანის საყრდენ-სამოძრაო აპარატის დაავადება მძიმე ფორმით, მიჯაჭვულია ინვალიდის ეტლს, დაკარგული აქვს ლაპარაკის უნარი და თავის აზრებს გამოთქვამს მხოლოდ კომპიუტერით. მიუხედავად ამისა , მან დაწერა მრავალი სამეცნიერო სტატია და წიგნი.

თეგები
Booking.com

hummerboy

Hey,I Am Nick

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close