არქივი

არაორდინალური რესტორნები

d8ef2b8dc852
რომ  მიიზიდონ    მნახველების  ყურადღება  საზრიანი  რესტორნის  მეპატრონეები  ყველა  გზით  ცდილობენ  გააკვირვონ    თავიანთი  სტუმრები.  წარმოგიდენთ რამდენიმე ასეთ არაორდინალურ რესტორანს

3960f555c7a8

რესტორანი-ციხე.   სანამ  შეხვიდოდეთ  რესტორანში , მანამდე   აიღებენ თქვენგან  თითის  ანაბეჭდებს  და წაგიკითხავენ   ქცევის  წესებს.  თვითონ  რესტორანი   მდებარეობს   გერმანიის ქალაქ  რუდესხაიმის  ყოფილ ციხეში.

2fba8f359be2a

ყველაზე პატარა რესტორანი. ფინეთში შეგიძლიათ ეწვიოთ მსოფლიოში ყველაზე პატარა რესტორანს- Kuappi lisalmi. აქ მხოლოდ ერთი მაგიდა და ორი სკამია.

3c9d86b81903e

სუში სხეულიდან. იაპონურ რესტორანში „ HADAKA SUSHI” ლოს ანჯელესში ყველა კერძი მოაქვთ გოგონების სხეულზე. თანაც ლამაზი გოგონების ;)

426f07045b77d

რესტორანი მიწის ზემოთ. ბრიუსელის რესტორანში Dinner in the Sky თქვენ შეგიძლიათ ისადილოთ დედამიწის საფარიდან 50 მეტრის სიმაღლეზე. სულ რესტორანში ეტევა 22 ადამიანი, თუ არ ჩავთვლით სამ მზარეულს, მიმტანებს და საესტრადო არტისტებს. მაგიდას ვიზიტორებთან ერთად, ნათურებს, სავრძლებს უსაფრხოების ქამრებით წევს „ცაში„ ამწე-კრანი. რესტორნის წონა დაახლოებით 2,2 ტონას შეადგენს .

5d8ef2b8dc852

სწორი ნაწლავი. ჰოლანდიელმა დიზაინერებმა ვენაში გახსნეს უჩვეულო ბარი , რომელიც ფორმით გავს ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემას. შემქმნელები შეეცადნენ გამოეყენებინათ ყველა ელემენტი დაწყებული ენიდან და დამთავრებული გამოსასვლელით ადამიანის სხეულიდან.

68255b5abf944

ჭამე, თუ შეგიძლია. ამერიკული რესტორანი „Big Texan Steak Ranch Amarillo” თავის მნახველთა შორის რეგულარულად ატარებს აქციას . რესტორანი სთავაზობს უფასოდ 2 კილოგრამიანი სტეიკის ჭამას გარნირთან ერთად 1 საათის განმავლობაში. მხოლოდ რამოდენიმემ მოხერხა ხორცის სტეიკის დიდი ნაჭრის დაგემოვნება. ასეთი აქციები ოდითგანვე იზიდავდა როგორც მონაწილეებს ასევე დამკვირვებლებსაც.

78e39dee00f34

წყალქვეშა რესტორანი სასტუმროში Hilton

80c2b4b260aef

რესტორანი ხეზე. კუნძულ ტობაკოს მზერით დატკბობა შეგიძლიათ რესტორნიდან Jemma’s view Kitchen, რომელიც მდებარეობს სამეფო „გვირგვინში“

912d077b302d1

რესტორანი ხეზე. “Soneva Kiri” ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მფლობელები ტაილანდში სთავაზობენ დამსვენებლებს ესადილათ ხის კენწეროზე.სტუმრებს აჯენენ დიდ მოწნულ კალათებში, შემდეგ წევენ მაღლა, ესე 4,5 მეტრ სიმაღლეზე. მიმტანები ემსახურებიან მაგიდას, სპეციალური საბაგირო „ბილიკების“ გავლით.

10ef3a9258a208

ბარი – რკინიგზა. ორიგინალობა ამ ბარის ის არის, რომ აქ არ არიან მიმტანები და თქვენი შეკვეთა მოგეწოდებათ პატარა მატარებლით.

11
d7ad86e64874

რესტორანი კლდეზე. რესტორანში “Grotta Palazzese” შეგიძლიათ დააგემოვნოთ იტალიური საჭმელები, ისიამოვნოთ ზაფხულის ბრიზით და დატკბეთ სანახაობრივი ხედით ზღვაზე.

12e32621b94efd

ჩანჩქერის ძირში. რესტორანი Villa Escudero ცნობილია ჩანჩქერით. ხმაურიანი ჩანჩქერი გარშემოტყმული იყო ბეტონით და მის ძირში წყალში განათავსეს მაგიდები. ადგილობრივი სტუმრები დადიან რესტორაში შარვალაწეულები, რადგან წყლის დონე 15-დან 20 სმ-მდეა. საკვების მიღების მერე ან მანამდე შეიძლება მზის ვანების მიღება ჩანჩქერის თბილ წყლებში და წყლის დაცემის ყურებით დატკბობა.

13a1bca44243c5

რესტორანი სიბნელეში. რესტორანი O’Noir Montreal სთავაზობს თავის კლიენტებს დააგემოვნონ საკვები სრულ სიბნელეში. სტუმრებს ეგებებიან მიმტანები ღამის განათების ხელსაწყოებებით და „ესკორტის“ თანხლებით მიყავთ მაგიდამდე. რესტორანში აკრძალულია სანთებლები, მობილური ტელეფონები და ამგვარი ილუმინაციები.

1491169cf41307

რესტორანი – ბაღში. „De Kas” რესტორანში მაგიდები განლაგებულია მწკრივებში, სადაც იზრდება ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული, ხილი და მწვანილი. მაგრამ ეს არ არის ვეგეტარიანული რესტორანი, აქ შეიძლება შეუკვეთოთ ხორცი და ზღვის პროდუქტები.

15
13765846d678

ბავშვთა რესტორანი. ამსტერდამში ყველაზე არაჩვეულებრივ რესტორნად ითვლება Kinderkookkafe. აქ თქვენ მოგემსახურებიან ძალიან ახალგაზრდა მიმტანები და ასევე ახალგაზრდა მზარეულები მოამზადებენ ნებისმიერ კერძს უფროსი მზარეულის ზედამხედველობის ქვეშ. განსაკუთრებით გემრიელია აქ დესერტი.

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button