საკითხავისასარგებლოსაქართველო

პედოფილია (+16)

78b94d7a8783

პედოფილია არის ფსიქოლოგიური დარღვევა, რომელიც ვლინდება სექსუალური ლტოლვით ბავშვების მიმართ. პედოფილები სექსუალურად ძალადობენ ბავშვებზე და მოზარდებზე. ასეთი შემთხვევები ამ ბოლო დროს გახშირდა. ჩემი პოსტიც შესაბამისად პედოფილიას ეხება ….

ზოგადად პედოფილია

       პედოფილია ნიშნავს სექსუალურ ლტოვას ბავშვების მიმართ რომელთა ასაკი არაუმეტეს 13 წელია. პედოფილი  შესაძლოა იყოს მინიმუმ  16 წლის მისი ვნების ობიექტი კი მინიმუმ 5 წლით მასზე ახალგაზრდა.

      პედოფილები ძირითადად ბავშვებთან ამყარებენ ორალურ კავშირებს, იშვიათად ვაგინალურ და ანალურს, გარდა ინცესტის შემთხვევებისა.  პედოფილის ყურადღების ქვეშ ხვდებიან არა მხოლოდ გოგონები არამედ ბიჭებიც. პედოფილიის შემთხვევების დროს პედოფილთა 50% ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშაა, მათ უმრავლესობას ადრეულ პერიოდში შეხება ქონია ექსჰიბიციონიზმთან, ვოიარიზმთან ან სექსუალური ძალადობის მონაწილე ყოფილა.

სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები პედოფილიისთვის:

1)6 თვის განმავლობაში მუდმივი ფიქრი ან სექსუალური ლტოლვა ბავშვებისადმი, ბავშვების ასაკი არაუმეტეს 14 წლისა;

2)ამ პერიოდში ადამიანს  უჩნდება დისკომფორტი და პრობლემები ექმნება სხვა ადამიანებთან ურთიერთობებში ;

3)ეს ადამიანი 16 წელზე მეტისაა და მისი ლტოლვის  საგანი (ბავშვი ) არის 5 წლით მასზე ახალგაზრდა

პედოფილია სპეციფიური შეიძლება იყოს სექსუალური ლტოლვის მიხედვით:

 

  • ბიჭების მიმართ
  • გოგონების მიმართ
  • ორივეს მიმართ

5c82f5fb0ec6

მკურნალობის ტიპები 

    პედოფილიის მკურნალობა შეიძლება მოხდეს  : ქცევაზე გარეგანი კონტროლით, ლტოლვის დაქვეითებით, დინამიკური ფსიქოთერაპიით, კომორბიდული მდგომარეობების მკურნალობით(დეპრესია, შფოთვა), კოგნიტიურ-ქცევით თერაპიებით.

ციხე გარეგანი კონტროლის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა, თუმცა ამ დროს არ ხდება მკურნალობის ელემენტების გამოყენება. პედოფილის საზოგადოებრივ ადგილას ყოფნის დროს ადამიანთა ინფორმირებით ასევე მიიღწევა მასზე გარეგანი კონტროლი. ასევე კონტროლი შესაძლებელია მოხდეს მაშინაც თუ პედოფილს არ შევუქმნით ისეთ გარემოებას , სადაც ისინი შეძლებენ აქტის შესრულებას. ასევე პედოფილიის სამკურნალოდ ნიშნავენ ანტიანდროგენებს….

958c3055b5c0

 საქართველოს კონსტიტუცია პედოფილიის და ზოგადად ბავშვზე სქესობრივი ძალადობის წინააღმდეგ

საქართველოს სამოქალქო კოდექსის მიხედვით ბავშვად ითვლება ყოველი ადამიანი დაბადების მომენტიდან 18 წლის ასკამდე. აღნიშნული კანონით განისაზღვრება ბავშვის უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა. სისხლის სამართლის კოდექსი დანაშაულად მიიჩნევს და ადგენს პასუხისმგებლობას ბავშვის მიმართ ჩადენილი გარკვეული ქმედებისათვის ან თუ ასეთი ქმედებებისათვის ზოგადად დადგენილია პასუხისმგებლობა, უფრო ამკაცრებს ამ პასუხისმგებლობას მათი ბავშვის მიმართ ჩადენის შემთხვევაში. მაგალითად: მცირეწლოვანის გაუპატიურება ამძიმებს ზოგადად გაუპატიურებისათვის დადგენილ პასუხისმგებლობას. ასევე დასჯაიდია: სქესობრივად მოუმწიფებელ პირთან სქესობრივი კავშირი..

7e5908e38292

 

სტატისტიკური მონაცემები

   დღევანდელი მონაცემებით აშშ_ში დაფიქსირებული  400 ათასამდე სექსს მოძალადეა დაფიქსირებული, რომელიც ძალადობს ბავშვზე . მათგან 80 ათასი უცნობია სად იმყოფება. ბავშვების დახლოებით 1 დან 5 % მდე სექსუალური ძალადობის მსხვერპლია (მსოფლიო მაშტაბით ).  სექსუალურ მოძალადეთა 96% შეადგენენ მამაკაცები.

საქართველოში  ბავშვებზე  სექსუალური ძალადობების რიცხვი ასე თუ ისე დაბალია , თუმცა არის დაფიქსირებული ბავშვზე სექსუალური ძალადობის შემთხვევები.

 

P.S : ჩემი პირადი აზრით ეს პედოფილები ყველანი ერთ დიდ ქვაბში არიან მოსახარშები..

წყარო : www.geosexmd.com ; http://www.yellodyno.com/ .

თეგები

Crew

: )

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close