გართობა

გერმანული ნაგაზი

e6d66fde3904

ცოტა რამ მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე გავრცელებულ და უნივერსალურ ძაღლის ჯიშზე. გერმანული ნაგაზი, ალბათ, ყველაზე კარგი არჩევანია ძაღლების ჯიშებიდან _ ისინი ცნობილნი არიან ინტელექტით, სიმარჯვით, ერთგულებით და დამცველობითი ბუნებით. მათ შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი, რასაც მათ მწვრთნელები და პატრონები ასწავლიან. ისინი ფიზიკურად ძლიერებია და ჩქარები, რითაც დაამტკიცეს, რომ არამარტო საიმედოები, არამედ, ბევრ საქმეში გამოსადეგები არიან_ მათ ყველაზე კარგად იცნობენ, როგორც პოლიციელ ძაღლებს. გერმანულ ნაგაზებს, ძირითადად, იყენებენ ნარკოტიკების ამოღების, დაკარგული ხალხის ძებნის და ცოცხლად დამარხული ხალხის გადარჩენის ოპერაციებში. ამბობენ, რომ გერმანული ნაგაზების ჯიში ორი ჯიშის შეჯვარებით გაჩნდა _ მეცხვარეებისა და სამხრეთული მგლისა, რომლებიც ცხოვრობენ ძირითადად რუსეთის ტერიტორიაზე. შეჯვარება მოხდა 1899 წელს და მას ხელმძღვანელობდა მაქს ვონ სტეფანიზი, რომელიც დღეს ამ ჯიშის “მამად” ითვლება. გერმანულმა ნაგაზმა დიდი აღიარება და პოპულარობა მოიპოვა. ისინი არიან იმის გარანტები, რომ თქვენი სახლი 24 საათის განმავლობაში დაცული იქნება. გერმანული ნაგაზის გაწვრთნა ძალიან ადვილია, რაც კიდევ უფრო ადვილი იქნება, თუ მათ გაწვრთნას ჯერ კიდევ ლეკვობის პერიოდში დაიწყებთ, სანამ ისინი ზრდასრული ძაღლები გახდებიან. გერმანულ ნაგაზს აუცილებლად უნდა მისცეთ უფლება, გაერიოს სხვა ძაღლებში და ხალხში, მაგალითად თქვენ მეგობრებში ან ოჯახის წევრებში, რომ გაარკვიოს, თუ ვინ არის “შინაური” და ვინ _ “გარეული”. ეს მან მანამდე უნდა გაარკვიოს, სანამ ლეკვია, რადგან შეიცნოს ის გარემო, სადაც მას არავინ ზიანს არ მიაყენებს. რეგულარულად გაიყვანეთ ძაღლი სასეირნოდ, პარკში ან პლაჟზე _ ნაგაზი უნდა მიხვდეს, რომ ის არის თქვენს საყვარელ წრეში, რის შედეგადაც ისინი არ მოიქცევიან მომავალში სასტიკად. ლეკვთან, შეიძლება, დატოვებულნი იყოს სხვა ძაღლებიც _ ამით ის გახდება უფრო გულგახსნილი და ადვილად შემგუებელი სხვა ცხოველებთან და ხალხთან. გერმანული ნაგაზს ძირითადად ორ ტიპად ყოფენ ძველი სტილის

70a9f8d1e3a0

e6d66fde3904

და ახალი სტილის გერმანულ ნაგაზს უკანა კიდურები შედარებით მოხრილი აქვს, რაც მას მეტ მოქნილობას და სისწრაფეს ანიჭებს, თუმცა ახალი ამ უკანასკნელში საკმაოდ ხშირად გვხვდება კიდურების დაავადებები. გერმანული ნაგაზი არის უნივერსალური ჯიში, რომელიც ითავსებს ნებისმიერ ფუნქციას მე ყველას გირჩევთ, რომ იყოლიოთ ეს შესანიშნავი ძაღლი.

წყარო: http://www.gurianews.com

pato-7

imijsdjjasasdadjsjdasjhasdjhash
Back to top button