ვიდეოებისაკითხავისასარგებლო

გველი – საშიში არსება თუ ერთი ჩვეულებრივი ქვეწარმავალი?

b4a168d29872

გველის ჩვეულებრივი, მეცნიერული განმარტება ასეთია:

გველები ქვეწარმავალთა ქვერიგი. აქვთ წაგრძელებული უკიდურებო, ქერცლით დაფარული სხეული, რომლის შეფერილობა ხშირად გარემოს ეხამება. თვალები დაფარული აქვთ გამჭირვალე გარსით, რომელიც კანის ცვლისას სცილდებათ. დაფის აპკის და შუა ყურის უქონლობის გამო პრაქტიკულად მოკლებული არიან სმენას. მოძრაობენ კლაკვნით, მალების დახრილობის ცვლისა და მუცლის ფარების მოქმედების მეოხებით. 200-ზე ნაკლები მალა იშვიათად აქვთ. ამასთან ტანისა და კუდის მალები ერთნაირია. კვადრატული, ქიცვისებრი, ფრთისებრი, სასისა და ზედა ყბის ძვლები ერთმანეთთან და ქალასთან მოძრავადაა შეერთებული. ყბები დაკავშირებულია გამწელავი მყესით, რომელიც ხელს უწყობს საკვების ყლაპვისას პირის ღრუს მოცულობის გაზრდას. შხამიან გველებს ზედა ყბაზე განლაგებული აქვთ მილიანი ან ღარიანი კბილები, რომლებიც სადინარით უკავშირდება შხამიან ჯირკვლებს. კბენის მომენტში საფერთქლის კუნთი იკუმშება, ჯირკვალს აწვება და გამოიყოფა შხამი.

გველების შინაგანი ორგანოები წაგრძელებულია. ზოგიერთ სახეობას ერთ-ერთი ფილტვი ან სულ არა აქვს, ან სუსტად აქვს განვითარებული. შარდის ბუშტი გველებს არა აქვთ. გრძელი გაორკაპებული ენა, რომელსაც ხშირად სრულიად უმართებულად ნესტარს ეძახიან, სინამდვილეში შეხებისა და ქიმიური შეგრძნების ორგანოა.

გველების ზომა მერყეობს რამდენიმე სმ-იდან 10 მ-მდე ; შხამიან გველებს შორის ყველაზე დიდია სამეფო კობრა (4 მ-ზე მეტი). ყველაზე ძლიერი შხამი ზღვის გველებს აქვთ. გველები იკვებებიან ცოცხალი საკვებით, ძირითადად წვრილი ხერხემლიანებით, მხოლოდ ზოგი ფორმის საკვებია ფრინველთა კვერცხები, მწერები, მოლუსკები. გველების უმრავლესობა კვერცხისმდებელია, არიან კვერცხცოცხალმშობნიც. ბინადრობენ უმეტესად ხმელეთზე. გველების შხამისაგან მზადდება სამედიცინო პრეპარატები ჰემოფილიის, ეპილეფსიის, ნევრალგიის და სხვა დავადებათა სამკურნალოდ. მას ფართოდ იყენებენ ბიოლიმიური კვლევის დროსაც.

ტროპიკულ ქვეყნებში შხამიან გველებს დიდი ზიანი მოაქვთ. შხამიანი გველების უსისტემო ჭერამ ბევრ ქვეყანაში მკვეთრად შეამცირა მათი რიცხვი. ამის გამო შუა აზიისა და ამიერკავკასიის რესპუბლიკებში მთავრობის დადგენილებები გველების დაცვის შესახებ.

მათ ყველაზე ახლო ნათესაობა აკავშირებთ ხვლიკებთან. არსებობს რამდენიმე ხვლიკების უკიდურო სახეობებიც, რომლებიც გარეგნულად გველების იდენტურნი არიან. მაგრამ ეს მსგავსება მხოლოდ გარეგნულია.”

rough green snake
თუმცა ეს დახასიათება ალბათ ყველასთვის ხელმისაწვდომია და თქვენ ამ სტატიისგან უფრო მეტს ელით.
ვისაც პატარა უფლისწული წაგიკითხავთ, ალბათ დაფიქრებულხართ იმაზე, მართლა შეძლებდა თუ არა გველი სპილოს გადაყლაპვას. ასეა არა?
ElephantInSnake
მეც მთელი ცხოვრებაა ამაზე ვფიქრობ და აღმოვაჩინე ამის დამამტკიცებელი საბუთი. სხვათაშორის ამ
ვიდეოს ნახვის შემდეგ ნამდვილად შოკში ვიყავი, ვაღიარებ.

გველი წარმოდგენილია მსოფლიოს თითქმის ყველა მითოლოგიაში იგი დაკავშირებულია ნაყოფიერებასთან, მდედრობით და მამრობით საწყისებთან, სახლის კერასთან.
პალეოლითის დასასრულის გამოსახულებები გვაძლევენ საშუალებას დავაკვირდეთ გველის კულტის განვითარებას უძველესი დროიდან. თავიდან მიტოლოგიური გველი ჩვეულებრივი გველისგან მხოლოდ ზომით განსხვავდებოდა. მითოლოგიაში განვითარდა გველის და ფრინველის ბრძოლა, გველი, ქვესკნელის არსება ეომება ფრინველს, რომელიც ცის ძალებს განასახირებდა. საბოლოოდ, გველი და ფრინველი გაერთიანდა და გახდა ფრთიანი გველი – დრაკონი, რომელიც სიკეთესაც და ბოროტებასაც აღნიშნავს.  და ზოგ სხვა მითოლოგიებში განვითარდა გველტანიანი და ადამიანისთავიანი არსებები იაპონელთა და ინდიელთა მითოლოგიებში ძალზედ განვიტარდა რქიანი გველის ტრადიცია.
ფაილი:Snake 4.jpg
გველი გვხვდება ბიბლიაშიც, სწორედ მას მიეწერება ევას შეცდენა და ამიტომ კაცობრიობის პირველი ცოდვის
სიმბოლოს აღიქმება.
graphics adam eve 504490
გველების მიმართ ინტერესსა და სიყვარულს ოპიოფილია ჰქვია, ხოლო შიშს ოპიდიოფობია.
ეს ვიდეოები გველების განსაკუთრებული სილამაზის ნახვის საშუალებას გვაძლევს.
ოპიდიოფობიით “დაავადებულებმა” შეგიძლიათ არ უყუროთ.



ისე, ვაღიარებ, რომ გველებზე მეც არ ვგიჟდები.
მაგრამ ამ ვიდეოებმა ნამდვილად მოახდინეს შთაბეჭდილება!

მსგავსი ამბები

Back to top button