საკითხავისასარგებლო

მსოფლიო რელიგიები

Religion                                                                               
რელიგია განმარტავს, როგორ წარმოიშვა სამყარო, რა ხდება სიკვდილის შემდეგ
და როგორ უნდა ვიცხოვროთ. რელიგიური ადამიანები იკრიბებიან, რათა
ილოცონ და დღესასწაულებში მიიღონ მონაწილეობა. მათ სწამთ უხილავი,
სულიერი სამყაროს არსებობისა, რასაც მეცნიერება ვერ ხსნის.

იუდაიზმი, ისლამი და ქრისტიანობა რელიგიათა ერთი “ჯგუფია”. ამ ჯგუფს
აბრაამისეულ რელიგიებს უწოდებენ. სამივე რელიგიაში რწმენის ერთ-ერთი
ფუძემდებელია აბრაამი. ისლამი და ქრისტიანობა ემიგრანტებმა და მისიონერებმა
მთელ მსოფლიოში გაავრცელეს.

ქრისტიანებს ბეთლემში დაბადებული იესო ქრისტესი სწამთ. ქრისტიანების
რწმენით ის მოკლეს, მაგრამ მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა. ქრისტიანული
ბიბლია ებრაული თანახისგან, ანუ ძველი აღთქმისგან, და ახალი აღთქმისგან
შედგება. ქრისტიანობაში უამრავი განშტოება არსებობს და მათგან უდიდესი
რომაული კათოლიციზმია.
Vatican+Pope+Easter 04 08 12 480X300                                                                                       რომალური კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი პაპია. კათოლიკებს სწამთ,
რომ პაპი წმინდა პეტრეს მემკვიდრეა. პეტრე კი თავად იესომ ქრისტიანული
ეკლესიის პირველ წინამძღვრად დანიშნა.

იუდაიზმი 3500 წლის წინ ახლო აღმოსავლეთში, ისრაელიტებად წოდებულ
ტომში წარმოიშვა. ებრაელებს სწამთ, რომ არსებობს ერთადერთი ღმერთი,
ვინც სამყარო შექმნა და მასზე დღემდე ზრუნავს.
Judaism star of David over Jerusalem
ისლამი არაბეთში შეიქმნა წინასწარმეტყველი მუჰამედის მიერ. მის მიმდევრებს
ალაჰი სწამთ. ალაჰმა დედამიწაზე 25 წინასწარმეტყველი გამოგზავნა. უკანასკნელი
მუჰამედია. ძველი წინასწარმეტყველებიდან მაჰმადიანები აღიარებენ აბრაამს,
მოსეს და იესო ქრისტეს.
117 Indian Muslims praying
ინდუიზმი ინდოეთში წარმოიშვა დაახლ.ძვ.წ.2500 წელს. ინდუისტებს სწამთ,
რომ სულები გარდაცვალების შემდეგ კვლავ იბადებიან.
ინდუისტის მთავარი მიზანი ხელახლა დაბადების ციკლიდან თავის დაღწევაა,
რისთვისაც სრულყოფილი სიმშვიდისა და თავისუფლების მიღწევაა საჭირო.
induizm
ბუნიზმიც ინდოეთში შეიქმნა დაახლოებით ძვ.წ. 500 წელს. ბუდისტები ერთ
ღმერთს არ სცემენ თაყვანს. ისინი ბუდად წოდებული ადამიანის სწავლებებს
მისდევენ. ბუდამ ჭეშმარიტების შეცნობა შეძლო. ბუდისტებს, ისევე როგორ
ინდუისტებს, ხელახლა დაბადების სწამთ. ბუდამ უჩვენა თავის მიმდევრებს,
როგორ უნდა დააღწიონ თავი ხელახლა დაბადების ციკლს და ტანჯვას კეთილი
საქმეებისა და მედიტაციის მეშვეობით.
buda
არსებობს კიდევ სხვა, უძველესი რელიგიები, როგორიცაა: შამანიზმი და
კუნფუციანიზმი. არსებობს სხვადასხვა სექტები და არსებობენ ურწმუნო
ადამიანები ანუ ათეისტები.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close