მსოფლიოს ყველაზე დიდი საკრუიზო გემები
Voyajer of the seas. გემის წონა შეადგენს 138 000 ტონას, სიგრძე- 311 მეტრია. ლაინერზე 3114 მგზავრის ადგილია. ამ ხომალდის ბორტზე შეგიძლიათ ნახოთ სატელევიზიო სტუდია, ციგურების მოედანი, გოლფის მინი მინდორი და სხვა გასართობები.
Norwegian Epic. გემი იწონის 156 000 ტონას, ხოლო მისი სიგრძეა – 329 მეტრი. საკრუიზო ლაინერი გათვალიწინებულია 4100 მგზავრზე. ბორტზე მუშაობს პიცის სადღეღამისო მიტანა ნომერში.
Carnival Dream. ეს გემი იწონის 130 000 ტონას , ხოლო მისი სიგრძე -306 მეტრია. მასზე შეუძლია მოგზაურობა 3646 მგზავრს. ეს მცურავი Lunapark-ია რომლის ბორტზეც რამდენიმე კინოთეატრია.
Celebrity Eclipse. ეს საკრუიზო ლაინერი იწონის 122 000 ტონას და მისი სიგრძე- 315 მეტრია, რაც მეტია ოთხი Boeing 747 -ის სიგრძეზე. ხომალდზე არის 19 გემბანი, აგრეთვე გემბანი-მდელო კრიკეტის და ბოჩეს ( იტალიური თამაში) სათამაშოდ.
Splendida. ლაინერის წონა შეადგენს 137 936 ტონას, ხოლო სიგრძე- 338 მეტრია. იტევს -3274 ადამიანს. ხომალდის სივრცის მოცულობა , რომელიც შეადგენს ნახევარ მილიონ კვადრატულ მეტრს , უფრო დიდია ვიდრე ეიფელის კოშკის სივრცის მოცულობა.
Royal Carribean. Oasis of the Seas. სიგრძე ამ გიგანტური ლაინერის შეადგენს 361 მეტრს, ხოლო იწონის – თითქმის 223 000 ტონას. მაქსიმალური კომფორტის პირობებში ამ ხომალდზე განთავსდება 5,4 ათასი მგზავრი. ამ ლაინერს თავისი ზომების გამო არ შეუძლია გავლა პანამის არხზე. ხომალდის გემბანი ანალოგიურია გასართობი პარკის, სადაც ყოველდღე იმართება სხვადასხვა შოუები.
Freedom of the Seas. ლაინერი იწონის 160 000 ტონას, სიგრძე- 339 მეტრია. ხომალდზე ეტევა 3634 მგზავრი. ეს ხომალდი ჰგავს მცურავ წყლის პარკს, რამდენადაც მის ბორტზე არის ყველა სახის წყლის გასართობები. არსებობს წყლის სლაიდები, უამრავი აუზები, ჯაკუზები, ტალღის ემულიატორები და საციგურაო მოედანი.
Princess Diamond. (ეს თუ პრინცესაა :D) ამ გემის წონა შეადგენს 116 000 ტონას, ხოლო მისი სიგრძე-294 მეტრია. ამ საკრუიზო ლაინერის ბორტზე შეიძლება დაეტიოს 2670 ადამიანი. ამ ლაინერის ფართობი 10-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე ბუკინგემის სასახლის ფართობი. ხომალდზე არის მაღალი კლასის 700 კაიუტა აივნებით.
Queen Mary II. ხომალდის წონაა 151 400 ტონა, სიგრძე კი – 345 მეტრია. გათვლილია 2640 მგზავრზე. გემის სიგრძე შეიძლება შევადაროთ 80 ტურისტული ავტობუსის სიგძეს.
Disney Dream. ამ ხომალდის წონაა – 130 000 ტონა, ხოლო სიგრძე – 340 მეტრი. გემი იტევს 2500 ადამიანს და თითქმის დისნეილენდის ზუსტი ასლია წყლის სივრცეში. ბორტზე განთავსებულია ძალიან დიდი კინოთეატრი და წყლის პარკი.