ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

პასუხი 10 კითხვაზე, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებთ ადამიანებს

ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ, ელის თუ არა სამყაროს განადგურება ან რამდენად შესაძლებელია დროში მოგზაურობა. ბრიტანულმა ციფრულმა ტელეარხმა Eden-მა გადაცემა Science Month-ის გაშვებასთან დაკავშირებით ათასობით ადამიანში გამოკითხვა ჩაატარა და ამოარჩია 10 საკითხი, რომლის გადაწყვეტაც მათ ყველაზე მეტად სურთ. აშკარა გახდა, რომ ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს ადამიანის ადგილი სამყაროში და უმთავრესი მეცნიერული დილემები.

 

Eden-ის თანამშრომელმა ადრიან უილსმა განაცხადა: „500 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ადამიანთა უმეტესობას ეგონა, რომ დედამიწა ბრტყელი იყო. ამიტომ მნიშვნელოვანია შევნიშნოთ, რომ მეცნიერული განვითარება გასაოცარი სიჩქარით მიიწევს წინ. Science Month-ი პასუხს გასცემს ამ კითხვებზე, თუმცა სასწავლი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს.”

აღსანიშნავია, რომ ბრიტანელების 3/4 ავლენს დაინტერესებას მეცნიერებისადმი და დაახლოებით ამდენივეს სურს, უფრო მეტად იყოს ინფორმირებული მსგავს საკითხებში.

 

* * *

 

● მარტონი ვართ სამყაროში? (54%)
– მეცნიერების თქმით, სამყარო სავარაუდოდ შეიცავს მრავალ პლანეტარულ სისტემას, სადაც ბუნებრივი პირობები ხელსაყრელია ინტელექტუალური სიცოცხლის აღმოცენებისთვის. თუმცა შესაძლოა, ვერასდროს მოვაგროვოთ საკმარისი ფინანსები იმ ტექნოლოგიის გასავითარებლად, რომლის მეშვეობითაც მილიონობით სინათლის წლით დაშორებულ ადგილებს მივაღწევთ და უცხოპლანეტელებთან კონტაქტს დავამყარებთ.

● შეიქმნება ოდესმე კიბოს წამალი? (46%)
– კიბოს ოთხი სხვადასხვა სტადიიდან გადარჩენილთა რიცხვი მუდმივად იზრდება დროსთან ერთად, რისი მიზეზიც სამეცნიერო კვლევებისას მიღებული მრავალი ახალი და გასაოცარი მკურნალობის მეთოდია. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ახლო მომავალში სასწაული მოხდება და კიბოს წამალი ერთ ღამეში შეიქმნება, თუმცა პაციენტები სულ უფრო მეტს იცოცხლებენ.

● არსებობს ღმერთი? (39%)
– არ არსებობს ემპირიული (ცდისეული), გაზომვადი სახის მეცნიერული მტკიცებულება, რომელიც ღმერთის არსებობას დაადასტურებდა.

● რამდენად დიდია სამყარო? (33%)
– ზოგიერთი ასტრონომის მოსაზრებით, სამყაროს ზომას საზღვრები არ გააჩნია. თუმცა ნაწილი ამბობს, რომ დიდი აფეთქების მომენტის შემდგომ მისმა მასშტაბმა 150 მილიარდ სინათლის წელიწადს მიაღწია.

● როგორ და სად გაჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე? (30%)
– ამ საკითხზე უამრავი თეორია წამოჭრილა, დაწყებული სხვადასხვა ბაქტერიებიდან, რომლებსაც სიმბიოზური ურთიერთობები ჰქონდათ, დამთავრებული კონვექციური დინებებით, რომლებიც დედამიწის ქერქთან მიმდინარეობდა.

● შესაძლებელია დროში მოგზაურობა? (29%)
– დროისა და სივრცის ქსოვილი შეიცავს გზამკვეთებს, რომლებსაც „ჭიის ხვრელს” უწოდებენ. მათი მეშვეობით დროში მოგზაურობა თეორიულად შესაძლებელი ხდება. თუმცა ჭიის ხვრელები არასტაბილურნი არიან და მათ გასახსნელად საჭიროა ბნელი ენერგია, რისი არსებობაც ჯერ კიდევ დასამტკიცებელია.

● შევძლებთ ოდესმე სამყაროს კოლონიზაციას? (27%)
– შესაძლოა. ზოგიერთები ამბობენ, რომ სერიოზულად უნდა განვიხილოთ მზის სისტემის სხვადასხვა ადგილებში კოლონიების შექმნის საკითხი იმ შემთხვევისთვის, თუკი დედამიწაზე არსებული პირობები არასტუმართმოყვარე გახდება. „ნასამ” უკვე გამართა შეხვედრები ტერაფორმინგთან დაკავშირებით – სხვა პლანეტებისა თუ თანამგზავრების პირობების ფრთხილი მოდიფიკაცია, რათა დედამიწას დაემსგავსონ.

● რა ჩაანაცვლებს ნავთობს და როდის? (27%)
– ალტერნატიული ენერგიის წყაროები ხელმისაწვდომია, მაგრამ საჭიროა, გახდეს უფრო ნაყოფიერი, რათა მიესადაგოს მათზე დახარჯულ თანხას და დააკმაყოფილოს შესაბამისი მოთხოვნები, რომ შესაძლებელი გახდეს ნავთობის ჩანაცვლება. თუმცა ნანოტექნოლოგიაში ხორციელდება წინსვლები, რაც შეიძლება იყოს პასუხი ამ კითხვაზე.

● როგორ დაასრულებს სამყარო არსებობას? (24%)
– თეორიები მოიცავენ იმ აზრს, რომ სამყარო შეწყვეტს გაფართოებას და შეიკუმშება, რომ გაფართოებასთან ერთად ის მუდმივი გაციების რეჟიმში იქნება, სანამ აბსოლუტურ ნულს (-273.15°C) არ მიაღწევს, რომ ბნელი ენერგია საბოლოოდ დასძლევს გრავიტაციას.

● სადამდე შეიძლება ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა? (20%)
– თაგვებზე ჩატარებულმა სიცოცხლის გახანგრძლივების ცდებმა მეცნიერთა ნაწილი დაარწმუნა, რომ მალე ადამიანებმა შეიძლება ჩვეულებრივად განაგრძონ ცხოვრება მას შემდეგ, რაც მეასე დაბადების დღეს გადაიხდიან.

საინფორმაციო წყარო: charliuss.wordpress.com

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close