ვიდეოებისაკითხავისასარგებლო

პირველი ადამიანი დედამიწაზე…

ეს არის ვიდეო, რომელმაც ამ ‘სტატიის’ დაწერის სურვილი გამიჩინა. თუ ამ ვიდეოს დავუჯერებთ ჩვენ, ადმიანები, არც მეტი არც ნაკლები რაღაც თევზის მაგვარი არსების შთამომავლები ვართ.

ძალიან საინტერესოა როდის გაჩნდა პირველი ადამიანი დედამიწაზე, როგორ მიიღო დღევანდელი სახე… მოკლედ, თემა რომელზეც ახლა დავწერ იქნება ადამიანი და მისი ევოლუცია მილიონობით წლის მანძილზე.

ვინ ვართ? საიდან მოვდივართ? ეს კითხვები უხსოვარი დროიდან აღელვებდა ადამიანს და ალბათ გაღელვებთ თქვენც.

ადამიანის წარმოშობის ისტორიას პალეანთროპოლოგია შეისწავლის. ეს სიტყვა ბერძნულიდან მოდის და ქართულად ნიშნავს “მოძღვრებას ძველ ადამიანზე”. 2000 წელს აფრიკაში ერთ-ერთ სახელმწიფოში, კენიაში, აღმოაჩინეს 6 მილიონი წლის ასაკის უძველესი ადამიანის ნაშთები.

ყველაზე დიდხანს ადამიანი ქვის ხანაში ცხოვრობდა. ძველი ქვის ხანას მეცნიერები პალეოლითს უწოდებენ. ადრეულ პაეოლითში ადამიანები ჯოგებად ცხოვრობდნენ. ჯოგში 10-დან 30-მდე ადამიანი შედიოდა. ამ პერიოდში დაიწყო შრომის განაწილება – მამაკაცი ნადირობდა, ქალი კი საშინაო საქმეებს უძღვებოდა, აგროვებდა ბუნებაში მზა სახით არსებულ საკვებს.

გვიანი პალეოლითი 40 ათასი წლის წინ დაიწყო. ამ დროს ადამიანი ტანს ტყავით იმოსავდა და საცხოვრებელს ჭრაქით ანათებდა.

პალეოლითის შემდეგ მოდის შუა ქვის ხანა (მეზოლითი). ამ ეპოქაში დათბა და ჩამოყალიბდა დღევანდელი ფლორა და კლიმატი.

შუა ქვის ხანა ახალი ქვის ხანამ (ნეოლითმა) შეცვალა. ამ ხანაში ადამიანმა ისწავლა შრომისა და საბრძოლო იარაღების კეთება, განავითარა მიწათმოქმედება და მესაქონლეობა.

სპილენძ-ქვის ხანაში (ენეოლითში) ადამიანმა შექმნა ლითონისგან შრომის და საბრძოლო იარაღები, ხოლო ბრინჯაოს ხანაში – განავითარა მეტალურგია.

მომავალში ადამიანმა უდიდეს განვითარებას მიაღწია, შეისწავლა მეცნიერება, გაერკვა დედამიწისა და გალაქტიკის ბევრ თავისებურებაში.

დედამიწაზე ადამიანი მეფობს, ის არის ერთადერთი მოაზროვნე არსება არამარტო აქ, არამედ შესაძლოა მთელ სამყაროში.

…და მაინც, თუ სტატიის დასაწყისში მოცემულ ვიდეოს დავუჯერებთ ჩვენი წინაპარი არათუ მაიმუნი არამედ თევზის მსგავსი, დაბალი განვითარების ცოცხალი ორგანიზმი “Eusthenopteron” იყო.

თუ გსურთ, შემიძლია შემდეგ სტატიაში საქართველოში მცხოვრები პირველი ადამიანების შესახებ მოგითხროთ. თუ ამის სურვილი გაქვთ, დაწერეთ კომენტარებში.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close