არქივი

“Flame” – ახალი ერის დასაწყისი კიბერ კრიმინალში

10421d442798
მსოფლიო კიბერ სივრცეში გავრცელდა კომპლექსური თავდასხმის ინსტრუმენტი სახელად „Flame” (ალი).

რა არის იგი? ჭია? ტროიანი? ბექდორი? ახალი ვირუსს ახასიათებს ყველა ჩამოთვლილი თვისება, როგორც განმარტეს კასპერსკის ლაბორატორიისა (Kaspersky Lab) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (United Nation’s International Telecommunication Union) წარმომადგენლებმა.

„Flame”-ს შეუძლია მონაცემების შეგროვება ქსელის ტრაფიკის გაანალიზების, კლავიატური ლოგირების, მიკროფონებისა თუ ვიდეო თვალების საუბრების ჩაწერითა და ბლუთუზ მოწყობილობების კონტროლის საფუძველზე.

ახალი ვირუსის მახასიათებლების აღწერაზე მნიშვნელოვნად, მიიჩნევა კითხვა: რატომ დასჭირდა ამდენი დრო მის აღმოჩენას? დღევანდელმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ „Flame” „იპყრობდა“ და იპარავდა ინფორმაციას მსოფლიო კიბერ სივრციდან 2008 წლის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ კიბერ ბაზარზე „ყვავის“ ანტი-ვირუსული ინდუსტრია, ვერცერთმა ვენდორმა ვერ შეძლო ამ ვირუსის აღმოჩენა, რომელსაც მკვლევარები შვეიცარულ დანასაც ადარებენ, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე.

„იგი არ იყენებს აქამდე ცნობილ არცერთ „დამალვის“ მეთოდს, ამიტომ საჭიროა დაიხვეწოს ანტი-ვირუსული, ფაერვოლისა თუ ანტი-ჯაშუშური პროდუქტების წაროება“ აცხადებს ერიკ ბირსი, Tofino Security-ს ვიცე პრეზიდენტი.

„სამწუხაროდ, არ არსებობს „მაგიური ტყვია“ ასეთ ვირუსებთან საბრძოლველად, უბრალოდ უნდა დავხვეწოთ დღევანდელ კიბერ ბაზარზე არსებული უსაფრთხოების მექანიზმები, რათა თავიდან ავიცილოთ ასეთი ვირუსები, რომელთა აქტივობაცა და მრავალფეროვნებაც საგრძნობლად იზრდება“ აცხადებს კასპერსკის ლაბორატორიის მთავარი მკვლევარი როელ შოუვენბერგი.

მსგავსი ამბები

Back to top button