საკითხავისასარგებლოუცნაური

10 უცნაური თანამგზავრი მზის სისტემაში


გთავაზობთ რადენიმე საინტერესო და ინფორმაციულ ფაქტს პლანეტების თანამგზავრებზე.


1
განიმედი-დიდი თანამგზავრი. ეს ყველაზე დიდი თანამგზავრია არა მხოლოდ იუპიტერის , არამედ მთლიანად მზის სისტემის. იმდენად დიდია, რომ აქვს თავისი საკუთარი მაგნიტური ველი.

2. მირანდა- მახინჯი თანამგზავრი. ითვლება გონჯ “ იხვის ჭუკად” მზის სისტემაში. თითქოს ვინმემ გააკეთა ნაწილებისაგან ეს თანამგზავრი და გააგზავნა პლანეტა ურანის გარშემო რომ ეტრიალა. მირანდას აქვს ყველაზე შთამბეჭდავი, წარმტაცი პეიზაჟები მთელ მზის სისტემაში: მთის ქედები და ხეობები ფანტასტიკურ , უცნაურ ფორმას აძლევენ კანიონებს რომლებიც დიდ კანიონზე 12-ჯერ უფრო ღრმაა . მაგალითისათვის, თუ ერთ-ერთ კანიონში ქვას თუ ჩავაგდებთ , ის დაეცემა მხოლოდ 10 წუთის შემდეგ.


3.კალისტო- თანამგზავრი კრატერების ყველაზე დიდი რაოდენობით. სხვა ციური სხეულებისგან განსხვავებით, კალისტოს არ აქვს გეოლოგიური აქტივობა, რომლითაც ხდება ზედაპირის დაცვა. ამიტომ ის გამოიყურება ყველაზე „ნაცემ“ თანამგზავრად

4.დაკტილი- თანამგზავრი-ასტეროიდი. ეს ყველაზე პატარა თანამგზავრია მთელ მზის სისტემაში, რადგან მისი სიგანე შეადგენს მხოლოდ ერთ მილს. ფოტოზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თანამგზავრი იდა, ხოლო დაკტილი – ეს პატარა წერტილია მარჯვნივ. უნიკალურობა ამ თანამგზავრის ის არის, რომ ბრუნავს არა პლანეტის გარშემო, არამედ ასტეროიდის გარშემო. ადრე მეცნიერები თვლიდნენ, რომ ასტეროიდები პატარები არიან იმისათვის , რომ ყოლოდათ თანამგზავრები, მაგრამ როგორც ხედავთ, ისინი ცდებოდნენ.


5.ეპიმეტეი და იანუსი-თანამგზავრები, რომლებიც შეჯახებას სასწაულებრივად გადაურჩნენ. ორივე თანამგზავრი პლანეტა სატურნის ირგვლივ ბრუნავს ერთსა და იმავე ორბიტაზე. არის მოსაზრება, ალბათ ადრე ისინი წარმოადგენდნენ ერთ კონკრეტულ თანამგზავრს. მაგრამ, რაც ყველაზე მეტად აღსანიშნავია: ყოველ 4 წელიწადში ერთხელ, როგორც კი შეჯახების დრო დგება, ისინი ადგილებს ცვლიან.

6. ენცელადი- რგოლის მატარებელი. ეს სატურნის შიდა თანამგზავრია , რომელიც ირეკლავს სინათლის თითქმის 100%. ენცელადის ზედაპირი სავსეა გეიზერებით, რომლებიც გადაისვრიან კოსმოსში ყინულის და მტვრის ნაწილაკებს, რომლებიც ქმნიან სატურნის „E” რგოლს.

7. ტრიტონი-ყინულოვანი ვულკანებით. ეს ნეპტუნის ყველაზე დიდი თანამგზავრია. ის აგრეთვე წარმოადგენს მზის სისტემაში ერთადერთ თანამგზავრს , რომელიც ბრუნავს თვით პლანეტის ბრუნვის საპირისპირო მიმართულებით. ვულკანები ტრიტონზე მოქმედია, მაგრამ ლავას კი არ გამოსცემენ, არამედ წყალს და ამიაკს, რომლებიც იყინება ზედაპირზე.

8. ევროპა- დიდი ოკეანეებით. ამ იუპიტერის თანამგზავრს აქვს ყველაზე სწორი, ბრტყელი ზედაპირი მზის სისტემაში. საქმე იმაშია რომ ეს თანამგზავრი წარმოადგენს ყინულით დაფარულ მთლიან ოკეანეს. წყალები აქ 2-3 ჯერ მეტია, ვიდრე დედამიწაზე.

9.იო-ვულკანური ჯოჯოხეთი. ეს თანამგზავრი წააგავს მორდორს -ბეჭდების მბრძანებელი“. პრაქტიკულად თანამგზავრის მთელი ზედაპირი, რომელიც ბრუნავს იუპიტერის გარშემო, დაფარულია ვულკანებით, რომელთა ამოფრქვევაც ძალიან ხშირად ხდება. იო-ზე არ არის კრატერები, რადგანაც ლავა ავსებს და ასწორებს მის ზედაპირს.

10.ტიტანი- სახლი მოშორებით სახლიდან. ეს, ალბათ, ყველაზე უცნაური თანამგზავრია მზის სისტემაში. მხოლოდ მას აქვს ატმოსფერო , რომელიც რამდენჯერმე სქელია, ვიდრე დედამიწაზე. რა იყო არაგამჭვირვალე ღრუბლების ქვეშ, უცნობი დარჩა მრავალი წლის განმავლობაში. ტიტანის ატმოსფეროს გულარში არის აზოტი, როგორც დედამიწაზე, მაგრამ ასევე შეიცავს სხვა აირებსაც, როგორიცაა მეთანი. თუ მეთანის დონე ტიტანზე გაცილებით დიდია , მაშინ თანამგზავრზე შეიძლება წამოვიდეს მეთანის წვიმა. დიდი ნათელი ლაქების არსებობა თანამგზავრზე აზრს ბადებს, რომ ზედაპირზე შეიძლება ზღვა იყოს თხევადი, რომლის შემადგენლობა შეიძლება შეიცავდეს მეთანს. უნდა აღინიშნოს რომ ტიტანი – ყველაზე მეტად შესაფერი ციური სხეულია სიცოცხლის საძიებლად.

თეგები

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close