არქივი

EMO

129309922518
21 საუკუნის ახალგაზრდული მოძრაობა რომელიც თამამად შეიძლება ითქვას რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ევროპასა თუ ამერიკაში, ემო კულტურა ძალიან განსხვავდება სხვა არსებული კონტრ კულტურებისგან, ძირითადად იმითი რომ ის ასაკობრივია, ემო ძირითადად თინეიჯერული მოძრაობაა, რა თქმა უნდა არსებობენ ემო ჯგუფები სადაც თინეიჯერობის ასაკიდან კარგახნის გამოსული მამაკეცბი უკრავენ მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ისინი ემოები არიან, ემო არამარტო გარეგნულ არამედ სოფმხედველურ ერთიანობასაც გულისხმობს.

იმიჯი:
ემოები თავის თავს ბავშვებად თვლიან, შესაბამისად ისინი გამოიყურებიან და იქცევიან ისე როგორც ბავშვები, მათი ჩაცმის სტილი ძალზედ კონტრასტულია, შავისა და ღია ძირითადად ვარდისფერი და იისფერი ფერის შეხამება, რომელიც იგრძნობა არა მარტო ჩაცმის სტილში არამედ მათ გარეგნობაშიც, ეს ორი ფერი არა მხოლოდ ვიზუალურ დატვირთვას ატარებს

შავი-დეპრესიულობის, ნაღველისა და მოწყენილობის სიმბოლოა.

ღია-პირიქით პოზიტივისა და ბედნიერების სიმბოლო.

ემოების ჩაცმულობაში ასევე შედის, ვიწრო შარვალი, ტანზე კარგად მომდგარი მაიკა რომელიც ხშირად შავ და ვარდისფერ ფერებშია, კეტები ასეთივე ფერებში.

აქსესუარებიდან ისინი ხშირად იყენებენ დიდ ღია სათვალეებს, საფოსტო ჩანთა, სხვადასხვა სათამაშოები და სხვა.

ემოების გარკვეული ნაწილი straight edge ერია, თუმცა ეს ახსნადია, ეს ორი სუბკულტურა ჰარდკორიდან მოდის, თუმცა straight edge მაინც განსხვავებული და თვითმყოფადი მოვლენაა. ასევე ემოების დიდი ნაწილი ვეგეტარიანელია და ბევრი მათგანი გაწევრიანებულია სხვადასხვა გარემოს დაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებში.
27a0124e817d

კონფლიქტები:

ეს სუბკულტურა იმითიც გამოირჩევა სხვებისგან რომ ალბათ ალტერნატიულ კულტურებს შორის ყველაზე დიდ აგრესიას იწვევენ არამარტო მასაში არამედ ალტ კულტურის სხვა წარმომადგენლებშიც, ეს ძირითადად იგრძნობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სადაც ჯერ კიდევ ჩანასახის დონეზეა ნებისმიერი სუბკულტურა და არც ემოა გამონაკლისი.

ასევე აგრესიას იწვევს ემო კულტურის სუიციდალურობა, კერძოდ ძალიან გახშირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში სუიციდის ფაქტები ემო კულტურის წარმომადგენლებს შორის, ხშირია ფაქტები როცა სუიციდის მცდელობები კონცერტის მიმდინარეობისას ხდება.
5cc6bdb59389
თრუ ემო:

მიუხედავად იმისა რომ ემო კულტურა ძალიან ახალგაზრდაა უკვე ფაქტიურად ორად გაიყო, ერთი ნაწილი თავს თრუ ემოს (ანუ ნამდვილ ემოს) უწოდებს და დანარჩენები პოზიორებად მიაჩნია რომლებიც სახელს უტეხენ ემო მიმდინარეობას, ამის გამო ხშირია დაპირისპირებები, თუმცა ეს ძირითადად დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში ხდება, სადაც უკვე ემო კულტურა მყარად დგას ფეხზე.

ემო ცხოვრების წესი:

ემოები მშვიდობისმოყვარე ხალხია, გართობა უფრო ცელქობას გავს, მათ ააქვთ თავისი დღიური რომელსაც „ზინს“ უწოდებენ, ზინი მათთვის მესაიდუმლეა, სადაც წერენ ემო ცხოვრების არც თუ ისე ბედნიერ დღეებზე.

ემოები ასევე ხშირად წერენ ჩანახატებს, ლექსებს, კითხულობენ ნაწარმოებებს სადაც ძლიერი ემოციურ განცდებზეა საუბარი, ძირითადად დოსტოევსკის „Униженные и оскорбленные“ ან ჩაკ პალანიკის „მებრძოლთა კლუბი“.

თუმცა მათი ძირითადი გართობა მაინც მუსიკაა, ემო-როკი, ემო-პანკი, ემო-ჰარდკორი.

წყარო:  www.rock.ge

(ავტორს შენიშვნა: სურათებს დააწერე ჩვენი საიტის მისამართი)

მსგავსი ამბები

Back to top button