გასართობისაკითხავისასარგებლო

სახალისო ისტორიები ბიზნესმენებზე


მე მაქვს ანეგდოტების პატარა წიგნი რომელშიც ასევე პატარა კომედიური ისტორიები წერია მე ამ ისტორიებიდან 3 ისტორია მომეწონა ( ბევრი ვიცინე ) და გადავწყვიტე, რომ აქ ამომეწერა. იმედია მოგეწონებათ :)

ესეიგი მოდით დავიწყოთ ამოწერა პირველი სასაცილო ისტორიის ;)

…ახალგაზრდა ბიზნესმენმა ახლახან გახსნა ოფისი თავისი ბიზნესისთვის და ეს მისი პირველი სამუშაო დღეა. ზის სკამზე, ფეხები მაგიდაზე აქვს შემოწყობილი და ამაყად ათვალიერებს მის ოფისს. უცბად, ის დაინახავს თუ როგორ შემოყავს მის ასისტენტს პირველი ვიზიტორი მის კომპანიაში. ბიზნესმენი გადაწყვეტს, რომ საქმიანად და პროფესიონალად მოაჩვენოს თავი ვიზიტორს. იღებს ტელეფონს და ხმამაღალი საუბრით ვითომ აგვარებს საქმეებს, როლში შესული საგნებს აქეთ-იქეთ ისვრის, ხან მარჯვენა ფეხს შემოდებს მარცხენაზე, ხანაც – პირიქით. როდესაც იფიქრებს, რომ მისმა საქციელმა ეფექტი იქონია ვიზიტორზე, კიდებს ტელეფონს და ეკითხება მას:
– რით შემიძლია დაგეხმაროთ სერ?
– „დიაააახ….“ – პასუხობს ვიზიტორი, – „ მე მოვედი რათა თქვენს ოფისში ტელეფონის ხაზი გავიყვანო სერ“.

 

ეხლა კი ამოვწერ მეორე სასაცილო ისტორიას წიგნიდან :)

 

ერთ-ერთი მსხვილი კომპანია ხვდება, რომ ბაზარი ცვლილებებს ითხოვს და ამ მიზნით იქირავებს ახალ CEO-ს (Chief Executive Officer – ჩვენ უბრალოდ უფროსი დავარქვათ :D). ეს უფროსი მომართულია, რომ არაკომპეტენტური ადამიანები კომპანიიდან გაანთავისუფლოს და სხვებს აჩვენოს, რომ ის არის მთავარი.

კომპანიის ჰოლში უცბად უფროსი ხედავს კედელზე აყუდებულ კაცს. ჰოლი თანამშრომლებით სავსეა და უფროსიც გადაწყვეტს, რომ ეს სწორედ ის დროა, როცა როცა მთელი კომპანია გაიგებს მის ყოვლისშემძლეობას. უფროსი მიდის კაცთან და ეუბნება:
– და რამდენს გამოიმუშავებთ თქვენ კვირაში?
– „300 დოლარს“ – პასუხობს შეცბუნებული კაცი – „ და რა არის?“
უფროსი დემონსტრაციულად ამოიღებს საფულედან ფულს, გადათვლის 300$-ს და ეუბნება:
– აიღეთ თქვენი ერთი კვირის ხელფასი და განთავისუფლებული ხართ.
კმაყოფილებით აღსავსე უფროსი ნიშნის მოგებით დაუწყებს ყურებას ირგვლივ მყოფ ხალხს. მიდის ერთ-ერთ მათგანთან და ეუბნება:
– და ვინ იყოს ეს ბედოვლათი?
შეშინებული თანამშრომელი მისუსტებული ხმით პასუხობს:
– პიცის დამტარებული იყო სერ.

 

 

ეხლა კი ხელი დამეღალა და დროა, მესამე და ბოლო ისტორია ამოვწერო. იმედია ნაშრომს დამიფასებთ :)

 

ბიზნესმენი მიდის ნიუ იორკის ბანკში და სესხის ოფიცერს ეუბნება, რომ ევროპაში დასასვენებლად 5 000$ -ის ოდენობით სესხი სჭირდება. ოფიცერი პასუხობს, რომ ამხელა თანხის გასაცემად მან რაიმე ქონება უნდა ჩადოს გარანტად. ბიზნესმენი ჯიბიდან იღებს როლს-როისის გასაღებს და ჰაერში შეათამაშებს. ოფიცერი სესხს გაუფორმებს და კმაყოფილი ბიზნესმენიც თავის მანქანას ბანკის ავტოსადგომზე შეიყვანს.
ორი კვირის შემდეგ ბიზნესმენი მოდის ბანკში, აბრუნებს 5000$-ს და ზემოდან პროცენტს $15 დოლარის ოდენობით.
დაინტერესებული სესხის ოფიცერი ეკითხება მას:
– ჩვენ ვაფასებთ თქვენს ბიზნესს და ამ ტრანზაქციამ მშვენივრად იმუშავა, მაგრამ სანამ თქვენ აქ არ იყავით, ჩვენ გადავამოწმეთ თქვენზე ყველაფერი და აღმოჩნდა, რომ თქვენ მულტიმილიონერი ბრძანდებით. ხომ ვერ მეტვით, რაში დაგჭირდათ 5 000-ის სესხება ჩვენგან?
ბიზნესმენი პასუხობს:
– მაშ, სხვაგან ნიუ-იორკში სად შემიძლია გავაჩერო მანქანა ორი კვირით მხოლოდ 15 დოლარად?

 

 

მე ამით დავამთავრე წიგნიდან თქვენთვის სასაცილო ისტორიების ამოწერა … ბევრი ისტორიაა, ამიტომ თუ ამ სიახლეს გამომიქვეყნებენ, აუცილებლად მეორე და მესამე ნაწილიც იქნება :)

თეგები

dato_messi

I LOVE GEORGIA

მსგავსი ამბები

Close
Close