არქივი

გენიოსების დაავადება

0f0645231066
სულიერად დაავადებულებს საზოგადოება ყოველთვის ალმაცერად უყურებდა და მათ იგნორირებას ცდილობდა. დღეს კი ვარაუდობენ, რომ XXI  საუკუნეში ყველა დაავადება განკურნებადი გახდა, გარდა სულიერისა. ისე კი, კაცობრიობის სულიერ საგანძურში დიდი წილი სწორედ ფსიქიურად არამდგრად ადამიანებს შეაქვთ. რა ხდება მათ სულში, ვისაც შეუძლია კაცობრიობა შეცვალოს?

იუკო მისიმა
073597b7839d
მან უდიდესი კვალი დაამჩნია იაპონურ ლიტერატურას.მსოფლიო აღიარება მოუტანა ნაწარმოებმა: “შუა საუკუნეების მანიაკი მკვლელის დღიური”, “მარკიზ დე სადი”, “ჩემი მეგობარი ჰიტლერი”. დიდების მწვერვალზე მყოფმა 45 წლის მწერალმა თავი მოიკლა, – იაპონელი ჯარისკაცებისადმი მისმა მოწოდებამ სახელმწიფო გადატრიალებისაკენ კრახი განიცადა. მისიმა ხელის მოცარვას ვერ შეეგუა და ჰარაკირის რამოდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შუბი მეგობარს გადასცა, რომელმაც ეს პროცესი დაასრულა. მალე გაირკვა, რომ თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მისიმამ თავის რედაქტორს ახალდასრულებული რომანი “ანგელოზის დაცემა” გადასცა…

ფრიდრიხ ნიცშე
b07636cd8405
ამ გენიოს ფილოსოფოსს დიაგნოზით – მოზაიკური შიზოფრენია, ბიოგრაფები მოურიდებლად უწოდებენ შეშლილს. ამბობენ, სიფილისის გამო განდიდების მანია დაემართაო. ნაცნობებს ხშირად უგზავნიდა ამგვარ ბარათებს: “ორ თვეში მე გავხდები პირველი ადამიანი დედამიწაზე”. მოითხოვდა, მისი ბინის კედლებიდან ჩამოეხსნათ სურათები და სახლი ტაძრად ეღიარებინათ. ბევრს უნახავს, როგორ ეხვეოდა ცხენს აღტყინებული ფილოსოფოსი ქალაქის მთავარ მოედანზე. ნიცშეს სამედიცინო ბარათში აღწერილია, როგორ უყვიროდა საავადმყოფოს დარაჯს, რომელიც ბისმარკი ეგონა, მერე კი საწოლის გვერდით, იატაკზე იძინებდა, ხოლო გამოღვიძებული თხასავით ხტოდა და იჯღანებოდა. ფსიქიკური აშლილობით განსაკუთრებით იტანჯებოდა ბოლო 20 წელი და ამ პერიოდში და წერა ყველაზე მნიშვნელოვანი თხზულებები, მათ შორის “ასე ამბობდა ზარატუსტრა”. სიცოცხლის ბოლოს კი ნიცშეს მხოლოდ უმარტივესი წინადადებების შედგენა შეეძლო. მაგალითად: “მე მკვდარი ვარ, იმიტომ რომ სულელი ვარ…” ან “მე სულელი ვარ, იმიტომ რომ მკვდარი ვარ…”

ერნესტ მილერ ჰემინგუეი
9f86f946aa66
როცა დიდი მწერალი მიხვდა, რომ კალამი აღარ ემორჩილებოდა, სამკურნალოდ ფსიქიატრიულ კლინიკას მიმართა და ელექტროშოკის სეანსები გმირულად გადაიტანა. იქიდან გამოსულმა კი დაწერა: “ექიმებს არ ესმით მწერლების… რა აზრი ჰქონდა ჩემი ტვინის ნგრევას და მეხსიერების წაშლას, როდესაც მეხსიერება ჩემი კაპიტალი იყო. რა აზრი ჰქონდა ჩემს დაგდებას ცხოვრების გვერდით?ეს იყო ბრწყინვალე მკურნალობა, მაგრამ მათ დაკარგეს პაციენტი.”
კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ კი კაცობრიობამაც დაკარგა მწერალი, – როცა ჰემინგუეი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ წერა აღარ შეეძლო, თავის მოკვლა სცადა, მაგრამ ახლობლებმა შეუშალეს ხელი. მოგვიანებით ის მაინც დაჰყვა ცოლის თხოვნას, მკურნალობა გაეგრძელებინა, მაგრამ, როგორც ჩანს, თავისი ბედი უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა.
კლინიკიდან გამოსვლისთანავე თავისი ორლულიანი თოფი კარგად გაფერა, ტყვია ჩადო და…

მარკიზ დე სადი
4736450bab53
ალბათ არ არსებობს მწერალი, რომელმაც ნაწარმოებებით სადომაზოხიზმის ამხელა დოზით შემოტანა შეძლო ყოფიერებაში, როგორც ეს საფრანგეთში დაბადებულმა ამ არისტოკრატმა გააკეთა.ვინ იცის, იქნებ მწერალი სადომაზოხისტად პირველ და ნამდვილ სიყვარულში დამარცხებამაც (ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მშობლებმა აიძულეს უარი ეთქვა ნამდვილ სიყვარულზე და ცოლად სამეფო კართან დაახლოებული ოჯახის შვილი შეერთო) აქცია. გარყვნილებისა და მეძავის მოკვლის ბრალდებით მას სიკვდილიც კი მიუსაჯეს. ბედის ირონიით, ამისგან ისევ ერთგულმა ცოლმა იხსნა, თუმცა ეს დიდი შეღავათი არ გამოდგა – სადიმ ციხეებში 30 წელიწადი გაატარა, როგორც რომანების ასევე გაუკუღმართებული ცხოვრებსითვის. მისი აღწერილი ძალადობებისაგან რამოდენიმეს წაკითხვაც კი კმარა იმის მისახვედრად, რომ სადი გიჟი იყო. სიცოცხლის ბოლო წლებში ის სულიერად დაავადებულთა კლინიკაშიც მოხვდა.

წყარო: გაზეთი “კვირის პალიტრა”

მსგავსი ამბები

Back to top button