არქივი

ბრიტანელები ინდოეთში

7cd7ad7713d7
მე-16 საუკუნეში, ინდოეთში მრავალი ევროპელი ვაჭარი ჩავიდა. ისინი აბრეშუმით, ჩაით, ბამბითა და სანელებლებით ვაჭრობდნენ, ამასთანავე ისინი აარსებდნენ ძლიერ სავაჭრო კომპანიებს.
მე-17 საუკუნის დასაწყისისთვის ინდოეთი რამდენიმე სახელმწიფოდ იყო დაყოფილი, რომელთაც ადგილობრივი მმართველები მართავდნენ. ისინი ხშირად ებრძოდნენ ერთმანეთს და ამ ბრძოლებში ზოგჯერ ევროპელებიც მონაწილეობდნენ.

ბრიტანელების აღზევება
ბრიტანეთის სამხედრო კომპანიამ თანდათან უზარმაზარი არმია შექმნა. მას ბრიტანელები მეთაურობდნენ მაგრამ მის რიგებში ინდოელებიც მსახურობდნენ. არმია უფრო და უფრო მეტ მმართველს ამარცხებდა და თავის ონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიებს ზრდიდა.
c80739eeeef1

კლაივი ინდოეთში
1756 ბენგალიის პრინცმა ბრიტანელთა სავაჭრო ბაზა დაიპყრო და ასზე მეტი ადამიანი დახოცა. მომდევნო წელს ბრიტანელთა არმიამ გენერალ რობერტ კლაივის მეთაურობით ბენგალელი პრინცი დაამარცხა. კლაივმა ბენგალელებს გადასახადები დააკისრა ინდოეთში არსებული ბრიტანელტა სამხედრო კომპანიის სასარგებლოდ.
9b50e08ac092

ინდოეთის აჯანყება
ბრიტანეთის არმიაში მომსახურე ინდოელ ჯარისკაცებს სორის უკმაყოფილება იზრდებოდა. ინდოელები თვლიდნენ რომ ბრიტანელები პატივს არ სცემდნენ ინდოელტა რელიგიებს და ქვეყანაში არასასურველ ცვლილებებს ახორციელებდნენ. 1857 წელს ინდოელი ჯარისკაცები ბენგალიაში ბრიტანელთა წინააღმდეგ აჯანყდნენ.
7dfdbbc27b9f
ბრძოლები თითქმის მთელ ჩრდილოეთ ინდოეთს მოედო, მაგრამ 1858 წელს აჯანყებულები დამარცხდნენ. ქვეყნის მმართველობა ბრიტანეთის მტავრობამ იკისრა და ინდოეთის ბრიტანეთის იმპერიის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.

პრინცები და მსახურები
აჯანყების შემდეგ ზოგი ინდოელი პრინცი ბრწყინვალე სასახლეებში ცხოვრებას განაგრძობდა, მაგრამ მათ ძალაუფლება აღარ ჰქონდათ. ინდოელთა უმრავლესობა ისევ ღარიბულად ცხოვრობდა და მათი დიდი ნაწილი ბრიტანელებს ემსახურებოდა.

ცვლილებები
ინდოეთში ბრიტანელებს გზები და რკინიგზა გაჰყავდათ, აშენებდნენ სკოლებს, სადაც ინდოელებს ინგლისურს ასწავლიდნენ. ინდოეთში ჩასული ქრისტიანი მისიონერები ინდოელთა მოქცევას ცდილობდნენ.

ცხოვრება რაჯის პერიოდში
მე-19 საუკუნის 80-იანი წლებისათვის ინდოეთში მრავალი ბრიტანული ოჯახი ცხოვრობდა. ისინი ცდილობდნენ ბრიტანული ცხოვრების წესი შეენარჩუნებინათ, მაგრამ ინდური კულტურის გავლენა მათზე მაინც ძალიან დიდი იყო. ბრიტანელები ინდოეთსი 1947 წლამდე, ინდოეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე დარჩნენ. პერიოდს, რომლის განმავლობაშიც ბრიტანელები ინდოეთს მართავდნენ, რაჯი ეწოდება.
b4d5ba4087a8

მნიშვნელოვანი თარიღები:
1600- ინდოეთში ბრიტანეთის კომპანიის დაარსება.
1757- რობერტ კლაივი პლესის ბრძოლაში ბენგალიის პრინცს ამარცხებს.
1757-1857 – ბრიტანეთი ინდოეთსი დიდძალ მიწებს იპყრობს.
1857-1858 – ინდოელთა აჯანყება
1858 – ინდოეთში ბრიტანეთის მმართველობის დასაწყისი
1947 – ინდოეთში ბრიტანეთი მმართველობის დასასრული

წყარო: მსოფლიო ისტორიის ენციკლოპედია

მსგავსი ამბები

Back to top button