არქივი

ტოპ 10 საზიანო ქმედება Spyware-სგან

1363936fb2cb

Spyware-ს შემქმნელები წერენ კოდს, რომელიც აღწევენ მსხვერპლის კომპიუტერში და სხვადასხვა ქმედების ხარჯზე არღვევენ მფლობელის ფასეული მონაცემების კონფიდენციალურობას, მთლიანობასა თუ ხელმისაწვდომობას. სრულიადში იხილავთ Spyware-ს ტოპ 10 ქმედებას, რომელმაც შესაძლებელია ზიანი მოუტანოს თქვენს მონაცემებსა თუ სისტემას.

1)ქსელური პარამეტრების ცვლილება: Spyware-ს შეუძლია შეცვალოს ინფიცირებული კომპიუტერის ქსელური პარამეტრები, რაც ხელს უშლის ანტი-ვირუსული თუ ანტი-Spyware აპლიკაციების განახლებას, შეცვალოს DNS სერვერის მისამართი ისე რომ, ყველა განხორციელებული ავტორიზებული ქმედება გადამისამართდეს კრიმინალის მიერ კონტროლილებად DNS სერვერის მისამართზე და სხვა;
2)ანტი-ვირუსული თუ ანტი-Spyware აპლიკაციების გათიშვა: Spyware-ს შეუძლია გათიშოს მსხვერპლის კომპიუტერზე ანტი-ვირუსული თუ ანტი-Spyware აპლიკაციები, რითაც კრიმინალი შეძლებს კომპიუტერით სარგებლობას დიდი ხნის მანძილზე;
3)Microsoft Security Center-ისა და Automatic Update-ბის გათიშვა: Spyware-ს შეუძლია გათიშოს ზემოთ ხსენებული სერვისები, რადგან არ მოხდეს უახლესი უსაფრთხოების განახლებების დაინსტალირება და ასევე მომხმარებლის ინფორმირება გათიშული ანტი-ვირუსული პროგრამისა თუ ფაერვოლის შესახებ;
4)მიკროფონისა თუ ვიდეო თვალის ჩართვა/გამორთვა: Spyware-ს შეუძლია ჩართოს ან გამორთოს სისტემაზე მიერთებული მიკროფონი და/ან ვიდეო კამერა, რითაც ირღვევა მომხმარებლის კონფიდენციალურობა;
5)ანტი-ვირუსული თუ ანტი-Spyware აპლიკაციებად თავის მოჩვენება: Spyware-ს შეუძლია თავი მოაჩვენოს ანტი-ვირუსულ, ანტი-Spyware თუ სხვა უსაფრთხოების აპლიკაციად, რითაც მომხმარებელს თავს ატყუებს რომ თითქოს იცავს სისტემას, არადა პირიქით აინფიცირებს მას;
6)ძებნის შედეგების ედიტირება: Spyware-ს შეუძლია მოახდინოს მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი ძებნის შედეგების ედიტირება და მის შეცდომაში შეყვანა, რითაც ირღვევა მომხმარებლის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მთლიანობა;
7)„ბოტის“ ინსტალირება სისტემაზე: Spyware-ს შეუძლია სისტემაზე დააინსტალიროს „ბოტი“, კომპიუტერის კრიმინალის მიერ დისტანციურ რეჟიმში სამართავად;
8)„სნიფერის“ დაყენება სისტემაზე: Spyware-ს შეუძლია დააყენოს „სნიფერი“ სისტემაზე, რითაც კრიმინალი შეძლებს მომხმარებლის ქსელური ტრაფიკის წაკითხვას, რაც შეიცავს მომხმარებლის სახელებს, პაროლებს და სხვა ფასეულ მონაცემებს;
9)URL-ის მონიტორინგი და ეკრანზე სურათების გადაღება: Spyware-ს შეუძლია ამონიტორინგოს მომხმარებლის მიერ მონახულებული ვებ-გვერდის მისამართები და ფასეულ ვებ-გვერდზე შესვლისას (მაგ. ელექტრონული გადახდების ვებ-გვერდები), სურათები გადაუღოს ავტორიზაციის მონაცემებს;
10)კლავიატურის ლოგირება: Spyware-ს შეუძლია ჩაიწეროს მომხმარებლის მიერ აკრებილი მონაცემები, რომლებიც ხშირად შეიცავენ ფასეულ მონაცემებს და შემდეგ ეს მონაცემები გადაუგზავნოს კრიმინალს.

მსგავსი ამბები

Back to top button