არქივი

საინტერესო ფაქტები – ვიკინგები

265d33955a7f

ვიკინგები იყვნენ სკანდინავიელი მეომრები,რომლებიც VIII – XI  საუკუნეებში თავს ესხმოდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს და აარსებდნენ კოლონიებს.

სიტყვა “ვიკინგი” ნიშნავს “მეკობრეს”, “ნავსადგურებზე თავდამსხმელს” ან ”ყურეში მცხოვრებ ხალხს”.

ვიკინგები იყვნენ პირველი ევროპელები,რომლებმაც მიაღწიეს ჩრდილოეთ ამერიკას.

ვიკინგების საზოგადოება სამი ფენისაგან შედგებოდა : ვიკინგი მონა,ვიკინგი გლეხი და ბელადი ან მეფე.

როცა ვიკინგი მეფე კვდებოდა,მის ყველა ვაჟს ტახტის მემკვიდრეობით მიღების თანაბარი უფლება ჰქონდათ.რის გამოც სამეფო ოჯახის წევრები ხშირად ებრძოდნენ ერთმანეთს. მაგალითად: 930 წელს ნორვეგიის მეფე ეირიკ I_მა ძმები დახოცა,რათა მხოლოდ მას ემართა სამეფო.

პირველი ვიკინგი მეფე რომელმაც ქრისტიანობა მიიღო იყო დანიის მეფე ჰარალდი (935-985).

ბევრი ვიკინგი მმართველი უცნაურ სახელს ატარებდა: სვენ ჩანგალწვერა,იენარ მრუდეპირიანი, მანგუს ფეხშიშველი,სიგურდ მსუქანი,თორფინ თავისმსხვრეველი და სხვა.

ვიკინგები დიდებას უფრო აფასებდნენ ვიდრე ხანგრძლივ სიცოცხლეს.რადგან მათ სწამდათ რომ სიკვდილის შემდეგ მეომარი სიცოცხლეს “ვალჰალაში” ხვდებოდა და ღმერთებთან ერთად ნადიმობდა.

ვიკინგები თავიანთ ხმლებს სახელებს არქვამდნენ.

თუ ვიკინგ მამაკაცს ცოლის შერთვა სურადა,საპატარძლოს მამისთვის ინდა ეთხოვა ნაბართვა და სათანადო საფასურიც გადაეხადა.თუ მამა თანახმა იყო ქორწილი შედგებოდა,ქალის სურვილს მნიშვნელობა არ ქონდა. მხოლოდ ქვრივებს შეეძლო სასურველ მამაკაცზე გათხოვილიყო. ვიკინგთა კანონების თანახმად ყველა ქალს ჰქონდა განქორწინების უფლება,თუ მას ქმარი უდიერად ეპყრობოდა.

ვიკინგთა საზოგადოებაში მცირე იყო 50 წლის და უფრო ხნიერი ადამიანების რიცხვი,ამიტომ მათ დიდ პატივს სცემდნენ.

ვიკინგი მამაკაცები მაკიაჟს იყენებდნენ. განსაკუთრებით მოსწონდათ თვალების უპეების შეღებვა.

ვიკინგების პირველი მონეტა დაახლოებით 825 წელს ქალაქ ჰედებიუში მოიჭრა.

ვიკინგების კანონები არ იყო დაწერილი.მას კანონთა მცოდნე იმახსოვრებდა და წელიწადში ერთხელ შეკრებაზე წარმოთქვამდა.

ვიკინგები ბევრ ღმერთს სცემდნენ თაყვანს : ოდინი,თორი,ლოკი,ნიორდი და სხვა. ღმერთებს მსხვერპლად ზოგჯერ ადამიანსაც სწირავდნენ.

ლეგენდის თანახმად სამი და (ნორნები) წყვეტდნენ ადამიანის ბედისწერას.ისინი ყოველ ახალშობილს სტუმრობდნენ და მის მომავალს განსაზღვრავდნენ.ამ გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლებელი იყო.

ვიკინგების გაქრისტიანება X საუკუნიდან იწყება.

ვიკინგების აზრით სამყაროს დასასრული დადგება მაშინ, როდესაც გიგანტები და ურჩხულები ღმერთებს დაამარცხებენ.

თავდაპირველად ვიკინგები მიცვალებულებს წვავდნენ. VIII – XI საუკუნეებში კი მათ გარდაცვლილთა მიწაში დაკრძალვა დაიწყეს.

კვირის ზოგიერთ დღეს ინგლისურ ენაზე ვიკინგი ღმერთების სახელები ჰქვია.Wednesday (ოთხშაბათი) “ოდინის დღე”, Thursday (ხუთშაბათი) “თორის დღე”, Friday(პარასკევი) “ფრეიიას დღე”.

თოვლის ბაბუა ოდესღაც ვიკინგთა ღმერთ იყო.

ed24a128ed02

 

წყარო:წიგნი “100 ფაქტი,რომელიც უნდა იცოდეთ-ვიკინგები”

მსგავსი ამბები

Back to top button