არქივი

ტოპ 10 უჩვეულო ლუდი

ea118f5128d2
მოგეხსენებათ, რომ სასმელებიდან მსოფლიოში პოპულარულობით წყლის და ჩაის მერე მესამე ადგილზეა ლუდი. ასეა იაპონიაშიც კი, სადაც ლუდის მრეწველობა მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოს დარეგულირდა , ხოლო 1500 კომპანიაზე, რომელიც აწარმოებს საკეს (იაპონური არაყი), მოდის არა უმეტეს ათეული მსხვილი ლუდსახარში. ამ ოქროს სასმელმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და რაც აღსანიშნავია , არა მარტო ადამიანებს შორის, არამედ ცხოველებშიც.

3b65624559a6
1. ლუდი პიცის არომატით.

ამ სასმელის შემქმნელებად წარმოდგენილნი არიან ტომი და ათენა სიფერტები -ილინოისის შტატიდან. 6 წლის წინ მათ დაიწყეს ლუდის ხარშვა საკუთარი სახლის ავტოფარეხში, და ზუსტად აქ პირველად შეიქმნა ლუდი პიცის არომატით. ლუდმა არასტანდარტული გემოთი სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მშობლიურ სენტ-ჩარლზში, ხოლო მოგვიანებით მყარად დაინერგა აშშ-ს ბაზარზე. ამ წელს გეგმაშია ლუდის ექსპორტი პიცის გემოთი ევროპის ქვეყნებშიც.

3eddc9c9d6f7
2 ლუდი-შამპანური

ეს იდეა ლუდისა და შამპანურის ერთ ბოთლში გაერთიანება – აზრად მოუვიდათ ამერიკელ ლუდისმხარშავებს. 2006 წელს კომპანიამ „Cobra Beer“ გაუშვა წარმოებაში (დაიწყო წარმოება) ლუდი სახელწოდებით Krait Prestige Champagne Lager. მისი წარმოების პროცესი დიდად არ განსხვავდება შამპანურის დამზადებისაგან, თუმცა საფუარის დამატება აუცილებელია. პროცენტული ალკოჰოლის შემცველობა მასში საკმაოდ მაღალია-8%.

ea118f5128d2

3.ბამბუკის მწვანე ლუდი

სასმელი ელვარე ზურმუხტოვანი-მწვანე ფერის შეიცავს მცენარის ფოთლების ექსტრაქტს. ბამბუკისაგან ლუდის მოხარშვის იდეა ეკუთვნის ჩინელებს. სასმელისათვის ფოთლებს აგროვებენ გვიან შემოდგომაზე , რის შემდეგაც ახმობენ და ექსტრაქტს ამზადებენ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ლუდი ითვლება სასარგებლოდ ალკოჰოლის დაბალი შემცველობის გამო და ზემოქმედების უნარით, რომ გამოყოს ნარჩენი პროდუქტები და ტოქსინები ორგანიზმიდან.

59466a918102

4.კონიაკი -ლუდი

ბოსტონის კომპანიის “Samuel Adams” ლუდმხარშავებმა გადაწყვიტეს გაეზარდათ სპირტის შემცველობა ლუდში 7 პროცენტიდან 27 -მდე. მიღებულმა პროდუქტმა მიიღო სახელწოდება Utopias და გახდა ერთ-ერთი ძალიან ძლიერი და ძვირადღირებული მთელ მსოფლიოში. მის დამზადებაში იყენებდნენ სვიის 4 სახეობას, თვითონ სასმელი კი ინახება დიდი ხნის განმავლობაში კონიაკის ან ვისკის ბარელებში. ერთი ბოთლის ფასი შეადგენს 150 დოლარს. კონიაკის ლუდის მიღება რეკომენდირებულია ჭამის შემდეგ, თანაც პატარა ყლუპებით , როგორც ვისკი.

a785ed48ac85

5. ბავშვების ლუდი

იაპონელებმა გამოთვალეს, რომ ბავშვები არაფრით განსხვავდებიან მოზრდილებისგან და გადაწყვიტეს შეექმნათ ბავშვთა ლუდი. ახლა ბავშვებს სამ წელზე ზემოთ, ბავშვთა ბაღის მერე შეუძლიათ გასინჯონ ერთი-ორი ბოთლი ქაფიანი სასმელი. უალკოჰოლო ლუდმა ვაშლის არომატით მიიღო სახელწოდება Kodomo-no-nominomo. ბავშვთა ლუდი გამოჩნდა ჯერ კიდევ 2005 წელს. თუმცა ასეთი ლუდის სარგებლიანობა ან საშიშროება ჯერჯერობით კამათის ქვეშაა. მაგალითად, დასავლეთის ქვეყნების აზრით, ასეთი სასმელები თინეიჯერებში გამოიწვევს ალკოჰოლიზმს, ხოლო იაპონიაში სადაც არის ტრადიცია სასმელის ერთობლივი დალევის, ამ ლუდის დახმარებით სურთ ერთ მაგიდასთან თავი მოუყარონ მოზრდილებსაც და ბავშვებსაც.

e1db695f1a29
6.გამაახალგაზრდავებელი ლუდი

2004 წელს გერმანიაში დახლებზე (თაროებზე) გამოჩნდა გაახალგაზრდავების ლუდი. ის დღესდღეობითაც გაყიდვაშია. სასმელის, სახელწოდებით Anti Aging Bier-ის შემადგენლობაში ტრადიციული ქერის, საფუარის, სვიის გარდა შევიდა წყალი -ცხელი მინერალური წყაროებიდან, ვიტამინები და ანტიოქსიდანტები. მაგრამ მთავარ ინგრედიენტად გვევლინება სპირალური წყალმცენარეები-სპირულინები, რომელიც ეხმარება იმუნური სისიტემის მოქმედებას, ასევე აქვს კიბოს საწინააღმდეგო თვისებები. სხვათა შორის ეს ლუდი გამოსადეგია აბაზანისათვისაც.
80a072b5089f
7. რძიანი ლუდი

2007 წელს იაპონიის ქალაქ ნაკასიბეცის მაღაზიებში გამოჩნდა ლუდი იარლიყით, სადაც აღწერილია, რომ ეს სასმელი ეფუძნება ძროხის რძეს. ასეთი უჩვეულო ლუდი მოხსენებულია სახელწოდებით Bilk- “beer” და „milk” . იდეა რომ შეეცვალათ ლუდში წყალი რძით აზრად მოუვიდა ფერმერს ხოკაიდოს კუნძულიდან. მას ენანებოდა რომ გადაეყარა ჭარბი რძის პროდუქტები და შესთავაზა მათი ყიდვა ადგილობრივ ლუდსახარშ კომპანიას, სადაც ეს -ეს არის შეიმუშავეს უჩვეულო სასმელის მომზადების ტექნოლოგია.

ebe33fe03731
8. წყალმცენარეების ელი.

შოტლანდიის ლუდსახარში Williams Brothers აწარმოებს ელს ზღვის წყალმცენარეებიდან. ეს რეცეპტი ცნობილი გახდა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში . ლუდში წყალმცენარეებს უმატებენ პირველადი ფერმენტაციის სტადიაში, რომლის მეშვეობითაც ლუდი იღებს „ზღვის“ ელფერს. ამ ლუდს უწოდებენ Kelpie Seawood, სადაც კელპი- წყლის სულია და ბინადრობს ტბებსა და მდინარეებში. სვათა შორის , ზუსტად მისი ეს იმიჯი (გამოსახულება) ამშვენებს ელის იარლიყს.

c0ce1e230337
9. „ოქროს“ ლუდი

ლუდში ძვირფასი მეტალის დამატების იდეა ეკუთვნის ჩეხ ლუდმხარშველს. ადამიანმა სახელად მარეკ პეტონმა ჩადო ლუდის ბოთლში ოქროს ფოლგის უწვრილესი თხელი ზოლი , სირძით 8 სმ და წონით 0,018 გ, რომელიც შემდეგ დაიმსხვრა ლუდის ნაკადის ზეწოლისას. ამ ტექნოლოგიის წყალობით ლუდმა მიიღო საუცხოო ნაირფერადობა. ერთი ბოთლის ფასი შეადგენს 13 ევროს.

abc98ce1d8ad
10. ლუდი ძაღლებისთვის
2007 წელს კომპანიამ Bowser Beer-მა შექმნა ლუდი ძარლებისთვის- თითო ბოთლის ფასი 3.5$ს შეადგენს. ამ ლუდს იხილავთ ამერიკის 40 ამდე შტატში. ლუდი სასარგებლოა: აქვს ქათმის ბულიონის არომატი (ფუუ :დ ), შეიცავს გლუკოზას, ვიტამინებს, რომელიც ძაღლის ბეწვისთვის სასარგებლოა.ამერიკის შეერთებული შტატების გარდა ლუდს იხილავთ ბელგისა და ჰოლანდიაშიც.

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button