არქივი

მცირე ინფორმაცია ძაღლებზე

197fee1ebb70
ეს ჩემი პირველი პოსტია და ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ მცირე ინფორმაცია ძაღლის რამოდენიმე ჯიშის შესახებ.ეს პოსტი შეიძლება თქვენი ოთხფეხა მეგობრის შერჩევაშიც დაგეხმაროთ.

პირველად მინდა წარმოგიდგინოთ>>ფრანგული ბულდოგი
94b9629994d5
სამშობლო—საფრანგეთი
ჯიშის გაჩენის დრო—მე-19-ე საუკუნე
გამოყენება—კომპანიონი
სიცოცხლის ხანგძლივობა– 11-12 წელი
წონა– 10-13 კგ.
სიმაღლე– 30,5-31,5 სმ.

ძაღლის ეს ჯიში ვირთხების დასაჭერად გამოიყვანეს,მაგრამ მოგვიანებით დაკუნთული,გაბედული ბულდოგი პარიზელი მუშების საყვარელი ძაღლი გახდა.დღესდღეობით ფრანგული ბულდოგის ჯიშის რაოდენობა მრავალრიცხოვანი არ არის,მაგრამ მან “სოციალურ კიბეზე წინ წაიწია” და ახლა შედარებით შეძლებულ ოჯახებში დამკვიდრდა.
ფრანგული ბულდოგი შეიძლება იყოს ჩალისფერი, ამლაკი, ხალებიანი(ჭრელი), ვეფხვისებრი შეფერილობის. ბალანი მოკლეა, ხშირი, მბზინავი და რბილი.

479083c4687c

მინიატურული პინჩერი

სამშობლო — გერმანია
ჯიშის გაჩენის დრო– მე-18-ე საუკუნე
გამოყენება ადრე—ვირთხების დასაჭერად დღეს–კომპანიონი
სიცოცხლის ხანგძლივობა— 13-14 წელი
სხვა დასახელება–ჯუჯა პინჩერი,ცვერგპინჩერი
წონა– 4-5 კგ.
სიმაღლე– 25-30 სმ.

მინიატურული პინჩერი შეიქმნა მღრღნელების განადგურების მიზნით.დღეს ეს ციცქნა ტერიერი(გერმანული სიტყვა “პინჩერი” იგივეს ნიშნავს,რასაც ინგლისური “ტერიერი”-სოროს ძაღლი) მხოლოდ სახლის პირობებში ჰყავთ,თუმცა მას არ დაუკარგავს ვირთხის ჭერის არაჩვეულებრივი ნიჭი.მიუხედავად მოკრძალებული ზომებისა,მინი-პინჩერი სიამოვნებით იწვევს საჩხუბრად დიდ ძაღლებს და შედეგებზე დაუფიქრებლად,ყოველთვის ცდილობს პირველმა დაფხაჭნოს ისინი.
მინი-პინჩერს აქვს მოკლე,ხშირი,მბზინავი ბალანი,რომელიც მთელ სხეულზე თანაბრად არის განაწილებული.იგი შეიძლება იყოს წითური,მონაცრისფრო-წითური,შოკოლადისფერ-ჩალისფერი,მოშავო-ჩალისფერი.
056197ee2326

cb2fc0d145ac
ბულტერიერი

სამშობლო–დიდი ბრიტანეთი
ჯიშის გაჩენის დრო– მე-19-ე საუკუნე
გამოყენება ადრე–მებრძოლი ძაღლი,კომპანიონი დღეს–კომპანიონი
სიცოცხლის ხანგძლივობა– 11-13 წელი
სხვა დასახელება–ინგლისური ბულტერიერი.
წონა — 24-28 კგ.
სიმაღლე– 53-56 სმ.

ბულტერიერის ჯიში გამოიყვანა ჯეიმს ჰინკსმა ქალაქ ბირმინგემიდან(ინგლისი) ბულდოგის და დღეს უკვე გადაშენებული თეთრი ინგლისური ტერიერის შეჯვარებით.ბულტერიერი კეთილგანწყობილია ადამიანის მიმართ და ძაღლის სხვა ჯიშებთან შედარებით იშვიათად იკბინება.მაგრამ,თუ ბულტერიერმა გადაწყვიტა დაკბინოს მოწინააღმდეგე,მის კბილებს საშინელი დაზიანების მიყენება შეუძლია-მსხვერპლისგან მისი მოცილება ძალიან ძნელია.
ბულტერიერის ბალანის ფერი შეიძლება იყოს თეთრი,მოყვითალო-მოყავისფრო,წითური,სამფეროვანი(შავი,წითური,თეთრი),ვეფხვის შეფერილობის მსგავსი.

0a7961ecbc04

3de00f22b1b1
ამერიკული პიტ-ბულტერიერი

სამშობლო–აშშ
ჯიშის გაჩენის დრო– მე-19-ე საუკუნე
გამოყენება ადრე–მებრძოლი ძაღლი დღეს—კომპანიონი
სიცოცხლის ხანგრძლივობა– 12 წლამდე
წონა– 14-36 კგ.
სიმაღლე– 46-56 სმ

დღესდღეობით ამ სახეობის ძაღლების მარტო სახელის ხსენება ისტერიას იწვევს.ეს გამოწვეულია იმით,რომ პიტ-ბული წარსულში მებრძოლი ძაღლი იყო,დღეს კი ზოგიერთი პატრონი გაწვრთნის უხეშ ფორმებს მიმართავს,რის შედეგად ძაღლი ნებისმიერ მომენტში მზად არის ეცეს სხვა ცხოველს და ადამიანსაც კი.აქვე აღვნიშნავთ, რომ პიტ-ბულტერიერების უმრავლესობა(თუ ლეკვობიდან მიაჩვიეთ პატრონის ბრძანების შესრულებას) ალერსიანი და გულღია შინაური ცხოველია.
პიტ-ბულის ფერი ნებისმიერია.პატარა ოვალური თვალები მშვიდად იცქირება.აქვს მოკლე ,ხშირი აბრეშუმივით ბალანი.

e01cb97b2ca6
წყარო:წიგნი-ძაღლების ენციკლოპედია

ბოდიშს გიხდით დაშვებული გრამატიკული შეცდომებისთვის.
მოწონების შემთხვევაში განვაგრძობ სხვა ჯიშებზე წერას

v131

...

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button