მისტიკასაკითხავიუცნაური

ბროსნია – ბროსნოს დრაკონი

Уменьшить
ბროსნოს დრაკონის ილუსტრაცია

ბროსნოს დრაკონი , ცნობილი ასევე როგორც ბროსნია, ლეგენდის მიხედვით არის დასავლეთ რუსეთში, ბროსნოს ტბაში ბინადარი ურჩხული. ის აღწერილია, როგორც დრაკონი ან დინოზავრი და ბევრი ადგილობრივი ლეგენდის გმირია. ნათქვამია, რომ ზოგი ლეგენდა მე-13 საუკუნიდან არსებობს.

Уменьшить
ბროსონოს ტბა

ხალხი თვლის რომ ბროსნია შეიძლება იყოს გიგანტური, მუტანტი თახვი დაახლოებით 100 წლის. არის კიდევ რამოდენიმე მეცნიერული ჰიპოთეზა ბროსნიას შესახებ. ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, როდესაც სულფიდწყალბადმჟავა ადის ზევით იგი წყალს ადუღებს და ეს დუღილი დრაკონს გამოხატავს. სხვა ვერსიის თანახმად წყალქვეშ არის ვულკანი რომელიც ხშირად იფრქვევა და შედეგი ხალხს დრაკონის ნამოქმედარი ჰგონია. ასევე არის ვერსია რომ დრაკონი მხოლოდ მირაჟია რომელიც ანარეკლის გამო იქმნება, ეს მხოლოდ ოპტიკური ილუზიაა.

Уменьшить
ბროსნიას ილუსტაცია

უკვე რამოდენიმე საუკუნეა ლეგენდები დადის წყალქვეშა ურჩხულზე. ერთი ლეგენდის მიხედვით მონსტრმა მონღოლთა არმია, რომელიც ნოვგოროდისკენ მიემართებოდა, სიკვდილამდე შეაშინა და უკან მიაბრუნა. ეს მოხდა მე-13 საუკუნეში. მათმა ლიდერმა ჯარი დასასვენებლად გააჩერა და ცხენებს წყლის დალევის უფლება მისცა. როდესაც ცხენებმა დაიწყეს წყლის დალევა, გაისმა საშინელი ხმა და წყლიდან ურჩხული ამოვიდა, რომელიც ცხენებს და ჯარისკაცებს დაერია. სხვა ლეგენდების მიხედვით, გიგანტური პირი ჭამდა მეთევზეებს. ასევე ნახსენებია, რომ ქვიშის მუტანტი ტბის ზედაპირზე დროდადრო ჩნდებოდა და უჩინარდებოდა ხოლმე. სხვა ლეგენდის მიხედვით, ავაზაკებს განძის დამალვა სურდათ კუნძულზე, რომელიც ტბაში მდებარეობდა, თუმცა იმედი გაუცრუვდათ, როდესაც ურჩხულმა ისინი კუნძულიანად გადასანსლა.

დაახლოებით მე-18 მე-19 საუკუნეებში გავრცელდა ახალი ლეგენდა ბროსნიას შესახებ. ნათქვამია, რომ ერთ საღამოს ურჩხული ტბის ზედაპირზე ამოსულა, თუმცა ხალხის მოახლოება და მისი გაუჩინარება ერთი იყო. ასევე ნათქვამია რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ბროსნიამ გადაყლაპა გერმანული თვითმფრინავი პილოტიანად. დღეისათვის ხალხი აცხადებს, რომ ისინი გახდნენ თვითმხილველები, როგორ ამოვიდა ზედაპირზე ან გადმოატრიალა ნავი და ა.შ. ადგილობრივი ხალხი ამბობს, რომ გაუჩინარებული ადამიანები ზუსტადაც რომ ბროსნიას ნამოქმედარია.

 

Уменьшить
თვითმხილველის გადაღებული ფოტო

Уменьшить
ილუსტრაცია

1shkhnel1

............

მსგავსი ამბები

Back to top button