ჰონგ კონგის ქალაქ შან-ტინში, მთის გორაზე არის ათი ათასი ბუდას მონასტერი. ეს არ წარმოადგენს ნამდვილ მონასტერს, რადგან იქ ბერების ნაცვლად მხოლოდ ტურისტებს იხილავთ.
ეს უჩვეულო ადგილი ბუდას 13 ათასი სკულპტურით არის მორთული.სანამ ე.წ. მონასტერმადე ახვალთ , რომელიც, როგორც აღვნიშნე გორაზეა, უნდა აიაროთ 400 საფეხური.
თითოეული ქანდაკება არის უნიკალური. შევხვდებით- მელოტ ბუდას, მსუქან ბუდას, მაჩო ბუდას (:D), ბუდას ძაღლებთან, დრაკონებთან, გომბეშოებთან ერთად. ბუდას ქანდაკებები ყველგანაა- ანძებზე, მდელოებზე და კედლებიც კი პატარა მინიატურული სკულპტურებითაა მორთული. იხილეთ სურათები
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12