გასართობისაკითხავისასარგებლო

მე-19 საუკუნის ფრანგი მწერლები (ნაწილი მესამე)

center
მე-19 ფრანგი მწერლების ისტორიები, რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს ინტერესს (გაგრძელება)

გარდამავალი პერიოდი

გუსტავ ფლობერი-Gustave Flaubert (1821-1880)
center
გუსტავ ფლობერის “მადამ ბოვარი” (1857) რომანტიზმის და რეალიზმის გარდამავალ პერიოდს წარმოადგენს. ნაწარმოებში არაჩვეულებრივი დამაჯერებლობითაა ახსნილი ბურჟუაზიულ საზოგადოებაში ოჯახურ ურთიერთობათა რღვევის კანონზომომიერებანი, ადამიანთა ფსიქოლოგია და გარემო. რომანის გმირი პროვინციელი ექიმის მეუღლე ემა ბოვარი მონოტონური ერთფეროვნებისაგან, თავის დაღწევის მიზნით, სასიყვარულო ამბავში ეხვევა, რაც მისი თვითმკვლელობით სრულდება. ფლობერი ამით არა მხოლოდ სენტიმენტალური ილუზიების უაზრობას ან სიყვარულის ძიების პათოსს აჩვენებს, არამედ აკრიტიკებს საზოგადოებას, სადაც ფილისტერობამ ინდივიდუალურობისა და ადამიანური მისწაფებებისათვის ადგილი აღარ დაუტოვა.

გი დე მოპასანი-Guy de Maupassant (1850-1893)
center
გი დე მოპასანი ფლობერის მოწაფე იყო და, ამასთანავე, მისი ნათლულიც. მისი რომანები და, განსაკუთრებით, მოკლე მოთხრობები ფლობერის მიერ მხილებულ უხამსობის, თვალთმაქცობისა და ფარისევლობის გამოძახილს წარმოადგენს. მოპასანის შემოქმედებას თან გასდევს მოურიდებელი, ძარღვიანი რეალიზმი და მწერლის სატირული ნიჭი. გამოკვეთილია ბრძოლის უპერსპექტივობით გამოწვეული პესიმიზმი. მოპასანის გმირებიდან ავტორის სიმპათიას თითქმის მხოლოდ ღარიბი და საზოგადოებიდან გარიყული ადამიანები იმსახურებენ.
მოპასანის შემოქმედება გამოირჩევა მდიდარი თემატიკით, რეალისტური დეტალების გამოკვეთით, დახვეწილი და ლაკონური ენით. ამავე დროს, ნაწარმოებში მთელი სიმძაფრითაა ნაჩვენები იმ დროის ყოფა და მანკივრებანი.

ემილ ზოლა-Emile Zola (1840-1902)
center
ემილ ზოლა ფრანგული ცხოვრების ამაზრზენი ასპექტების მამხილებლად მოპასანისეულ დახასიათებებს იყენებდა. თუმცა, ამ ორ მწერალს შორის განსხვავევაბაა, ეს განსხვავება ზოგადად, რომანის მნიშვნელობის განსაზღვრაში მდგომარეობს. იქ, სადაც მოპასანი ყოველთვის კმაყოფილებას გამოხატავდა განხილვის, აღწერისა და ზოგჯერ დაგმობის დროსაც, ზოლა ამ ელემენტებს მისი წარმოსახვის იდეალებთან ერთად აერთიანებდა.
ისევე როგორც ბალზაკმა გაავლო პარალელი ზოოლოგიასა და მწერალს შორის, ზოლაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ბიოლოგიურ-ფიზიოლოგიურ და მემკვიდრეობითობის საკითხებს. შესაბამისად, მის ნაწარმოებში იგრძნობა ფილოსოფიის კურსისა და ბუნებისმეტყველების შრომის გავლენა. ზოლას სურდა მწერლის, როგორც მეცნიერული მკვლევარის იდეის განვითარება. მწერლის საქმე და სამედიცინო ექსპერიმენტული კვლევის ფუნქცია ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდება. მწერალი უზრუნველყოფს მისი მოქმედი გმირების ხასიათების გამოვლენას და მოვლენების განვითარებას, რაც ძალიან შორსაა მეცნიერული მკვლევარისაგან.
ზოლას სერიულ ეპოპეაში “რუგონ-მაკარებია” (1871-1893) ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი რომანები შედის. ისინი რეალურად ასახავენ იმპერიალიზმის ფაზაში შესულ ბურჟუაზიულ საზოგადოებას და ღირსშესანიშნავ მოვლენას წარმოადგენს ფრანგული რეალიზმის განვითარების გზაზე. ამ რომანების ციკლში შედის “ქალთა ბედნიერება” (1884), “მიწა” (1887), “ფული” (1891) და სხვა. ამ ნაწარმოებში ერთი ოჯახის ევოლუციის საფუძველზე საფრანგეთის სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება, ზნე-ჩვეულებანი და ყოფა აისახება.
ზოლა აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. წერდა ჰუმანიზმთა და ანტიიმპერიალისტური სულისკვეთებით გამსჭვალეულ წერილებს. ფრანგული ლიტერატურის ისტორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი სტილი — სადა, ზოგჯერ მშრალი, მეცნიერული და ზოგჯერ უკიდურესად ემოციური. ზოლას გავლენა მსოფლიოს მრავალმა მწერალმა განიცადა. იგი ხშირად მოიხსენიებოდა, როგორც “მასების პოეტი”.

თეგები
Booking.com

EinsteiN

............

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close