საკითხავისასარგებლოუცნაური

შეინარჩუნე სახე

პოსტის ნახვა არაა სასურველი არასრულწლოვნებისთვის და სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის! თანამედროვე მსოფლიოში ქალთა სქესის წარმომადგენლების დაჩაგვრის სხვადასხვა ხერხი არსებობს. მართალია ქვეყნების უმეტესობა აქტიურად ცდილობს გენდერული თანასწორობის დაცვას, მაგრამ ამ ყოველივეს საზოგადოების ნაწილი ფეხს სულაც არ უწყობს. პოსტში საუბარი იქნება მუსულმანური სამყაროს უცნაურ ტრადიციაზე, გაიგებთ რატომ და ვინ ამახინჯებს ქალებს მჟავით.

მჟავით თავდასხმა – ძალადობის ერთგვარი ფორმა, რომელიც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის მსხვერპლს. მჟავა წვავს კანს, აზიანებს კანის ქსოვილებს, შლის ძვლებს. ძირითადად დამნაშავეები ქალებს სახეზე ასხამენ მჟავას. ეს კი იწვევს სიბრმავეს და სახის კანზე საშინელ ნაწიბურებს ტოვებს. ამგვარი თავდასხმების მაღალი მაჩვენებლით თავს ,,იწონებენ” შემდეგი ქვეყნები: კამბოჯა, ავღანეთი, ბანგლადეში, ინდოეთი, პაკისტანი და აზიის სხვა ქვეყნები. მსხვერპლთა 80% ქალია, მათ შორის 40% გახლავთ 18 წელს ქვემოთ გოგონები.

თავდასხმის შემდეგ მსხვერპლი საშინელ ტკივილებს განიცდის, და თან არა მხოლოდ ფიზიკურს. ნაკლის დასაფარად უამრავი ოპერაციაა საჭირო, თუმცა უმეტესად საქმეს ოპერაციები ვეღარ შველის. ამას გარდა გოგონები ცდილობენ საზოგადოებაში აღარ გამოჩნდნენ, მათი სახე ერთგვარი დაღია ცხოვრებაში,რომლის ტარებაც ბოლომდე მოუწევთ. თანაც არ დაგავიწყდეთ რომ თავდამსხმელები გარეთ მშვიდად დასეირნობენ და მათი დასჯა არც არავის მოუვა აზრად.

სამხრეთ აზიაში მჟავით თავდასხმა უმეტესად გამოიყენება სექსუალურ ურთიერთობაზე ან ქორწინებაზე უარის თქმის შემთხვევაში და მზითევის ამგვარი ფორმით ანაზღაურების დროს. მეცნიერები აცხადებენ,რომ მიწებზე და ზოგადად საკუთრებასთან დაკავშირებული დავების გამო ხშირად მიმართავენ თავდასხმის ამ ხერხს. ბანგლადეშში კი მჟავით თავდასხმა ოჯახურ ძალადობას უფრო უკავშირდება.
ინდოეთში ძირითადად დაბალი კასტის წარმომადგენლები გვევლინებიან მსხვერპლად. მაღალი კასტის ხალხი ხშირად სიმშვიდეს ურღვევს დალიტებს. კამბოჯაში ცნობილია რამდენიმე ფაქტი,როცა ქალები იყენებენ მჟავას სხვა ქალბატონების წინააღმდეგ, რაღა თქმა უნდა ამ უკანასკნელთ თავდამსხმელების ქმრებთან სასიყვარულო ურთიერთობები აკავშირებთ.

კიდევ რა შეიძლება გახდეს თავდასხმის მიზეზი? სხვა რა თუ არა ჩაცმულობა, მოგეხსენებათ მუსულმანური სამყარო განსაკუთრებით დიდ ყურადღებას სწორედ ტანისამოსს უთმობს. დღესდღეობითაც ასობით ქალი ბრმავდება მამრი ფანატიკოსების გამო, მხოლოდ იმიტომ რომ ხიჯაბი არ აცვიათ, ან თუკი მათი ჩაცმულობა რომელიმე ასეთ ფანატიკოსს ზედმეტად გამომწვევი მოეჩვენება. 2008 წელს ავღანეთში ექსტრემისტები მოსწავლესაც დაესხნენ თავს, მათ არ მოსწონდათ რომ გოგონა სკოლაში დადიოდა და სწავლობდა, თალიბანების მმართველობის დროს ხომ ქალებს სკოლაში სიარული ეკრძალებოდათ.

თავდამსხმელები უმეტესად ჰიდროქლორიდის ან გოგირდმჟავას იყენებენ.

ახლა კი გავიცნოთ ქალბატონები..

Munira Asef 23 წლის, მან 5 წლის წინ ერთ ბიჭს ცოლობაზე უარი უთხრა, შეურაცხყოფილმა ,,სასიძომ” კი შური ამ მეთოდით იძია. გოგონამ 7 ოპერაცია გაიკეთა,რომ სახის ნაწილი აღედგინა.

Irum Saeed, 30 წლისაა, მას დღემდე კარგად ახსოვს თუ რა მოხდა 12 წლის წინ. მაშინ ჯერ კიდევ 17 წლის თინეიჯერი იყო, დადიოდა კოლეჯში და ცხოვრება უხაროდა, ვიდრე ერთი ბიჭი არ გამოჩნდა, რომელმაც ცოლობა სთხოვა. ირუმმა ის უარით გაისტუმრა, თუმცა ბიჭმა გადაწყვიტა გოგონა სახეზე სამუდამოდ დაეტოვებინა თავისი ნაკვალევი, მას კოლეჯისკენ გაჰყვა და სპეციალურად ვიწრო ქუჩა შეარჩია თავდასხმისთვის, რომ მსხვერპლი ადვილად ვერ გაქცეოდა. ასეც მოხდა, მან მთელი ქილა მჟავა გადაასხა გოგოს, როგორც სახეზე, ასევე მხრებსა და ზურგზე. ირუმს 25 ოპერაცია აქვს გაკეთებული და მისი სახის მდგომარეობას ფოტოზე კარგად ხედავთ..

Shameem Akhter 20 წლისაა, ის 17 წლის იყო როცა საშინლად დაამახინჯეს. დღესაც ვერ იხსენებს როგორ აღმოჩნდა კრიმინალების ხელში, როგორ გაიტაცეს და გააუპატიურეს შურისძიების მიზნით, ესეც არ აკმარეს და მჟავა გადაასხეს, იმ მიზეზით რომ აღარასოდეს გათხოვილიყო. დამნაშავეებმა სასურველ მიზანს მიაღწიეს.. გოგონამ 10 პლასტიკური ოპერაცია უკვე გაიკეთა.

Najaf Sultana 16 წლისაა, ის ასე საშინლად მაშინ დაამახინჯეს, როდესაც მხოლოდ 5 წლის იყო. ალბათ გაგიკვირდებათ,როცა გაიგებთ რომ თავდამსხმელი მამამისი გახლდათ. იგი ღამე, ძილში მიეპარა საკუთარ შვილს და მჟავა გადაასხა, თანაც მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახში კიდევ ერთი გოგო აღარ უნდოდა. ამის შემდეგ პატარა ნაჯაფი დაბრმავდა, მშობლებმა კი მიატოვეს და დღესდღეობით ნათესავებთან ცხოვრობს. მას უკვე 15 პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული.

Shehnaz Usman ახლა 36 წლისაა, თუმცა სახეზე აწერია რომ დალხინებული ცხოვრება არ გამოუვლია. მოძალადედ ამ შემთხვევაში ნათესავი გვევლინება, მიზეზი კი ოჯახებს შორის არსებული დავა გახლდათ. საბრალო შეჰნაზმა უკვე 10 ოპერაცია გაიკეთა საშინელი ნაწიბურების მოსაცილებლად.

Shahnaz Bibi 35 წლისაა, მან ასეთი საშინელი დამწვრობა 10 წლის წინ მიიღო. ისევე როგორც წინა შემთხვევაში, ამჯერადაც თავდამსხმელი ნათესავი გახლდათ და ისევ იგივე მიზეზით, ანუ ოჯახურ დავასთან გვქონდა საქმე. შაჰნაზს პლასტიკური ოპერაცია არ გაუკეთებია :(

Kanwal Kayum 26 წლისაა, ის 1 წლის წინ დასაჯა ასეთი ფორმით იმ ბიჭმა,რომელმაც ცოლობა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო. გოგონას პლასტიკური ოპერაციები ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

Memuna Khan 21 წლისაა, მას რამდენიმე ბიჭი დაესხა თავს, მენუნასა და თავდამსხმელების ოჯახებს რაღაც დავა ჰქონდათ და ბიჭებმაც შურისძიების ასეთი ფორმა აირჩიეს. გოგონამ უკვე 21 ოპერაცია გაიკეთა.


Zainab Bibi 17 წლისაა, ის 12 წლის გახლდათ როდესაც ცოლობა სთხოვეს, გოგონამ უარი უთხრა,მაგრამ რა იცოდა თუ ეს უარი საბოლოოდ დაუნგრევდა ცხოვრებას. ზაინაბმა რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა.

Saira Liaqat, 26 წლის. ქალს ხელში საკუთარი პორტრეტი უჭირავს, სწორედ ასე გამოიყურებოდა ის საშინელი დამწვრობების მიღებამდე. საირა 15 წლის გახლდათ როცა ნათესავზე იქორწინა, თუმცა ქმართან საცხოვრებლად არ გადასულა და სწორედ ეს გახდა ჩხუბის მიზეზი. ოჯახები შეთანხმდნენ რომ გოგონა როცა სკოლას დაამთავრებდა, მხოლოდ მაშინ დაიწყებდა ქმართან ერთ სახლში ცხოვრებას. თუმცა თავად ქმარს ეს შეთანხმება არ აკმაყოფილებდა და მან ცოლს მჟავა გადაასხა. გოგონამ 9 ოპერაცია გაიკეთა.

Nasreen Sharif 23 წლის. ეს ქალი ერთ დროს ძალიან ლამაზი იყო, შესაბამისად ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავდა. ასე დასამახინჯებლად კი საკუთარმა ნათესავმა გაიმეტა. როცა ნასრინს ეძინა, დეიდაშვილმა მთელი ბოთლი მჟავა გადაასხა სახეზე, მხოლოდ ერთი მიზეზით. თურმე ის ვაჟბატონი ვერ უძლებდა თუ როგორ უყურებდნენ და რა რეპლიკებს ისროდნენ ბიჭები, როცა ნასრინს ხედავდნენ. ძველი სილამაზისგან ახლა აღარაფერი დარჩა. ,,სახე ჩამომიდნა და თმა დამეწვა, ახლა ბრმა ვარ, არც ყურები მაქვს და სუნსაც კი ვერ ვგრძნობ” – ამბობს ნასრინი.

Bashiran Bibi 57 წლის. ის მჟავით არ დაშავებულა, მაგრამ როგორც ხედავთ საშინელი დამწვრობები აქვს მიღებული. ეს დაახლოებით 25 წლის წინ მოხდა, ქალი გათხოვდა და დედამთილმა შელაპარაკების დროს ხელი კრა და ღუმელზე დააგდო. ოჯახმა დანაშაული დამალა და განაცხადეს, რომ ყველაფერი შემთხვევით მოხდა, რომ ბიბის ეპილეფსიური შეტევა ჰქონდა და ამიტომაც დავარდა ღუმელზე. ქალი კი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბედს შეეგუა და ასეთ ოჯახში განაგრძო ცხოვრება, ინციდენტის შემდეგ 5 შვილიც გააჩინა. ქმარი კი საშინლად ძუნწი ყავს, ქალმა რაც არ უნდა დახმარება აიღოს თავისი მდგომარეობის გამო, ყველაფერს ქმარი ხარჯავს თავისი საჭიროებისამებრ.

…………………………………………………………………………………………………………………..

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close