ახალი ამბები

ბოიკოტი odnoklassniki.ru – 23 დეკემბერი

odnologo ru

როგორც რუსული პორტალი ლენტა.რუ იტყობინება, სოციალური ქსელის – odnoklassniki.ru – მომხმარებლები ინტერნეტ-რესურსისთვის ბოიკოტის გამოცხადებას აპირებენ.

აქციის პირველი ნაწილი 23 დეკემბერს გაიმართება. პროტესტის გამოსახატად მომხმარებელს მოუწოდებენ, ამ დღეს საიტით სარგებლობისგან თავი შეიკავონ.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ საიტი ნაწილობრივ ფასიანი გახდა.

კერძოდ, ნოემბრიდან ფასიანია რეგისტრაცია. გარდა ამისა, “მეგობრების აქტივობის ხაზის” გამორთვაც მხოლოდ გარკვეული საფასურის გადახდით შეიძლება. არადა მომხმარებლების უმრავლესობას სულაც არ სურს, ყველასთვის თვალსაჩინო გახადოს, დაიმატებს თუ არა ახალ მეგობარს, შეუერთდება თუ არა ჯგუფს, დატოვებს თუ არა შეტყობინებას ფორუმზე. უფრო ხშირად მსგავსი ინფორმაციის მიღება არც სხვებზე სურს.

იანვრის ბოლოს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა “დუმილის პერიოდი” დაგეგმეს; თებერვლიდან კი საიტ “vkontakte.ru”-ზე დარეგისტრირების დაწყებით ”იმუქრებიან” (ეს საიტი რუნეტში “ოდნოკლასსნიკების” მთავარი კონკურენტია).

პროტესტანტების ოფიციალური საიტი იტყობინება, “ოდნოკლასსნიკების” ადმინისტრაციამ ადრე პროტესტის ნიშნად შექმნილი 7 ჯგუფი გააუქმაო. თითოეულში 210 ათასი ადამიანი იყო. სულ “ოდნოკლასსნიკის” მომხმარებელი 27 მილიონი ადამიანია.

შეუერთდებიან თუ არა ‘დუმილს’ ან ‘ბოიკოტს’ საიტის ქართველი მომხმარებლები, თითოეულის გადასაწყვეტია.

წყარო: www.forum.ge – K1CK3R

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button