არქივი

მერი შელი და ფრანკენშტეინი

8c609a37a25f

არ არსებობს ადამიანი რომელსაც ერთხელ მაინც არ აქვს გაგონილი ფრანკენშტეინის შესახებ. მონსტრის რომელმაც მთელი კინოსამყაროს ფანდაზია გააღვიძა,ადამიანებში კიშიში დათესა.ამ მონსტრის ისტორიის შემქმნელი ქალია სახელად “მერი შელი”

მერი ლონდონში დაიბადა.მისი დედა ცნობილი ფემინისტი,მასწავლებელი და მწერალი “მერი უოლსტონკრაფტი” იყო ხოლო მამა კი ლიბერალური ფილოსოფოსი და ჯურლაისტ-ანარქისტი “უილიამ გოდვინი”.მერის დედა მალევე გარდაიცვალა და შვილებზე მეურვეობა მამამ აიღო.სწორედ მისი დამსახურებაა რომ მერიმ შესანიშნავი განათლება მიიღო.იმ პერიოდისათვის ქალისათვის ასეთი სრულყოფილი განათლება ძალიან იშვიათი და გასაკვირი იყო.მალე მერიმ თავისი მომავალი ქმარი “პერსი შელი” გაიცნო რომელსაც იმ პერიოდში ცოლი ჰყავდა მაგრამ მასთან უბედური იყო.მერის გაცნობის შემდეგ მან გოდვინების ოჯახში ხშირად დაიწყო სიარული.1814წლის ზაფხულში მერი და პერსი პარიზში გაიპარნენ.მათ ევრი წინააღმდეგობა შეხვდათ მაგრამ მერისთვის ჰერსი ერთადერთ და ნამდვილ სიყვარულად დარჩა.

1816 წელს მერი გოდვინი,მისი ქმარი ლორდი ბაირონი,მისი საყვარელი კლერ კლერმონტი და ექიმი ჯონ უილიამს ჰოლიდორი ჟენევის ტბაზე გაემზავრნენ სადაც ულამაზესი ხედი მათ შთაგონებას ამძაფრებდა.ამ დროს დაემტხვ გადაურებელი წვიმები და უმეტეს ნაწილს ისინი სახლში ატარებდნენ.საღამოობით ისინი უცნაურ თემებზე უმეტესად კი ფილოსოფოს ერამზ დარვინის უცნაურ ექსპერიმენტებზე საუბრობდნენ.როგორც ამბობდნენ ერაზმი ელექტროდენის საშუალებიტ მკვდარი სხეულების გაცოცხლებას ცდილობდა და თურმე შეძლო კიდეც ამ ექსპერიმენტის წარმატებით ჩატარება.მართალია ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორები იყო მაგრამ ამ შემოქმედებითი ხალხისათვის ეს შთაგონების წყაროდ იქცა.

ერთ დღეს ბაირონმა მეგობრებს შესთავაზა რაიმე არამიწიერი მოტხრობა დაეწერათ.როგორც ჩანს საუბრებით გამოწვეული შთაბეჭდილება მართლაც რომ დიდი იყო.ერაზმის ექსპერიმენტების გარდა ისინი მუდმივად საუბრობდნენ ოკულტიზმსა და მოჩვენებებზე.ერთ ღამეს მერის სიზმარში ეწვია “ფრანკენშტეინის” შექმნის იდეა.

მან თავისი სიზმარი შემდეგნაირად გადმოსცა: “მე დამესიზმრა ფერმკრთალი მეცნიერი რომელიც ოკულტური მეცნიერებით იყო გატაცებული.ის საშინელ მონსტრთან იყო დახრილი და მის გაცოცხლებას ცდილობდა.მე დავინახე ადამიანის სახის მქონე საშინელი ფანტომი რომლის ორგანიზმსაც რაღაც ძრავის ჩართვის შემდეგ სიცოცხლის ნიშნები დაეტყო.მისი მოძრაობები მძიმე და მონოტონური იყო თითქოს მიცვალებული ადგა სამარიდან.მართმართლაც საშინელი სანახაობა იყო,ამაზრზენი და გულის მარევი და ამ ყველაფრიდან დასკვნა ერთია: ადამიანის ნებისმიერი მცდელობა რომელიც ღმერთის მიერ შექმნილი სრულყოფილი მექანისზმის მოტყუებისკენ იქნება მიმართული საშინელი შედეგებით დასრულდება”.მალე მერიმ ნაწარმოებზე დაიწყო მუშაობა.მას ტავიდან ნოველის სახე უნდა ჰქონოდა მაგრამ საბოლოოდ ენტუზიასტი პერსი შერის რჩევით რომანში გადაიზარდა.მერისათვის ეს პირველი რომანი იყო.მას “ფრანკენშტეინი ანუ თანამედროვე პრომეთე” ეწოდა.ნაწარმოები 1818 წელს გამოიცა.

Back to top button