არქივი

შანზ-ელიზეს ჯადოსნური იერი

5efb9db1f104

ელისეს მინდვრები მხოლოდ საფრანგეთის კი არა მთელი მსოფლიოს სიამაყეა.მას სამართლიანად მიიჩნევენ ყველაზე ლამაზ პროსპექტად თუმცა ის ვინც ამ საოცარ ადგილას ერთხელ მაინცაა ნამყოფი დაგვეტანხმება რომ ეს ბევრად მეტია ვიდრე პროსპექტი.

თითქმის 2 კილომეტრზე გადაჭიმულ გამზირს უამრავი მუზეუმი თუ ნეოკლასიციზმის სტილში შესრულებული არქიტექტურული ქანდაკება ამშვენებს.პროსპექტი დასავლეთისაკენ 1915 მეტრზეა და ვარსკვლავის მოედნითა და ტრიუპფალური თაღით სრულდება.პროსპექტის სიგანე 71 მეტრია და დღეს-დღეობით ყველაზე ძვირადღირებულ გამზირად ითვლება.

1 კვადრატული მეტრის დაქირავება აქ 10 000 ევროდან იწყება.ამის მიზეზი კი ძალიან ბევრია თუმცა ძირითადი მიზეზი ტურისტები არიან რომლებსაც შანზ-ელიზეს მდიდარი ისტორია,ულამაზესი ხედები და მსოფლიოში განთქმული ღირსშესანიშნაობები იზიდავთ.ელისეს მინდვრების ისტორია მე_15 საუკუნიდან იწყება.მაშინ ამ ტერიტორიას ტყეები და ჭაობები ფარავდა.ფრანგი მეფეები ამ ადგილას ხშირად დადიოდნენ იხვებზე სანადიროდ რადგანაც ლუვრთან ახლოს მდებარეობდა.როდესაც ლუვრის დიასახლისი ახალგაზდა “მარია მედიჩი” გახდა გადაწყვიტა ტყე გაეკაფა და მის ადგილას ულამაზესი ბაღები გაეშენებინა.პირველად ტიუილრის სასახლის ბაღის გაშენება დაიწყეს რომელსაც დედოფლის ბულვარი უწეოდეს.ამის შემდეგ 1667 წელს ლუდოვიკო მე_4 ბრძანა რომ ტიუილრის სასახლიდან ტიუილრის ბაღის გავლით ვერსალამდე გზა გაეკეთებინათ.ბაღის ტერიტორია კიდევ უფრო გაიზარდა.დროთა განმავლობაში მმართველები მუდმივად ზრუნავდნენ ამ ადგილის გფართოებაზე.ამოაშრეს ჭაობი,დარგეს ხეები,გააკეტეს განათება.

8319915c7f94

საფრანგეთის რევოლუციამ ბევრი სიახლე შეიტანა ქვეყანაში მათ შორის ციხესიმაგრეების მშენებლობაშიც.1879 წელს ამ ტერიტორიას ელისეს მინდვრები ეწოდა.ეს სახელი ანტიკური მითოლოგიიდანაა და ელიზიუმიდან-იმქვეყნიური ღმერთის აიდის სამეფოს მინდვრებიდან ირებს სათავეს.მე_19 საუკუნეში ეს ადგილი პარიზელების დასვენების საყავრელი ადგილი გახდა.1838 წელს არქიტექტორმა “ჯაკ ხიტორფმა” აქ პირველი ბაღი გააშენა რომელსაც ულამაზესი პავილიონები და შადრევნები ამშვენებდა.სულ მალე პარკის სიახლოვეს ფრანგმა დიდებულებმა მშვენიერის ასახლეები ააგეს.აქვეა განთქმული ელისეს სასახლე რომელიც საფრანგეთის პირველი პირის რეზიდენცია იყო.ელისეს მინდვრები 2 ძირითად ნაწილად იყოფა: პირველი ბარების და მუზეუმების და მეორე სავაჭრო ნაწილად.პირველ ნაწილში განთავსებულია მუზეუმები მათ შორის ლუვრის მუზეუმი,2 თეატრი,სასახლეები,განთქმული რესტორანი “ლედუაიენი” რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ “გუსტავ ფლობერი”,”ემილ ზოლა” და “გი დე მოპასანი”.მეორე ნაწილში კი მდებარეობს მარაზიები,კინოთეატრები და სხვა.აქ მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული რესტორნები,კაფეები და ავტოსალონები.ელისეს მინდვრები ვარსკვლავის მოედნითა და ტრიუმფალური ტაღით სრულდება რომელიც ლუქსორის ობელისკიდანაც კი კარგად ჩანს.

მსგავსი ამბები

Back to top button