არქივი

ტბის სასახლე

064225e865ff

ინდოეთში მდინარე პიჩოლაზე მდებარეობს ულამაზესი სასახლე რომელიც თეთრი გედივით ამშვენებს ტბას.თეთრი მარმარილოთი ნაგები შენობა კუნძულ “ჯაგ ნივასის” ნაპირებთანაა აგებული.

მისი მშენებლობა 1743 წელს დაიწყო.მის აგებას უდაიპურის მაჰარანა უძღვებოდა და აკონტროლებდა.სასახლე ოდითგანვე მაჰარაჯების საზაფხულო რეზიდენცია იყო.თავისი დამაარსებლის უდაიპურის მმართველის საპატივცემულოდ თავიდან მას ჯაგ ნივასი ეწოდებოდა.მას სურდა რომ სასახლე დახვეწილი და ულამაზესი გამოსულიყო.შენობა აღმოსავლეთისკენ იყურებოდა რაც ხელს უწყობდა მის მკვიდრთ რომ გარიჟრაჟზე მზის ამოსვლა ეხილათ და მმართველისთვის ელოცათ.უდაიპურის სხვადასხვა თაობის მმართველები ზაფხულის სიცხეს მრავალი წლის მანძილზე აფარებდნენ თავს ამ გრილ სასახლეს.სასხლეს ულამაზესი შადრევნებიანი ბაღი ამშვენებს რომელიც კოლონადებითაა შემოსაზღვრული.ზედა სართულზე მდებარე ოთახებს 6.4 მეტრის დამეტრის მქონემრგვალი ფორმა აქვს,იატაკი კი მოკაზმულია შავი და თეთრი მარმარილოს ორნამენტებით,კედელში ნიშებია რომელიც დამშვენებულია სხვადასხვა ფერის ქვებისაგან შექმნილი ტაჯმაჰალის მსგავსი არაბესკებით.

9a9a9cfdab42

სასახლის ღირსესანიშნაობებიდან შეიძლება გამოვყოთ ოთახი რომელიც 12 მარმარილოს ლოდისაგანაა გაკეთებული,აგრეთვე მონოლითური ქვისაგანგამოკვეთილი “შაჰ-ჯაჰანის” ტახტი და ადგილობრივი მუსულმანი წმინდანის “კაპურია ბაბასადმი” მიძღვნილი პატარა მეჩეთი.1857 წელს სიპაების აჯანყების დროს ქალაქ ნიმაჩიდან რამოდენიმე ევროპელმა ოჯახმა გაქცევით უშველა თავს და თავი სწორედ ამ სასახლეს შეაფარა.თავშესაფარი დევნილებს თავად “მაჰარანა სვარუპ სვინჰმა” შესტავაზა.მისი ბრძანებით ქალაქის მისადგომებთან ყველა ნავი გაანადგურეს რათა აჯანყებულებს კუნძულამდე მისვლა გასჭირვებოდათ.

c4b9c53b271a

მე_19 საუკუნისთვის კლიმატური პირობებისა და წყლის ნესტის ზემოქმედების წყალობით თეთრმა გედმა ლამის უკანასკნელად იმღერა.მის არსებობას სერიოზული საფრთხე შეექმნა და ამ ყველაფრის გარდა მოგზაურები რომლებიც სასახლეს ათვალიერებდნენ ამბობდნენ რომ სულ სხვა აღმოსავლური დიდებულებით გაბრწყინებული შენობის ნახვას ელოდნენ მის ნაცვლად კი უბრალო და უგემოვნო შენობა დახვდათ ძველი ევროპული ავეჯითა და ჭრელი კედლებით.ბჰოპალ სინგჰის მმართველობის დროს სასახლეს კიდევ ერთი პავილიონი მიამატეს დანარჩენი კი კვლავ ისე მოუვლელი და ხელუხლებელი რჩებოდა.ინგლისელი მსახიობი “ჯეფრი კენდალი” რომელიც აქ 1950 წელ იმყოფებოდა გულდაწყვეტით ამბობდა რომ სასახლე სრულიად დაცარიელებული და უსახური იყო.არავინ იცოდა რით დასრულდებოდა სასახლის ტრაგიკული ისტორია.მისი შემდგომი მმართველები ძალიან ძუნწები იყვნენ და შენობის შესაკეტებლად თანხა ენანებოდათ.1971 წელს ეს ადგილი კომპანია “taj hotels and palaces”_მა შეიძინა რომელსაც ინდოეთის ყოფილი სასხლეების დიდი ნაწილი ეკუთვნის და ის დახვეწილ სასტუმროდ გადააკეთა.2000 წელს სასახლეს გრანდიოზული რესტავრაცია ჩაუტარდა.ამჟამად სასახლის მომსახურე პერსონალი ძველი სასახლის მომსახურეების შთამომავლები არიან.

 

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button