არქივი

ატოლი ალდაბრა

05b5b216f34d

დედამიწაზე უამრავი ზღაპრული ადგილი არსებობს მაგრამ უდიდეს მარჯნის კუნძულ ალდაბრას ვერც ერთი შეედრება.ალბათ სწორედ ამიტომაა რომ მას სამოთხეს უწოდებენ.

ინდოეთის ოკეანეში მადაგასკარიდან ჩრდილო–აღმოსავლეთით 400 კილომეტრზე და სეიშელის კუნძულებიდან 1056 კილომეტრზე მდებარეობს ჩვენს პლანეტაზე სიდიდით მეორე ატოლი “ალდაბრა”.მისი ზომები საკმაოდ სოლიდურია და სიგრძეში 35 კილომეტრია ხოლო სიგანეში 14.5 კილომეტრი.საკმაოდ აკრგი კლიმატური პირობები რომლებიც ინდოეთის ოკიანის თბილი წყლებითა განპირობებული და ის ფაქტიც რომ მისგან სავაჭრო თუ სხვა საზღვაო ამრშუტები შორსაა მისგან,აქ კარგადაა შემონახული მისი ფლორაც და ფაუნაც.ალდაბრა შემოსაზღვრულია მარჯნის რიფებით რომელიც მას 4 დიდ კუნძულად ჰყოფს.კუნძულების საერთო ფართობი 155.4 კვადრატული კილომეტრია.ერთი შეხედვით დიდი არაფერი ხომ? მაგრამ როდესაც ნახავთ მის ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს გაოცდებით და თავი მართლაც სამოთხეში გეგონებათ.იმასაც კი იტყვით თუ რა ძალამ შობა შუაგულ ოკიანეში დაკარგულ მიწის ნაგლეჯზე ასეთი სილამაზე.

როგორც ვთქვი ეს აროლი ცივილიზებული სამყაროსგან მოწყვეტილია და ალბათ სწორედ ეს გახლავთ მისი ხელშეუხებელი იერის მიზეზი.ალდაბრა სტუმართმოყვარეობით არ გამოირჩევა რადგან ტავის დასაცავად მას სხვა გზა არ აქვს.მას არც პლიაჟები და არც პორტები არ აქვს და საერთოდაც მასთან სიახლოვეს გემის გაჩერება საკმაოდ ჭირს.სწორედ ამიტომაა რომ არც მისი გარემოა დაბინძურებული და არც ბუნებრივი საგანძურია გაძარცვული.

ატოლი დასახლებული კუნძულებისაგან და მატერიკისაგან საკმაოდ შორს მდებარეობს ამიტომ აქ მოგზაურობა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ამავე მიზეზით ტურისტების რიცხვიც დაბალია.მიუხედავად მისი ხელშეუხებლობისა მას ადამიანის ხელი მაინც ეტყობა.იყო დრო როცა აქ თევზის ჭერა და მეტყევეობა იყო გავრცელებული მაგრამ სეიშელის მტავრობა რომლის დაქვემდებარებაშიც შედის ეს ტერიტორია,მალევე მოეგო გონს და ატოლზე ყველანაირი საქმიანობა აკრძალა.მათი ეს საქციელი სავსებით გამართლებულია.

ჯერ კიდევ ბიბლიიდან ჩანს რომ ადამიანის ადგილი სამოთხეში არ არის (ცუდად არ გაიგოთ ეს იმ გაგებით ვთქვი რომ ყველაფერ მშვენიერს რასაც ადამიანი ეხება ან ნადგურდება ან მახინჯდება),განადგურების გარდა ის მას ვერაფერს მოუტანს.დღეს ტერიტორია საერტაშორისო დაცვის ზონას მიეკუთვნება ამიტომ იქ შესვლა მხოლოდ ნაკრძალის თანამშრომლებს და მეცნიერებს შეუძლიათ.ალდაბრასათვის დამახასიათებელია საკმაოდ ბევრი ენდემური მცენარის სახეობა რადგანაც მისი კუნძულები უკვე დიდი ხანია მეზობლების გარეშე ცხოვრობენ.

ba04e8a586bd
გიგანტური კუ

აქ აგრეთვე არის გიგანტური კუების ყველაზე დიდი პოპულაცია.მისი ლაგუნის ხშირი სტუმრები არიან ვეფხვისებრი ზვიგენები,უამრავი ფრინველი კი ისე დასტრიალებს და ევლება თავს როგორც სანუკვარ საუნჯეს.ულამაზესი ყვავილები რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ყვვაიან ნოხივით ქარგავენ ატოლის ზედაპირს და ულამაზეს სურათს ქმნიან.დედამიწის ეს სამოთხე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრობის სიაშია შეტანილი და მას თვალის ჩინივით უფრთხილდებიან.

საბოლოოდ გთავაზობთ ატოლი “ალდაბრას” ულამაზეს სურათებს

4924461af246

942040a32f1d

14d552eae3cb

3e4cd0d4fa7c

b48d98c257e4

6500216efc76

d05daa8f6a1b

მსგავსი ამბები

Back to top button