არქივი

როგორ ვიშოვოთ ფული? ფსიქოლოგიური ხრიკები

d00e14a8c969
ბევრი ფულის შოვნის ნლპ-ეური მეთოდები:
1. შედით ძვირიან, ძალიან ძვირიან მაღაზიაში და ეცადეთ მოირგოთ სუპერ-ძვირიანი ნივთი (ბრილიანტის ბეჭედი, უახლესი მოდელის მანქანა…) 
2. ერთხელ მაინც მიეცით უფლება თავს და შეიძინეთ ის, რაც თქვენს შესაძლებლობას აღემატება და იმაზე ძვირია, ვიდრე მისცემდით თავს უფლებას დაგეხარჯათ გარკვეული თანხა.
3. ამის შემდეგ შესაძლოა იფქროთ, რომ დარჩებით ნულზე. მაგრამ დაუკვირდით, თუკი ერთხელ მოგეცათ საშუალება დაგეხარჯათ ამხელა თანხა იმაში, რისი მსგავსიც უფრო იაფადაც შეგეძლოთ მიგეღოთ, მაშინ ამის საშუალება მერეც გექნებათ. დაინახეთ თქვენი რესურსი. თქვენ უკვე შეძელით და კიდევ არაერთხელ შეძლებთ გამოიმუშავოთ ასეთი ოდენობის ფული.
4. იმას კი ნუ ფიქრობთ და დარდობთ, თუ რამდენი გაკლიათ სასურველ თანხამდე, არამედ გიხაროდეთ ის, რაც უკვე გაქვთ ჯიბეში, სეიფში, ბანკში, მუთაქაში…
5. თუ გინდათ გახდეთ მდიდარი, არ გააკრიტიკოთ სხვა მდიდრები. ნუ ფიქრობთ მათზე, რომ არ არიან კარგის ღირსები, რომ იქურდეს, იმაიმუნეს და ამით მიაღწიეს დიდ ქონებას. ეს ხომ ყოველთვის შეგაფერხებთ წარმატების მიღწევაში. თქვენ თავს ასეთ ,,ცუდ” სტატუსს ვერ აკადრებთ.
6. ნუ იწუწუნებთ იმის გამო, რომ ცოტა გაქვთ. იფიქრეთ პოზიტიურად, დააპროგრამეთ თავი და საკუთარი გონება სიმდიდრეზე, სასიამოვნო მოვლენებზე, იმაზე, რაც ცხოვრებაში სიამოვნებას განიჭებთ. მეტი პოზიტივი დაგაჯერებთ, რომ მეტის ღირსი ხართ ცხოვრებაში.

 

პატივისცემით

თიკა ევდეევი

წყარო: http://www.facebook.com/psychea.georgia

psychea.georgia

Master of psychology

მსგავსი ამბები

Back to top button