საკითხავისასარგებლო

ვიტამინები (ნაწ. II)

vitamins

ვაგრძელებთ ვიტამინების განხილვას… ამ პოსტში გავეცნობით წყალში ხსნად, ენერგიის წარმოქმნაში მონაწილე ვიტამინებს, რომლებიც წარმოადგენენ B ჯგუფს.

დავიწყოთ პატარა მაგრამ მნიშვნელოვანი რჩევით, ვიტამინებს არ უყვართ მაღალი ტემპერატურა და მარტივად დენატურირდებიან(იშლებიან) დუღილის ტემპერატურაზე, ასე რომ თუ გვინდა, რომ ჯანმრთელები ვიყოთ უდნა მოვერიდოთ ზედმეტად შემწვარ და მოხარშულ საკვებს. ჭყალში ხნადი ვიტამნიები ცხიმში ხსნადებისგან განსხვავებით ორგანიზმიდან ადვილათ გამოიყოფა, არ მარაგდება და დიდი დოზებით მიღების შემთხვევაში ორგანიზმიდან გამოიყოფა, ასე რომ ტოქსიკურობა იშვიათია. უფრო ხშირია დეფიციტი. წყალში ხსნად ვიტამინთა უმრავლესობა ორგანიზმში გარდაიქმნება კოფერმენტებად(კოენზიმებად), რომლებიც გამოიყენებიან ენერგის წარმომქმნელ გზებში.

ვიტამინი B1 – თიამინი

B1

თიამინი ორგანიზმში სწრაფად გარდაიქმენაბ კოფერმენტად – თიამინპიროფოსფატად (TPP) და თიამინტრიფოსფატად (TTP). TPP გამოიყენება პირუვატდეჰიდროგენაზულ რეაქციებისთვის, რომელიც აუცილებელია ენერგიის წარმოქმნის ციკლში, ხოლო TTP მონაწილეობს ნერვული იმპულსის გადაცემაში.

ვიტამინ B1-ის მსუბუქი დეფიციტის დროს დამახასიათებელაი მადის დაკარგვა, ყაბზობა, გულისრევა, დეპრესია, პერიფერიული ნეიროპათია, გაღიზიანებადობა და დაღლილობა. ეს სიმპტომები უფრო ხშირია ხანდაზმულებში და დაბალი შემოსავლის მქონე ჯგუფებში, რომლებიც შეზუდულ კვებაზე იმყოფებიან. გონების დაბინდვა, ატაქსია (წონასწორობის დაკარგვა სიარულის დროს, ნატიფი მოტორული ფუნქციის დარღვევა) და ოფთალმოპლეგია (თვალის კოორდინაციის დაკარგვა) არის თიამინის საშუალო დონის დეფიციტი, ამ სიმპტომთა წყებას უწოდებენ ვერნიკე-კორსაკოვის სინდრომს და უხშირესად ადგილი აქვს ქრონიკულ ალკოჰოლიკებში. თიამინის მძიმე დეფიციტი ცნობილია როგორც ბერი-ბერი. ამ დაავადებას ახასიათებს შორს წასული ნერვ-კუნთოვანი ატროფია და სისუსტე. ყავა და ჩაი შეიცავენ თიამინის დამშლელ ნივთიერებებს, მაგრამ მათი გავლენა პრობლემას არ წარმოადგენს ნორმალური მიღების დროს.

თიამინს შეიცავს კარტოფილი, სტაფილო, კომბოსტო, ღვიძლი, სოიო და სხვა.

ვიამინი B2 – რიბოფლავინი

b2

რიბოფლავინი წარმოადგენს ფლავინადენინდინუკლეოტიდისა (FAD) და ფლავინმონონუკლეოტიდის (FMN) წინამორბედს. ეს კოფერმენტები არიან ენერგის წარმომქმნელები და მონაწილეობენ უჯრედის სუნთქვისთვის  აუცილებელ მრავალ ჟანგვა-აღდგენით რეაქციაში.  ვიტამინ B2-ის დეფიციტი იწვევს ანემიას, მისი დეფიციტისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია ანგულარული ქელიტი, გლოსიტი და ქერცლოვანი დერმატიტი (განსაკუთრებით ცხვირ-ტუჩის ნაოჭების ირგვლივ და სათესლე პარკზე). მისი დეფიციტი საკმაოდ იშვიათია განვითარებულ ქვეყნებში და ყველაზე ხშირად აღინიშნება ქრონიკულ ალკოჰოლიკებში.

რიბოფლავინით მდიდარ საკებს მიეკუთვნება რძე, ხორცი, კვერცხი და მარცვლეული პროდუქტი.

ვიტამინი B3 ან PP – ნიაცინი

b3

ნიაცინი არ არის ვიტამინი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. განსხვავებით სხვებისგან იგი შეიძლება წარმოიქნას ტრიფტოფანისგან რომელიც არის ადამიანის ორგანიზმის სამშენებლო 20 ამინომჟავიდან ერთ-ერთი.  საკვები ნიაცინი(ნიკოტინმჟავა) და ნიაცინამიდი(ნიკოტინამიდი) გარდაიქმნებიან ორგანიზმში გავრცელებულ ჟანგვა-აღდგენით კოფერმენტებად, ნიკოტინამიდდინუკლეოტიდად (NAD) და ნიკოტინამიდდინუკლეოტიდფოსფატად (NADP). ეს კოფერმენტები წარმოადგენენ ელექტრონის აქცეპტორებს და წყალბადის(პროტონის) დონორებს უჯრედულ ჟანგვა აღდგენით რეაქციებში.  NAD ასევე საჭიროა უჯრედული დნმ-ის დაზიანების ამომცნობი სისტემისთვის და არეგულირებს დნმ-ის რეპლიკაციას.

ნიაცინის ზღვრული დეფიციტი იწვევს ენის ანთებას, გლოსიტს. ძლიერი დეფიციტი იწვევს  ნერვული ქსოვილის დეგენერაციას, ასევე პელაგრას განვითარებას რომელიც ხასიათდება დერმატიტით, დემენციით და დიარეით.  პელაგრა საკმაოდ იშვიათია განვითარებულ ქვეყნებში და აღინიშნება რათქმაუნდა ქრონიკულ ალკოჰოლიკებში. ვიტამინ B3-ის მოთხოვნილება იზრდება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ვიტამინი B3-ს შეიცავს ძველი პური, ღვიძლი, სოკო, ანანსი და სხვა.

ვიტამინი B6 – პირიდოქსინი

b6

B6-ის ბუნებრივი ფორმებია პირიდოქსინი, პირიდოქსალი და პირიდოქსამინი. ორგანიზმში ისინი ეფექტურად გარდაიქმნებიან პირიდოქსალფოსფატად, რომელიც საჭიროა ამინომჟავების სინთეზისთვის, კატაბოლიზმისთვის და ურთიერთგარდაქმნისთვის. იგი არის აქტიური ენერგიის წარმომქმნელი ვიტამინი. ასევე აუცილებელია ნეიროტრანსმიტერების – სეროტონინის, ეპინეფრინის, ნორეპინეფრინის და გამა-ამინობუტირატის (GABA) სინთეზისათვის.

მისი დეფიციტი იწვევს გაღიზიანებადობას, ნერვოზს და დეპრესიას, რაც გამოწვეულია ზემოთ ჩამოთვლილი ნეიროტრანსმიტერების წარმოქმნის დარღვევით.  ხოლო მისი ძლიერი დეფიციტი იწვევს კრუნჩხვებს და პერიფერიულ ნეიორპათიას.  ვიტამინ B6 ის დეფიციტი ზოგჯერ იწვევს სიდერობლასტურ მიკროციტულ ანემიას.  მისი მოთხოვნილება ასევე იზრდება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ვიტამინი B6 შედის მრავალი საკვების შემადგენლობაში მაგალითად ხორცი, ბოსტნეული, ყველანაირი მწვანე მარცვლეული და კვერცხის გული.

ვიტამინი B5 – პანტოთენმჟავა

b5

პანტოთენმჟავა წარმოადგენს კოფერმენტ A-ს (CoA) და ცხიმოვანი მჟავას სინთაზას ფოსფოპანტოთენის ნაშთის კომპონენტს და საჭიროა ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმისთვის(ნივთიერებათა ცვლისთვის), ასევე ცხიმოვანი მჟავების და ქოლესტეროლის ანუ ქოლესტერინის სინთეზისთვის.

პანტოთენმჟავას დეფიციტი შექმნის სერიოზულ პრობლემებს რადგან იგი წარმოადგენს კოფერმენტ A-ს ნაწილს, ხოლო CoA გარდაიქმნება აცეტილ CoA-დ(CH3-CoA). აცეტილ-CoA წამოადგენს ორგანიზმის თითქმის ყველა გარდაქმნითი რეაქციის შუალედურ პროდუქტს და აქტიურად მონაწილეობს ადენოზინტრიფოსფატის (ATP) წარმოქმნაში, რომელიც არის უნიკალური, ერთადერთი ნაერთი ორგანიზმში, იგი ენერგიის ნაწილს იმარაგებს და საჭიროების მიხედვით გამოანთავისუფლებს დაშილის შედეგად (მაგ. ფიზიკური მუშაობის დროს). ATP-ს ხშირად მოიხსენიებენ როგორც “ა-ტე-ეფი” და ორგანიზმის “ენერგიის აკუმულატორი”.  B5-ის ნაკლებობა ხშირად უკავშირდება მულტი-ნუტრიციულ დეფიციტს, რაც რთულს ხდის მისი დეფიციტის სპეციფიური სიმპტომების განსაზღვრას.

პანტოთენმჟავა შედის ხიზილალას, ხორცის, სტაფილოს, რძის და მცენარის მწვანე ნაწილის შემადგენლობაში.

ვიტამინი H ან B7 – ბიოტინი

H

ბიოტინი კოვალენტურად უკავშირდება  მრავალ კოფერმენტს მათ შორის აცეტილ კოენზიმ A-ს. ვიტამინი H არის ტიპიური B ჯგუფის ენერგიის წარმომქმნელი ვიტამინი. მონაწილეობს მრავალი პრდუქტის მეტაბოლიზმში. იგი წარმოიქმნება მსხვილ ნაწლავში, ნაწლავური ბაქტერიების მიერ.

მისი დეფიციტი ძალიან იშვიათია, რადგან ორგანიზმი არ საჭიროებს ამ ვიტამინის დიდ რაოდენობას. მაგრამ გამონაკლის შემთხვევებში მისი დეფიციტი იწვევს ქელიტს, გლოსიტს, თმის ცვენას, თვალების და კანის სიმშრალეს, მადის დაკარგვას და დეპრესიას.

ბიოტინს შეიცავს მიწის თხილი, შოკოლადი და კვერცხი.

მადლობას მოგიხდით ყურადღებისთვის, მესამე დასკვნით ნაწილში ვისაუბრებთ სხვა მნიშვნელოვბან ვიტამინებზე, ასევე ჰემატოპოეზურ წყალში ხსნად ვიტამინებზე და რათქმაუნდა C ვიტამინზე.

წყარო: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიოქიმიის კათედრა.

თეგები

DaviDovicH

var taviseburi xasiatis mqone bichi, ver vitan usamartlobas, uzrdelobas da garyvnolobas. miyvars sayvarel adamianebtan urtiertoba, cota daleva :D da ra tqma unda ucnauri blogic.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close