არქივი

პლასტიკური ქირურგიის ისტორია

1e0f4658a439

პლასტიკური ქირურგიის ისტორია მე_19 საუკუნიდან იწყება თუმცა მისი ფესვები ჯერ კიდევ ძველი ინდოეთიდან და ეგვიპტიდან მოდის.ეგვიპტელი ქირურგები დახელოვნებულები იყვნენ ისეთ ოპერაციებში როგორიცაა “კურდღლის ტუჩის კორექცია,ცხვირის ამპუტაცია და ზედმეტი თითის ამპუტაცია.ძალიან კარგად აკეთებდნენ ასეტ ოპერაციებს აგრეთვე არაბეთსა და სპარსეთში.

ოპერაცია რომელიც”ჯოზეფ კაპიუმ” გააკეთა ზუსტი ასლი იყო 600 წლის წინ ინდოეთში გავრცელებული ოპერაციისა.ძველად ინდოეთში გავრცელებული იყო ომები ტომებს შორის.ერთი ტომის დატყვევებულ მტერს ცხვირს აჭრიდნენ რათა მათი გარჩევა ბრბოსაგან ადვილი ყოფილიყო ამიტომაც აღმოსავლეთში ცხვირის აღდგენის ოპერაცია საკმაოდ პოპულარული იყო.შემოანხულია იმ ინდოელი ექიმის სახელი რომელმაც მსგავსი ოპერაცია დაწვრილებით აღწერა,ეს გახლდათ “სუშატა სამჰიტა”.მიუხედავად ამისა პლასტიკური ქირურგიის მამამტავრად მაინც იტალიელი “გასპარ ბტალიაკოცი” ითვლება.1597 წელს მან გამოსცა ტრაქტატი დაზიანებული ცხვირის ხელიდან აღებული ქსოვილით აღდგენის შესახებ.მისმა ტრაქტატმა პოპულარობა ვერ მოიპოვა ვინაიდან მაშინდელმა სპეციალისტებმა მიიჩბიეს რომ მსგავსი ოპერაციის ჩატარება უკანონო და ბუნების საწინააღმდეგო ქმედება იქნებოდა.ამის შემდეგ პლასტიკური ქირურგია მე_19 საუკუნემდე მიძინებულ მდგოამრეობაშI აღმოჩნდა.

16c09624deea
ცხვირის ოპერაციის დაგეგმარება

სამაგიეროდ მე_20 საუკუნიდან ისე “გაიღვიძა” რომ დღემდე აქტიურ ფაზაში იმყოფება.დაიწყეს სხვადასხვა სტატიების გამოქვეყნება რომელშიც დაწვრილებით აღწერდნენ სხვადასხვა სახის ოპერაციებს.პოპულარული გახდა და იმ პერიოდში დამკვიდრდა თვითონ ტერმინიც პლასტიკური ქირურგია თუმცა ეს ფრაზა პირველად ბუნებისმეტყველმა “დეზოლტმა” გამოიყენა 1798 წელს.პლასტიკური ქირურგიის სწრაფად ფანვითარებას პირველმა მსოფლიო ომმა შეუწყო ხელი.ამ პერიოდში მოგეხსენებათ უამრავი დაჭრილი და დასახიჩრებული ადამიანი მიაწყდა საავადმყოფოებს.მაშინდელმა ქირურგებმა არ იცოდენენ როგორ უნდა ემკურნალათ ტყვიისაგან დასახიჩრებული სახისთვის და ამიტომაც გაჩნდა სპეციალიზირებული ქირურგიული დაწესებულებების შექმნის აუცილებლობა.აღდგენითმა ქირურგიამ ძალიან დიდი ადგილი დაიკავა სამედიცინო სფეროში.ტანამდედროვე აღდგენითი ქირურგიის მამად ინგლისელ ქირურგს “ჰეროლდ დელფ ჯილისს” მიიჩნევენ.ის ოპერაციებს დედოფალ მარიას სახელობის საავადმყოფოში ატარებდა რომელიც ქალაქ სიდკაპში მდებარეობდა.ამ დარგის განვითარებისათვის მან ბევრი რამ გააკეთა.რაც შეეხება ესთეტიკური ქირურგიის განვითარებას აქ ლომის წვლილი მიუძღვის ბერლინელ ქირურგ “ჯან იოსეფს” რომელმაც 1900 წელს პირველად ჩაატარა ყურის ნიჟარების ოპერაცია და ცხვირის ოპერაცია ენდონაზალური გზით.

e9bdf930e804
საოპერაციო ხელსაწყოები

30_იან წლებში “იოზეფმა” გამოსცა წიგნი რომელიც პირველი გზამკვლევი გამოდგა ესთეტიკური ქირურგიაში.დაახლოებით იმავე პერიოდში ქირურგმა “პასსომ” დანერგა სახის გადაჭიმვის მეთოდი და მკერდის პლასტიკა.ეს იყო პერიოდი პირველსა და მეორე მსოფლიო ომებს შორის როდესაც სილამაზეზე ფიქრი შესაძლებელი იყო.მეორ მსოფლიო ომის შემდეგ პლასტიკური ქირურგიის ბუმი დაიწყო და დღემდე აქტუალურია.

მსგავსი ამბები

Back to top button