არქივი

იშვიათი და უცნაური ხილის სახეობები

e6fd05dcfad6
გუავა

ტროპიკულ ქვეყნებში ბევრი ისეთი ხილია რომლის დანახვაზეც ადამიანს თვალები უფართოვდება.მარტო ვიზუალურობას რომ შევეშვათ ისიც კი საგონებელში ჩაგაგდებთ როგორ უნდა იგემოთ ისინი.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოგიყვებით რამდენიმე სახეობის შესახებ.
გუავა – ისეთი ხილის სახეობას წარმოადგენს რომელიც მხოლოდ დედამიწის ტროპიკულ ნაწილში ხარობს და ისიც ყველგან არა.ამერიკის ტროპიკული ნაწილის მკვიდრთ ადრე ეგონათ რომ გუავას არომატი სამოთხიდან მოდიოდა.ის მდიდარია C ვიტამინით,შეუდარებელია აკლიმატიზაციისას და რაც მთავარია ძალიან გემრიელია.მის კანს კიტრის აროამტი დაჰკრავს ხოლო რბილობს მარწყვის (ცოტა დაუჯერებელი შედარებაა კანისა და რბილობის არმოატების მაგრამ ეს მართლაც რომ ასეა).მას ძირიტადად რძის პროდუქტებთან ერთად მიირთმევენ.

1390a7eddbf2
გუანაბანა

გუანაბანას – სახელწოდება კარიბის ზღვის კუნძულების ინდიელთა ტომის სახელწოდებიდან მოდის.მისი სამშობლო ტროპიკული ამერიკაა.პირველ ცნობებს მის შესახებ მწერალი “დიეგო ალვარესის” ჩანაწერებში ვხვდებით.ის ტკბილი სახეობის ხილს მიეკუთვნება.მისი ნაყოფი შეიძლება 12 კილოგრამამდეც გაიზარდოს.ამ ხილის რბილობი კრემისებრ მასას წარმაოდგენს რომელიც დაახლოებით ხურმის მაგავრი კურკებითაა დაწინწკლული.ერთი შეხედვით ის ბამბას გავს რომელსაც საოცრად ნაზი და უცნაური მოტკბო-მომჯავო არომატითაა გაჟღენთილი.მას სამკურნალო მიზნებისთვისაც იყენებენ კერძო კი სწორი ნაწლავის პრობლემებისას რადგან ის ნაწლავურ ფლორას აწესრიგებს.

2f04880f60fb
დურიანი

დურიანი ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი წინააღმდეგობებით სავსე მცენარეა.ამ ხილის ჭამას ბევრი ვერ ბედავს.საქმე იმაშია რომ დურიანის მყრალი სურნელი მარტო ადამიანებს კი არა მწერებსაც და ცხოველებსაც ცუდად ხდის და აფრთხობს,სამაგიეროდ როგორც კი მას დააგემოვნებთ იტყვით რომ მის არომატს და გემოს სხვა არცერტი ხილი ვერ შეედრება.დურიანს ტაიტური ხილის მეფეს უწოდებენ.მისი ნაყოფი 2 დან 10 კილოგრამამდე იწონის.მისი რბილობი ფაქტიურად ერტი დიდი ზომის კურკაა რომელიც ეკლებივით წანაზარდებით არის დაცული.ამბობენ რომ რაც უფრო პატარაა დურიანის გული მით უფრო მყრალი სურნელი ასდის.პირველად მისი დაგემოვნება სუფთა ჰაერზე გირს ისიც მცირე რაოდენობით რათა გემოსა და სუნის ერთმანეთისაგან გარჩევა შეძლოთ.მისი სურნელი იმდენად მძაფრი და სპეციფიკურია რომ მაცივარში თუ შედებთ ყველაფერს ააყროლებს.რამოდენიმე პარკში ჩადების შემდეგაც კი საკმაოდ ძლიერ სურნელს აფრქვევს ხოლო თუ შემთხვევით ის ტანისამოსზე შეგეხოთ მაშინ თამამად შეიძლება ითქვას რომ ის გადასაგდებია.

813b544d2664
კარამბოლა

კარამბოლა ერტი შეხედვით ზღვის ვარსკვლავს მოგაგონებთ,მისი გემო კი ერთდროულად ვაშლის,ფორტოხლის და ყურძნის გემოს მოგაგონებთის სასიამოვნოდ ხრაშუნობს პირში.მისი სამშობლო შრი-ლანკა და ბანგლადეშია.ნაყოფის სიგრძე 10-12 სანტიმეტრს შეადგენს.მას მიირთმევენ ყველთან და რძის სხვა ნაწარმებთან ერთად.

fd7564eaabf3
კურუბა

კურუბას კოლუმბიის უდაბნოს დედოფალს უწოდებენ.ის კარეგნულად დიდ ყვითელ კიტრს ჰგავს რომელსაც ხავერდოვანი ზედაპირი აქვს.მისი ნაყოფი ღია ყვითელი თესლებისაგან შედგება გემო კი ძალიან უცნაური აქვს კერძოდ კი მომჟავო და მომტკბრო გემო დაჰკრავს.ის კუჭნაწლავისათვის ძალიანს ასარგებლოა აგრეთვე ძალიან კარგია ცხელ ამინდში რადგან კარგად კლავს წყურვილს.

 

მსგავსი ამბები

Back to top button