საკითხავისასარგებლო

მდუღარე ტბა

6f76dcde6a6b
დომინიკაში მდებარე მდუღარე ტბამდე მარშუტი ძალიან რთული და საინტერესოა.აქაური ბუნება იდუმალი და არამიწიურია თავისი ტი-ტუ-გოშის გამოქვაბულით და წითელი,შავი და თეთრი ფერის ცხელი მდინარეებით.

მდუღარე ტბასთან მისვლა უფრო დილის საათებში სჯობს იმიტომ რომ საღამომდე უკან დაბრუნება მოასწროთ.ტბამდე ასვლას 4-8 საათი სჭირდება და გზაც საკმაოდ დამღლელია.გარშემო ულამაზესი პეიზაჟი გადაგეშლებათ ტყის ფერდობებითა და მდინარით.თანდატანობით გზა გაუვალი და უღრანი ხდება მაგრამ უფრო ლამაზი და მომხიბვლელი.მოგვიანებით პატარა ვიწრო უღელტეხილს შევხვდებით საიდანაც გადმოხედვისას თავი ზღაპარში გეგონებათ.განსაკუთრებით ლამაზია აკრიბის ზღვა რომელიც თითქოს და ღრუბლებში ჩაწოლილაო.კიდევ უფრო მაღლა დაახლოებით 3000 ფუტი სიმაღლეზე არის პატარა მრგვალი მინდორი რომელსაც “ზვიგენის კბილს” უწოდებენ.მას აქეთ-იქიდან ვულკანები ესაზღვრება.

00125377d984

ამ მინდორიდან ტბა უკვე ახლოსაა მხოლოდ გასავლელი რჩება დაცარიელებული დაბლობი რომლის სიახლოვესაც მშვენიერი ცხელი მდინარეებია კამკამა ლურჯი წყლით და ბუნებრივი აუზებით.ეს ტბა სიდიდით მსოფლიოში მეორე ადგილზეა მდურარე ტბებს შორის.მისი დიამეტრი 66 მეტრია.იგი მთლიანად ორთქლითაა დაფარული და მისტიურ შთაბეჭდილებას ტოვებს.დროდადრო ორთქლს ქარი ფანტავს და მთებს შორის ის მოთავსებულ ჯადოსნურ ჭურჭელს ემსგავსება.მის სიღმეში წყალი ადუღებულ რძეს ჰგავს.წყლის ტემპერატურა სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარია ამიტოამც სრულიად შესაძლებელია რომ ადამიანი მასში სრულიად მოიხარშოს.მის ტემპერატურას ვულკანური ლავა განაპირობებს რომელიც ხშირად ფსკერზეც კი თუხთუხებს.

81ce6d4def13

ადგილობრივები ტბას მძინარე დრაკონს ეძახიან,ხან ვეშაპს და ხანაც სხვადასხვა სახელებს არქმევენ.იქვე სიახლოვეს გოგირდის ცხელი მდინარეებია სადაც ბანაობა დაშვებულია და შესაძლებელია ძალების მოკრებაც.უკან დაბრუნებულებს შორ მანძილზე მიაცილებს ტბის ორთქლი და ძალიან ძნელია ამ სილამაზის დავიწყება.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close