საკითხავისასარგებლოუცნაური

ფარისებრი ჯირკვალი-ფუნქციები და მკურნალობა

სუფრის მარილის ნაცვლად ხშირად საკვებში იოდიზირებულ მარილს ვამატებთ, გიფიქრიათ რატომ? 

იოდი ფარისებრი ჯირკვლის თიროქსინის აუცილებელი კომპონენტია,ამ ჰორმონის სამიზნე ჩვენი ორგანისზმის თითქმის ყველა უჯრედია,თიროქსინი აჩქარებს 2 ყველაზე მთავარ, სასიცოცხლოდ აუცილებელ მეტაბოლურ პროცესს ნახშირწყლების დაჟანგვა და ცილის სინთეზი

ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცი (შესუსტებული მოქმედება) ჰიპოთირეოიდიზმს იწვევს.ამ დროს სხეულის ტემპერატურა დაბლა ეცემა,გულის შეკუმშვათა რიცხვი შემცირებულია, ნერვული სისტემა არ არის საკმარისად აქტიური ,აშკარადაა გამოხატული ძილიანობა,ავადმყოფს ჭარბი წონა აქვს და ფარისებრი ჯირკვალი ზომაში მომატებულია

14060++

ჰიპოთირეოიდიზმის ერთ-ერთი ნიშანი ფარისებრი ჯირკვლის გადიდებაა,ამ მდგომარებას ჩიყვს უწოდებენ,რადგან გადიდებულ ჯირკვალს ფრინველის ჩიჩახვს ამსგავსებენ.ჰიპოთირეოიდიზმის დროს ჩიყვის წარმოქმნა ხშირად ორგანიზმში იოდის ნაკლებობით არის გამოწვეული,რის გამოც თიროქსინი ვერ სინთეზირდება სისხლში ,სისხლში თიროქსინის რაოდენობის შემცირებას ფარისებრი ჯირკვალი ზომაში მომატებით პასიხობს რათა მეტი თიროქსინო გამოიმუშაოს,თუმცა ეს გზა არაეფექტურია,ვინაიდან თიროქსინი იოდის გარეშე აქტიური არ არის

ეს დაავადება ხშირია მაღალმთიან რეგიონების მოსახლეობაში,აქ ნიადაგი სასმელი წყალი და აქედან გამომდინარე,საკვები პროდუქტები იოდს არ შეიცავს .ასეთ ჩიყვს ენდემური ჩიყვი ეწოდება

250px Cretin Child (1)

ჰიპოთირეოიდიზმით დაავადებულ ადამინს თუ ბავშვობიდან არ უმკურნალეს ის კრეტინიზმით დაავადდება,რაც ზრდის შეჩერებას და გონებრიც ჩამორჩენილობას იწვევს,კრეტინიზმით დაავადებულებს მეტად დამახასიათებევლი გარეგნობა აქვთ:არიან დაბლები ,აქვთ ფართო სახე,მოკლე ცხვირი , დიდი პირი,მსხვილი ტუჩები,დიდი ენა,მეტყველებენ თითქმის დაუნაწევრებლად.მათი გონებრივი განვითარება 2 წლის ბავშვისას შეესაბამება

ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია(გაძლიერებული მოქმედება) ჰიპერთირეოდიზმს ბაზედოვის დაავადებას იწვევს,ეს დაავადება შემდეგი სიმპტომებით ხასიათდება:სხეულის ტემპერატურის მატება,გულის ცემის გახშირება,მაღალი არტერიული წნევა,ჭარბოფლიანობა,უძოლბა,აგზნებულობა,არაბუნებრივად წინ წამოეული თვალები,ზომაში მომატებული ფარისებრი ჯირკვალი

ჰიპერთირეოდიზმის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი ჯირკვლის ნაწილობრივი ამოკვეთაა,ასევე მიმართვენ რადიაქტიური იოდით მკურნალობას.ამ დროს ჯირვლის უჯრედების ნაწილი კვდება.

როგორც ხედავთ ფარისებრი ჯირკვლის ზომაში მატება ხდება როგორც ჰიპერ,ისე ჰიპო ფუნქციია დროს,თუმცა ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს.ჰიპერთირეოდიზმის დროს ჩიყვის წარმოქმნის მიზეზი ჯირკვლის უჯრედების გაძლიერებული ,სწრაფი გამრავლებაა,ხშირად ავთვისებიანიც,ამის გამო ეს უჯრედები სისხლში დიდი რაოდენობით თიროქსინს გამოათავისუფლებს.

როგორ ვუშველოთ თავს ?

პრინციპი მართივია, გამოვიყენოთ იოდიზირებული მარილი მაგრამ გახსოვდეთ იოდიზირებული მარილი ინახება მშრალ და აუცლიებლად ბნელ ადგილას(რათა იოდის აორთქლება არ მოხდეს) , ხოლო ასევე ზღვის ჰაერი რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით იოდს, ამიტომ ზღვისპირა ადგილებში ფარისებრი ჯირვლის ფუნქციები პრაქტიკულად არ ვლინდება

ესეც დაპირებული თემა ფარისებრ ჯირკვალზე იმედია მოგეწონათ , შემდეგში ვაპირებ მოგაწოდოთ ინფორმაცია გულზე. მომავალ პოსტამდე

ავტორი : sandroo

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close