საკითხავისასარგებლოსურათები

პირველი “მის მსოფლიო”

3d0161305a3b
ცოტა ხნის წინ სტამბულში გარდაიცვალა პირველი მის მსოფლიოს გამარჯვებული “კერიმან ჰალის ეჯე”.

1934 წლის 31 ივლისს ბელგიაში გაიმართა სილამაზის კონკურსი, რომელშიც 28 ქვეყნის ლამაზმანი იღებდა მონაწილეობას.იმ დროს კონკურსს სილამაზის დედოფალი ერქვა.კერიმან ჰალის სილამაზის კონკურსში გამარჯვებისათვის გვარი “ეჯე” უბოძეს.მის მსოფლიოს ისტორია კი რომელსაც დღესაც ყველა ადევნებს თვალ–ყურს მოგვიანებით, 1951 წლიდან დაიწყო და დღემდე ყველაზე პრესტიჟულ სილამაზის კონკურსად ითვლება.ერიკ მორლიმ და მისმა მეუღლემ ჯულიამ, რომელიც 2000 წლიდან მის მსოფლიოს კონკურსის თანათავმჯდომარეა,1951 წელს გადაწყვიტეს ერთჯერადი სახის კონკურსი მოეწყოთ, სადაც გოგოები ბიკინების დემონსტრირებას შეძლებდნენ.მართლაც ასე მოხდა, მაგრამ კონკურს ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, რომ გონიერმა ცოლ–ქმარმა ამ კონკურსისთვის ყოველწლიური სახის მიცემა გადაწყვიტეს.

80471a4eeeac

პირველი მის მსოფლიო დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში 1951 წლის აპრილში გაიმართა.1959 წლისათვის შოუ უკვე მთელს მსოფლიოში პოპულარული მოვლენა გახდა შოუ ბიზნესის კუთხით, რომელსაც უდიდესი ფინანსური მოგება მოჰქონდა.დღესდღეობით ამ კონკურსის შემოსავალი 50 000 000 დოლარია და მიუხედავად იმისა რომ უკვე 60 წელია არსებობს პოპულარობა და აქტუალობა არ დაუკარგავს.კონკურსში მონაწილე გოგონების შერჩევა 60 წლის წინ მიღებული კანონებით ხდებოდა, კერძოდ კი მონაწილე აუცილებლად უნდა ყოფილიყო სხვადასხვა შესარჩევი კონკურსებისა და ტურების გამარჯვებული და ბოლოს თავისი ქვეყნის სილამაზის დედოფალი,მისი ასაკი უნდა იყოს 17–24 წელი,არ უნდა იყოს გათხოვილი და არ უნდა ჰყავდეს შვილი,მისი სიმაღლე უნდა აღემატებოდეს 170 სანტიმეტრს,ის არ უნდა მუშაობდეს პორნოინდუსტრიასა და სტრიპტიზ დაწესებულებებში,სასურველია გოგონა დაკავებული იყოს ქველმოქმედებით,იყოს განათლებული და ნიჭიერი.სილამაზის კონკურსზე გოგონას გარეგნობის გარდა ყურადღება ექცევა მის ინტელექტსა და შინაგან მომხიბვლელობას.

d114d91d3cdb

გოგონა რომელმაც პირველი მის მსოფლიოს ტიტული მოიპოვა იყო სკანდინავიელი კერსტინ “კიკი” ჰაკანსონი, რომელსაც ლამაზი სხეული,ყავისფერი თმა და შეუდარებელი ღიმილი ჰქონდა.გამარჯვებულ გოგონას 1000 ფუნტის ოდენობით ფულადი პრიზი გადასცეს.გარდა ამისა აჩუქეს ულამაზესი სამკაული და მიანიჭეს უფლება სხვადასხვა პოპულარული და მოდური ჟურნალებისათვის ეპოზიორა.დღესდღეობით თანხას რომელიც გოგონა იღებს მთლიანად გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში მაგრამ ის სახელი და პოპულარობა რომელსაც ამ კონკურსის გამარჯვებული მოიპოვებს ნებისმიერ თანხაზე მეტი ღირს.მის მსოფლიოს პრიზიორები ყველაზე მეტჯერ ინდოელი გოგონები იყვნენ,მათ 5 ჯერ შეძლეს ამ ტიტულის მოპოვება.

P.S. იმის მიუხედავად რომ ტერმინი “მის მსოფლიო” მხოლოდ 1951 წელს ჩამოყალიბდა და 1934 წელს მას მხოლოდ სილამაზის კონკურსი ერქვა მაინც პირველი მის მსოფლიოს ტიტულოსნად “კერიმან ჰალი” მიიჩნევა (მხოლოდ სახელშია სხვაობა.1934 წელსაც 28 ქვეყნის გოგონა იღებდა მონაწილეობას და ფაქტიურად ესეც მის მსოფლიოს კონკურსი იყო).

მსგავსი ამბები

Back to top button