არქივი

მარგალიტი

e74a14e66fea
მარგალიტი უნიკალური საიუველირო ნაწარმია, რომელსაც დამუშავება არ სჭირება.ის ცოცხალი ორგანიზმიდან იბადება და ძალიან ძვირად ფასობს.მარგალიტი ოდითგანვე სიმდიდრისა და ბედნიერების მომტანად ითვლებოდა.მას მაგიური ძალა აქვს, რომელიც საუკუნეების მანძილზე არ დაუკარგავს.იგი ან უყვართ ან ეშინიათ, როგორც ამბობენ მარგალიტი სრულყოფილი ქნილებააო.იგი უნიკალურია ვინაიდან მის მსგავს ბუნებაში ვერსად ნახავთ.

71dfe21832fe

მარგალიტი გავრცელებულია ავსტრალიის,სპარსეთის ყურის,იაპონიის,ტაილანდის და სხვა თბილ წყლებში.მას მოლუსკი ჰბადებს და ეს პროცესი შემდეგნაირია: მოლუსკი მის შიგთავსში მოხვედრილი უცხო სხეულისგან თავდაცვის მიზნით გარს სადაფის ფენას იკრავს.ერთ ფენას მეორე მოჰყვება მესამე და ასე თანდათანობით ჩნდება მარგალიტი, რომელიც ნიჟარაშია მოთავსებული ისევე როგორც მოლუსკი.ამ პროცესისთვის წლებია საჭირო.იმისათვის რომ მარგალიტის დიამეტრი 5 მილიმეტრამდე გაიზარდოს საჭიროა 20 წელიწადი, ამიტომაც გასაკვირი არაა თუ რატომ ფასობს ასე ძვირად და რატომ შეეძლოთ საუკუნეების მანძილზე მისი ტარება მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრებს.მე_20 საუკუნის დასაწყისში მარგალიტების იაპონელმა მძებნელმა ამოიცნო მარგალიტის დაბადების საიდუმლო და გადაწყვიტა მათი ხელოვნურად გამრავლება და მოშენება.აღმოჩნდა რომ მოზრდილ მოლუსკს შეიძლება შევუყვანოთ უცხო სხეული, რათა თავდაცვისთვის რამოდენიმე წელიწადში მან თვითონ შეძლოს სადაფის ფენის წარმოშობა.ასე გამოყვანილი მარგალიტის ხარისხი მკაცრად კონტროლდება.მისი კედლების სისქე გარკვეული ზომისა უნდა იყოს.მიუხედავად მცდელობებისა მარგალიტი მაინც ვერ აქციეს მასიური მოხმარების საგნად ვინაიდან მისი დაბადება მაინც ბუნების პრეროგატივაა.დედა მოლუსკს შეუძლია განდევნოს უცხო სხეული ან ვერ გაუძლოს მის არსებობას და დაიღუპოს კიდეც.მოლუსკები რომლებიც მარგალიტებად იქცევიან ძალიან მგრძნობაირენი არიან კლიმატურ ცვილებებზე და ამიტომ გლობალური დათბობა და გარემოს დაბინძურება მათზე დამღუპველად მოქმედებს.

010259b40166

მარგალიტი სხვადასხვა ფერისა და ზომის არსებობს.ყველაზე ძვირი ვარდისფერი მარგალიტია, რომელიც პრიალებს და ძალიან ლამაზია.იმისათვის რომ ხელოვნურად გამოყვანილი
მარგალიტისგან თანაბარი ზომის ბურთულები იქნას ასხმული წლებია საჭირო.ბოლო პერიოდში სხვადასხვა ფორმის მარგალიტები მოჰყავთ, ზოგს გულის ფორმა აქვს, ზოგს ცრემლის და ა.შ. ნამდვილი მარგალიტის ფასი საკმაოდ მაღალია.1992 წელს მარგალიტის ყელსაბამი 2.3 მილიონ დოლარად გაიყიდა.ყველაზე ძვირად ღირებული ყალბი მარგალიტების ყელსაბამი ჟაკლინ კენედის ჰქონდა და ის 112 000 დოლარად გაიყიდა.

მსგავსი ამბები

Back to top button