საკითხავისასარგებლოუცნაური

კუნძული მოჩვენება

32f70b758000
კუნძული ჰაშიმა შორიდან შეიძლება ალკატრასის ორეულადაც მოგეჩვენოთ.დაცარიელებული შენობებით და უკაცრიელი გარემოთი ის მოჩვენებების სამფლობელოსაც კი ჰგავს.არადა სულ რაღაც 40–42 წლის წინ ამ კუნძულზე სიცოცხლე ყვაოდა

ჰაშიმა ნაგასაკის პრეფექტურის 505 უკაცრიელი კუნძულიდან ერტ–ერთია თუმცა ზოგადად ყველაზე ცნობილი.ის ნაგასაკიდან 15 კილომეტრში აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში მდებარეობს.რა გასაოცარიც არ უნდა იყოს ასეთი შიშის მომგვრელი ადგილის შემყურვალე სადაც მხოლოდ კდეები და მიტოვებული შენობებია სრულიად შეუსაბამოა მისი მდებარეობა გარშემო არსებულ სიმწვანესთან.ამ კუნძულის საიდუმლო მის სიმდიდრეშია.აქ ოდესღაც საუკეთესო ქვანახშირს მოიპოვებდნენ მაგრამ 1974 წელს მუდმივი ქარებისგან და ნისლისგან შეშინებულმა მოსახლეობამ ესადგილი დატოვა.ამ კუნძულის ისტორიის შესწავლით ნათლად შეგვიძლია დავიანხოთ იაპონიის ენერგეტიკული პოლიტიკა იმ პერიოდისთვის.ჰაშიმაზე მოპოვებული ქვანახშირით თბებოდნენ გვერძე მდებარე კუნძულ “ტაკაშიმაზე”.როდესაც გაიყვანეს გზა ამ ორ კუნძულს შორის დაიწყო ჰაშმადან ქვანახშირის მასიური გაყიდვა სხავდასხვ კუნძლებზეც.ასე ვთქვათ ქვანახშირის ხარჯზე ეკოლოგიური კატასტროფის წიანშე მდგარ ქვეყანას მაშველი გამოუჩნდა.

6ec5ab4fc3f3

დროთა განმავლობაში კუნძული მთელი მსოფლიოსთვის საინტერესო და მიმზიდველი გახდა.ქვეყნის ხაზინა შეივსო უცხოური ვალუტით.დაიწყეს მაღაროების გათხრა და ამუშავება. მეცხრამეტე საუკუნის დასასრულისათვის ჰაშიმა 150 000 ტონა ქვანახშირს მოიპოვებდა მოსახლეობა კი 3000 კაცს შეადგენდა.1916 წელს “მიცუბიშიმ” კუნძულზე საცხოვრებელი ფარტის გაზრდის მიზნით რკინა–ბეტონის კომპლექსი ააგო.ეს შენობა ტაიფუნისაგან დაცვასაც უზრუნველყოფდა და მოკლედ რომ ვთქვათ ერთგვარ “დიდ ქარხანად” ქცეული კუნძული დასახლებული პუნქტის სახეს იღებდა.ბეტონის შენობები ყველა მარაროელის ოჯახებს უზრუნველყოფდა არც თუ ისე დიდი მარგამ მყარ და კეთილმოწყობილი საცხოვრებლით.თითოეული ბინა შედგებოდა ერთი ოთახით რომელსაც ერთი კარი და ერთი ფანჯარა ჰქონდა.საპირფარეშო და აბაზანა საერტო მოხმარების იყო მაგრამ ძველ ბარაკებს კი სჯობდა.ნელ ნელა უფრო იმატებდა შენობების რაოდენობა და საბოლოოდ 11 წლის განმავლობაში ჰაშიმაზე 30 საცხოვრებელი კომპლექსი აიგო.

cedf91d4fce2

ქვანახშირის მოპოვება სულ უფრო იზდებოდა.მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი როდესაც არსად ბეტონის შენობები აღარ შენდებოდა ჰაშიმაზე მშენებლობა არ შეჩერებულა.ომში ქვანახშირს დიდი მნიშნელობა ჰქონდა.1941 წლისთვის ჰაშიმაზე წელიწადში 410 00 ტონა ქვანახშირ სმოიპოვებდნენ.მიუხედავად წარმოების ასეთი გაზდის ატასობიტ მაღაროელი იტანჯებოდა და გაუსაძლის პირობებში უწევდათ მუშაობა.ამ ყველაფერს სიკვდილიანობის გაზრდა მოჰყვა და 1945 წლისთვის 1300 კაცი შეადგინა.მაშინ როდესაც იაპონელი ახალგაზდები უცხო მიწაზე იბრძოდნენ ჰაშიმაზე კორეელებსა და ჩინელებს იძულებით ამუშავებდნენ მაღაროებში.მეორე მსოფლიო ომის დამტავრების შემდეგ ჰაშიმაზე ბევრი რამ რადიკალურად შეიცვალა.თითქოს ყველაფერი დალაგდა მშვიდობამ დაისადგურა და ამ ყველაფრით იაპონიას უნდა ამოესუნთქა თუმცა მალევე მოხდა მეორე სერიოზული კონფლიქტი ანუ კორეის ომი.ამან ძლიერ იმოქმედა ჰაშიმაზე.1959 წლისათვის ჰაშიმას მოსახლეობა 5259 კაცს შეადგენდა.ძალიან მჭდროდ იყვნენ დასახლებულები და ერთ ჰექტარზე 1391 კაცი ცხოვრობდა რასაც მსოფლიო ისტორიაში ანალოგიური მაგალითი არ გააჩნია.

3ea00901260f

მიუხედავად ასეტი სივიწროვისა ჰაშიმაში ყველაფერი იყო.გასარტობი მოედნები,კინოთეატრი,პარკი,ჩოგბურთის მოედანი,საშუალო სკოლა,საბავშვო ბაღი მოკლედ ყველაფერი რაც ნორმანულ დასახლებულ პუნქტს ესაჭიროება.აქ 25 სავაჭრო დაწესებულება იყო,ბუდისტური სამლოცველო,საავადმყოფო და რა აგსაკვირიც არ უნდა იყოს ბორდელიც კი.უცოლო მარაროელები ერთ ოთახიან საცხოვრებლებში ცხოვროდბენნ როცა ცოლაინები ორ ოთახიანებში.ისინი ვინც მიცუბიშთან ნამშრომლობდნენ პრივილეგიებით სარგებლობდნენ და მათ ორ ოტახიანი საცხოვრებელი ფარტი საკუტარი საპირფარეშოთი და სააბაზანოთი ჰოქნდათ.საბოლოო ჯამში აქ ყველაფერს მიცუბიში აკონტროლებდა.თვითონ მიცუბიშის მართველს “კოალ მაინს” საკუტაი ხის სახლი ჰქონდა რომელიც ამაღლებულ გორაკზე მდებარეობდა და ყველას ზევიდან დაჰყურებდა.მიცუბიშმა ფაქტიურად ეს ხალხი მონებად აქცია.ის მატ სტავაზობდა უფასო დენს ვიწრო საცხოვრებელ ფარტებს და სამაგიეროდ მათ დღე და ღამ ამუშავებდა ქვანახშირის მოსაპოვებლად.მიზერული შემოსავალი კი მხოლოდ საკვებსა და ტანსაცმელზე ჰყოფნიდათ აქედან გამომდინარე მათ არაფერი რცებოდათ გარდა იმისა რო ყურ-მოჭრილი მონებივით ემუშავათ მარაროებში.იყო წყლის პრობლემაც რომელიც სხვა ქვეყნებიდან შემოჰქონდათ მაგრამ მოგვიანებით ეს პრობლემა მოგვარდა.თუმცა კი როდესაც საკჯვებით დატვირთული გემი შტორმის გამო ერთი დღით მაინც იგვიანებდა მოსახლეობა პანიკაში ავრდებოდა.

7fafa18aeef9

ჰაშიმას დამახასიატებელი ნიშანი ის იყო რომ კუნძულზე ფაქტიურად არანაირი მცენარე არ ხარობდა.ეს იყო ქვანახშირით მდიდარი კუნძული.1963 წელს აქ გამწვანების პროგრამა ამოქმედდა.მოსახლეობაში კმაყოფილებამ დაისადგურა ვინაიდან მათ შეეძლოთ მოწყვანათ სხვადასხვა ბოსტნეული.გარდა ამისა მაღაროელტა სახლებში გაჩნდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა მაცივრის და ელექტრო ქურების სახით.ჰაშIმაზე სიცოცხლე ჩქებდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა რომ არა ნავთობზე მოთხოვნილების გაზრდა.იაპონიამ დაიწყო სწრაფი განვითარება და ნელ ნელა ქვანახშირი ნავთობმა ჩაანაცვლა ამას კი მოჰყვა საბადოების დახურვა.მიცუბიში ჰაშიამზე ყოველდღიურად ამცირებდა შტატებს და 1974 წლის 15 იანვარს კომპანიამ კუნძულის მხატვრული ტანვარჯიშის კომპლექსში მოსახლეობას აუწყა რომ ისინი ჰაშიამზე ფუნქციონირებას წყვეტდნენ.ამის შემდეგ კუნძული საოცარი სისწრაფით დაცარიელდა.1974 წლის 20 მარტს მკუნძული უკანასკნელმა ადამიანმა დატოვა.დღეს ჰაშიმა ნაგასაკის ნავსაყუდელს უცნაური მოჩვენებისავით დარაჯობს და ერტი შეხედვიტ უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს.იაპონელები ამბობენ რომ ჰაშიმა ნათელი მაგალითია იმის თუ რა შეიძლება დაემართოს პატარა ტერიტორიულ ერტეულს რომელიც თავის რესურსებს და ბუნებას არ გაუფრთხილდება და მთლიანად უცხოულ კომპანიასტან ვაჭრობაზე იქნება დამოკიდებული.თავისი 84 წლიანი ისტორიის მანძილზე ჰაშიმამ 17 მილიონი ტონა ქვანახშირის მოპოვება შეძლო თუმცა დაკარგა მთავარი კერძოდ კი ფუნქცია და სახე.

 

მსგავსი ამბები

Back to top button