გართობაუცნაური

ხედვა 100 წლით წინ

dea31bde3b2f

1900 წელს ამერიკელმა მშენებელმა ინჟინერმა ჯონ ელფრიტ უოტკინსმა დაწერა გასართობი სტატია ჟურნალში, იმაზე, თუ რა მოხდება 100 წლის შემდეგ. ახლა უკვე ცხადი ხდება, რომ ავტორმა გააკეთა რამდენიმე გასაოცარი, ზუსტი წინასწარმეტყველება. 

კონკრეტულად მან ზედმიწევნით ზუსტად აღწერა მობილური ტელეფონები, ტელევიზია, ციფრული ფოტოგრაფია, თვითმფრინავი-ჯაშუშები, ტანკები და სხვა. aturday Evening Post-ის ისტორიული განყოფილების რედაქტორმა ჯეფ ნილსონმა იპოვა სტატია და გადაწყვიტა გამოექვეყნებინა იგი 112 წლის შემდეგ, ზოგიერთი წინასწარმეტყველება მართლაც გასაოცარია.

1. ციფრული ფერადი ფოტოგრაფია. “ფოტოებს გადასცემენ ტელეგრაფის მეშვეობით ნებისმიერ მანძილზე. თუ ჩინეთში 100 წლის შემდეგ მოხდება ბრძოლა, მათგან უფრო მკაფიო მომენტები მოხვდება გაზეთებში უკვე ერთი საათის შემდეგ და ფოტოგრაფიას ექნება ნამდვილი ფერები”- ლაპარაკია სტატიაში. უოტკინსის დროს ფოტოს, რომელიც გაკეთებული იყო ჩინეთში, რომ მოეღწია შეერთებულ შტატებამდე, სჭირდებოდა ერთ კვირაზე მეტი. ფოტოგრაფია მაშინ ითვლებოდა როგორც ეგზოტიკური იშვიათობა, ხოლო ფერადი ფოტოგრაფია იყო ჯერ კიდევ სამეცნიერო ექსპერიმენტების სტადიაზე. ტელეგრაფის საშუალებით ფოტოების შორ მანძილზე გადაცემაზე საუბრისას, უოტკინსმა იწინასწარმეტყველა ინტერნეტის გაჩენაც.

2. მობილური კავშირი. “უკაბელო სატელეფონო და ტელეგრაფის ქსელი მოიცავს მთელს მსოფლიოს. ნებისმიერ კაცს შეეძლება ატლანტიკის ოკეანის ცენტრიდან დაურეკოს თავის ცოლს ჩიკაგოში, საწოლ ოთახში. ჩვენთვის ისევე ადვილი იქნება დავრეკოთ ჩინეთში, როგორც ეხლა ნიუ-იორკიდან ბრუკლინში”- წერდა 1900 წელს ავტორი. იმ დროისათვის ასეთი გამტარობის საერთაშორისო სატელეფონი ხაზები ჯერ კიდევ არ არსებობდა, არაფერი რომ არ ვთქვათ უკაბელო მობილურ კავშირზე.

3. ტანკები და თვითმფრინავები. ჟონ უოტკინსმა საკმაოდ ზუსტად აღწერა ” ბორბლებიანი ფორტების” ომში გამოყენება. . ასეთი ფორტები, წერდა ის “გაარღვევენ ღია სივრცეს თანამედროვე ექსპრესის სიჩქარით “. ამასთან 1900 წლის სტატიაში ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ასეთი ნაწილები იმოქმედებენ “თანამედროვე კავალერიის” პრინციპით”. აგრეთვე მან აღწერა “მფრინავი მანქანები , რომლებიც აღჭურვილი იქნებიან შორი მანძილის ტელესკოპებით. ფოტოაპარატებით აღჭურვილი, მათ შეეძლებათ გადაიღონ მტრის პოზიციები 100 მილის დაშორებით”.

“ასეთი ფოტოები ისეთი სახით და ზომებით, რომ თითქოსდა ის გააკეთეს მეზობელ ქუჩაზე, მოხვდება მეთაურის მაგიდაზე”, – იყო ნათქვამი სტატიაში. პირველი მართული ფრენა აპარატით, რომელიც ჰაერზე მძიმე იყო, შეასრულეს ძმებმა რაიტებმა 1903 წელს. თვითმფრინავი-ჯაშუშები, რომლებსაც შეუძლიათ გადაიღონ სურათები შორ მანძილზე გაჩნდა გაცილებიც გვიან. ხოლო პირველი ბრძოლა ტანკების გამოყენებით მოხდა 1916 წელს.

4. ნახევარფაბრიკატები. “მოხმარებისათვის მზა კერძებს მიწოდება მოხდება საწარმოებიდან , თანამედროვე ბაკალეების მსგავსად”, – წერდა უოტკინსი თავის სტატიაში.
ნახევარფაბრიკატები, რომლებიც იყიდება თანამედროვე მაღაზიებში, გვაჩვენებს რამდენად მართალი იყო უოტკინსი. მართალია ის ვარაუდობდა რომ ჭურჭელი, რომელშიც იქნება ასეთი საკვები უნდა დაბრუნებულიყო “ბაკალეაში”. სამაგიეროდ მან იწინასწარმეტყველა, რომ პროდუქტები შენახული იქნება მაცივრებში დიდი ხნის განმავლობაში, რაც მთლიანად შეესაბამება თანამედროვე რეალობას.

5. სათბურები. “ბოსტნეულს მოიწვევენ გაცილებით უფრო მოკლე დროში, სპეციალური ძლიერი ელექტროშუქის მეშვეობით, რომელიც შეცვლის მზის შუქს” – წერდა უოტკინსი.
ამასთან მისი სიტყვებით, დიდ შემინულ პლანტაციებში, რომლებშიც მიწაში გაყვანილი იქნება სადენები, ზამთარი შეიძლება გადავაქციოთ ზაფხულად და ღამე დღედ. ეს წინასწარმეტყველება ახდა ნაწილობრივ, ვინაიდან თანამედროვე სათბურების უმეტესობა მუშაობს ელექტროგათბობის გარეშე. სამაგიეროდ მის წინასწარმეტყველებაში ნათქვამია სანოვაგის, მაგალითად ხილის, თვითმფრინავით შორეული ქვეყვებიდან, სადაც უკვე დამწიფდება მოსავალი, მიწოდების შესაძლებლობაზე .

6. ტელევიზორები და ვებკამერები. “ადამიანს შეეძლება თვალი ადევნოს მთელს მსოფლიოს. ადამიანების და სხვა ობიექტების გამოსახულება, კამერების საშუალებით გადაეცემა ელექტრონული სადენებით, რამდენიმე ათასი მილით დაშორებულ სპეციალურ ეკრანებზე”- ლაპარაკია სტატიაში. ეს აღწერა სრულიად ემთხვევა თანამედროვე ტელეტრანსლიაციას პირდაპირ ეთერში და უფრო მეტიც ვებკამერის , რომელიც გაჩნდა XX და XXI საუკუნეების მიჯნაზე.

7. კონდენციონერები. “ცივი ჰაერი წამოედინება სპეციალური ონკანებიდან და ამის საშუალებით შესაძლებელი იქნება ოთახის ტემპერატურის რეგულირება, ისევე როგორც ახლა ვუშვებთ ონკანიდან ცივ და ცხელ წყალს, რომ ავავსოთ აბაზანა” , – წერდა უოტკინსი. მისი აზრით ცივი და ცხელი ჰაერი XX საუკუნეში უნდა მიწოდებულიყო სპეციალური მსხვილი სადგურებიდან – ისევე როგორც წყალი და გაზი.
ეს ასე არ მოხდა, თუმცა თავად ოთახში ჰაერის კონდენცირების პრინციპის აღწერა, ზუსტად აღწერს თუ როგორ მუშაობს თანამედროვე სპლიტსისტემები.

8. სინთეზატორები. უოტკინსმა აღწერა დანადგარი, რომელიც მისცემს საშუალებას მუსიკოსებს , შეასრულონ ნაწარმოები შორ მანძილზე – სიგნალი გადაეცემა ელექტროენერგიის საშუალებით და აჟღერდება სხვა ქალაქებში. ასეთი აპარატი 100 წლის განმავლობაში არ იყო შექმნილი, თუმცა ავტორი წერს, რომ “ეს ავტომატური დანადგარები ზუსტად გადმოსცემენ ინსტრუმენტის ჟღერადობას”. ეს სრულიად გავს სინთეზატორის აღწერას, მითუმეტეს რომ, როგორც წერს უოტკინსი “ინსტუმენტზე დამაგრებული იქნება საშუალება, რომელი გააძლიერებს მუსიკის ემოციურ ეფექტს”.

9. გიგანტური ხილი. თავის სტატიაში, უოტკინსი წინასწარმეტყველებს, ვაშლის ზომის მარყვების გაჩენას. თუმცა ამხელა ზომის მარწყვის შექმნაში ის მეტისმეტად ოპტიმისტური იყო, მაგრამ საერთოში XX საუკუნეში გამოყვანილი იქნა ხილისა და ბოსტნეული უფრო მსხვილი ჯიშები.

10. სწრაფი მატარებლები. “მატარებლები ივლიან 2 მილი წუთში სიჩქარით. ხოლო ექსპრესები 150 მილი საათში სიჩქარით”, -ნათქვამია 1900 წლის სტატიაში. მასალის პუბლიკაციიდან 100 წლის შემდეგ არსებობს მატარებლები, რომლებიც ავითარებენ 240 კმ საათში, თუმცა საშუალოდ ჩვეულებრივი მატარებლების სიჩქარე გაცილებით ნაკლებია.

მსგავსი ამბები

Back to top button