საკითხავისასარგებლოუცნაური

ლეგენდები პარიზის ღვთიშობლის ტაძრის შესახებ

8e8d5f202b50

ალბათ ბევრს წაგიკითხავთ რომანი იგივე სახელწოდებით. არ ვიცი გქონდათ თუ არა მისი მონახულების ბედნიერება, მაგრამ პარიზის ღვთიშობლის ტაძარი მართლაც არქიტექტურის ნიმუშია და აღაფრთოვანებს მნახველს. არსებობს რამდენიმე ლეგენდა, თუ თქმულება მის შესახებ, გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს 

9abe27029bdd

ნოტრ-დამის ტაძრის ჭიშკარი

ნოტრ-დამის ტაძრის ჭიშკარი, საოცარი სილამაზის ორნამენტებითაა მორთული. მისი გაკეთება დაავალეს ერთერთ მჭედელს სახელად ბისკორნეს. როცა მან გაიგო რომ უნდა გაეკეთებინანა პარიზის საუკეთესო ტაძრის ჭიშკარი, ის ძალიან შეშინდა. მან იფიქრა , რომ ის მარტო ვერ გაუმკლავდებოდა ამ საქმეს და გადაწყვიტა დახმარება სატანისათვის ეთხოვა. მეორე დრეს, როცა ნოტრ-დამის მმართველმა გადაწყვიტა ენახა მჭედელის ნამუშევარი, მან ის იპოვა უგონო მდგომარეობაში, მაგრამ სამჭდელოში მის წინაშე წარსდგა ნამდვილი შედევრი, მმართველი დარჩა ძალიან კმაყოფილი მჭედელის გაკეთებული ნამუშევარით. როცა ჭიშკარი საბოლოოდ დამზადდა და ის ჩამოკიდეს, ვერ შეძლეს მისი გაღება. ჭიშკარის გაღება მოხერხდა მხოლოდ იმის შემდეგ, როცა მას წმინდა წყალი შეასხეს . პარიზის ისტორიკოსი ანრი სოვალი ,1724 წელს თავის აზრს გამოთქვამდა ჭიშკრის ორნამენტების საიდუმლოდ დამზადების შესახებ: ” როგორ დამზადდა ის ეს არავინ იცოდა, იყო ის გამოჭედილი თუ ჩამოსხმული , ბისკორნე ამის შესახებ არაფერს ამბობდა და მისი სიკვდილის შემდეგ ეს საიდუმლო თან წაიღო. მას აწუხებდა სინდისი, გახდა გულჩათხრობილი და სევდიანი და მალე გარდაიცვალა. მან არავის გაუმხილა თავისი საიდუმლო, ან იმის შიშით , რომ ამ საიდუმლოს ვინმე მოპარავდა ან ვინმე დაინახა, თუ როგორ ჭედავდა იგი ნოტრ-დამის ტაძრის ჭიშკარი.”

05f72097f102

ნოტრ-დამის წმინდა ლურსმანი

ნოტრ-დამის ტაძარში ინახება ლურსმანი, ზუსტად იმ ჯვრის რომელზედაც გაკრული იქნა იესო ქრისტე. საერთოდ არსებობს ოთხი ჯვრის ლურსმანი, ორი ინახება საფრანგეთში, ხოლო ორიც იტალიაშია. საერთოდ ამ თემის ირგვლივ დიდი დავა მიმდინარეობს , ითვლიან ოცდაათამდე მსგავს ლურსმანს. ერთერთი მათგანი არის კარპანტრის ლურსმანი. თუმცა ეს ლურსმანი კი არა ნალია. ლეგენდის თანახმად ერთერთი ლურსმანი, რითაც ქრისტე მიაჯაჭვეს ჟვარზე, იერუსალიმში იპოვა ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინეს დედამ – ელენამ. მისი ბრძანებით, ლურსმანისაგან დაამზადეს ნალი, კონსტანტინეს ცხენისათვის, რათა მას დაეცვა ბრძოლაში ის და აი რამდენიმე საუკუნის გასვლის შემდეგ ის მოხვდა კარპანტრის ტაზარში. მათ მოიხსენიებენ, როგორც წმინდა ლურსმნებს, რადგანაც გადმოცემით მათ მოახდინეს რამდენიმე სასწაული. ლურსმანთან შეხებამ გამოაჯანმრთელა ბევრი ავადმყოფი, იცავდა მოსახლეობას შავი ჭირის ეპიდემიის დროს, როგორც თილისმანი. ვატიკანმა ოფიციალურად ცნო სასწაულებრივი გამოჯანმრთელების ფაქტები და რაც მთავარია ლურსმანი ამდენი საუკუნის გასვლის შემდეგაც არ დაჟანგულა. ამბობენ სცადეს მისი მოოქროვება, მაგრამ ოქრო მას არ მოეკიდა. ნორტ-დამის ლურსმანის შესახებ კი არ არსებობს სასწაულმოქმედების არანაერი ლეგენდა და ისტორია და ამასთან ის დაჟანგულია.

0de321b22a02

თუ დაუჯერებთ ლეგენდას, არქიტექტურის მოწინავე ტექნოლოგიები და ცოდნა , ასე საჭირო შუა საუკუნეებში ამგვარი ნაგებობის ასაშენებლად, პირველად შემოიტანეს აღმოსავლეთიდან მხედრებმა-ტამპლიერებმა . 10 ფრანგი მხედარი გაემგზავრა საიდუმლო განძის საძებრად, რომლებიც რწმენის თანახმად ინახება იერუსალიმში სოლომონის ტაძრის ნანგრევების ქვეშ. საფრანგეთში მათი დაბრუნების შემდეგ 1128 წელს, გავრცელდა ხმა , რომ მათ იპოვეს ზარდახშა-ყუთი სადაც ინახებოდა ღვთის კანონთა საიდუმლო, რომელიც განკარგავდა წონას , ციფრებს და ზომას, რომელიც შეიცავდა რაღაც “ოქროს ციფრს” -1,618. პროპორცია 1:1, 618 – “ოქროს შუალედი” ან “ოქროს კვეთა” რენესანსის პერიოდში და მოგვიანებითაც ითვლებოდა იდეალურად არქიტექტურული ქმნილებებისათვის. რაინდების დაბრუნებიდან 6 წლის შემდეგ დაიწყო პირველი ტაძრის მშენებლობა შარტრში. 30 წელი დასჭირდათ, მშენებლებს, ქვის და შუშის ხელოსნებს, ასტრონომებს, მოქანდაკეებს და სხვა ხელოსნებს, რათა შეექმნათ ასეთი დიდებული ტაძარი. მეორე და მესამე კოლონებს შორის არის ტაძრის “წმინდა გული” -საკურთხეველი, მისი სიმეტრია. საიდუმლოდ დარჩა ეს შემთხვევითობაა ეს სიმეტრია თუ ასე იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ის მეტად შთამბეჭდავია. ტაძარს გააჩნია დიდი ძალა ადამიანზე სულიერი ზემოქმედების.

e5b5a3e8088b

არსებობს აგრეთვე საინტერესო მოსაზრებები ფრონტონზე არსებულ, ცენტრალური მრგვალი ვიტრაჟის შესახებ. ამ ვიტრაჟის ზოდიაქოს ნიშნები, აგრეთვე ქვებიდან გათლილი ზოდიაქოს სიმბოლოები ქალწულ მარიამის ფიგურით მიიჩნევა , როგორც წლიური ციკლის სიმბოლო. თუმცა ზოდიაქოს ციკლი, გამოსახული დიდ მრგვალ ვიტრაჟზე იწყება არა მრწყულის ნიშნით, ნიშნიდან, როგორც ეს მიღებულია დასავლურ ასტროლოგიური ტრადიციით, არამედ თევზების ნიშნით, რომელიც შეესაბამება ინდუისტური ასტროლოგიური ციკლის დასაწყისს. ბერძნული ტრადიციის თანახმად თევზების ნიშანს შეესაბამება პლანეტა ვენერა. სხვა ასტროლოგიური სიმბოლო – მთვარის ციკლი გამოსახავს ეგრეთწოდებულ მეფეთა გალერეას, 28 სკულპტურული ფიგურა გამოსახავს იუდეველთა მეფეებს, მაგრამ ბიბლიის თანახმად ისინი იყვნენ 18 ან 19, მაშინ როცა მთვარის თვეს ააქვს 28 დღე.

8f6c70983c00

ტაძარი განთქმულია, თავისი არაჩვეულებრივი ხმოვანებით, რომელსაც გამოსცემს 13 ტონიანი ზარი ემანუელი და ის ჩამოკიდებულია მარჯვენა კოშკზე. ასეთი სიმძიმის ზარის დარეკვა შეუძლია მხოლოდ ძალიან ძლიერ ადამიანს და თუ დაუჯერებთ ლეგენდას ასეთი ადამიანი არსებობდა და მას ერქვა კვაზიმოდო. მეორე ლეგენდის მიხედვით ზარის ჩამოსხმის დროს გამოყენებული იქნა ოქრო და ვერცხლი. 100 წელს, როცა აპირებდნენ ის ჩამოესხათ ბრინჯაოსაგან პარიზელი ქალბატონები თავის სამკაულებს ყრიდნენ გამდნარ მასაში.

მსგავსი ამბები

Back to top button